სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კომპოზიტორი გია ყანჩელი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე და პოეტი ბესიკ ხარანაული წმინდა გიორგის ოქროს ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო მათ დღევანდელი საკვირაო წირვის შემდეგ გადაეცათ.
წმინდა გიორგის ოქროს ორდენი ქართული მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის მიიღო გია ყანჩელმა, ქართული კულტურის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის – თემურ ჩხეიძემ, ხოლო ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბესიკ ხარანაულმა.
"ჩვენ ქედს ვიხრით ამ სამი დიდი მეცნიერის წინაშე. მათი დამსახურება მეტად დიდია", - ბრძანა პატრიარქმა.
დღევანდელ საკვირაო წირვას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო, რომელმაც უწმინდესს 81 წლის იუბილე პირადად მიულოცა.