პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ჩოჩიევი - ზაქარეიშვილს ვურჩევდი, სამინისტროს სახელწოდების შეცვლის მაგივრად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იფიქროს
ბორის ჩოჩიევი - ზაქარეიშვილს ვურჩევდი, სამინისტროს სახელწოდების შეცვლის მაგივრად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იფიქროს

სამ­ხრეთ ოსე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეწ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბო­რის ჩო­ჩი­ევ­მა ოსუ­რი სა­ა­გენ­ტო Рес–ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჩო­ჩი­ე­ვი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის უწყე­ბის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლას და თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნდა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი.

"რო­მელ დაბ­რუ­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც სამ­ხრეთ ოსე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. რო­გო­რი ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბიც არ უნდა ის­მო­დეს თბი­ლი­სი­დან, ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს: მი­უ­ხე­და­ვად პერ­სო­ნა­ლი­ე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ლო­ზუნგზე "სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის". ან უნდა გახ­დე ქარ­თვე­ლი, ან იქ­ნე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი. ასე იყო, ასე არის და ასე იქ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ჩო­ჩი­ევ­მა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, ვინ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, მი­ნის­ტრი და "მით უმე­ტეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რი სა­ხელ­წო­დე­ბა ექ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ებს".

"სა­ქარ­თვე­ლოს სურს სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბა, ჩვე­ნი, ოსე­ბის – გა­ნად­გუ­რე­ბა ან გან­დევ­ნა მშობ­ლი­უ­რი მი­წი­დან. მე პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს ვთვლი­დი უფრო შორ­სმჭვრე­ტელ პო­ლი­ტო­ლო­გად და რე­ა­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კო­სად. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლებს. მე მას და მის მომ­ხრე­ებს ვურ­ჩევ­დი, რომ სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­წო­დე­ბა კი არ უნდა შეც­ვა­ლონ, არა­მედ იფიქ­რონ სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­რე­ბა­ზე და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე, თუ მათი სურ­ვი­ლი, და­რე­გუ­ლირ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­თან, გულ­წრფე­ლია", -აღ­ნიშ­ნა ჩო­ჩი­ევ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში" შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბორის ჩოჩიევი - ზაქარეიშვილს ვურჩევდი, სამინისტროს სახელწოდების შეცვლის მაგივრად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იფიქროს

ბორის ჩოჩიევი - ზაქარეიშვილს ვურჩევდი, სამინისტროს სახელწოდების შეცვლის მაგივრად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იფიქროს

სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და არც მომავალში იქნება, - ამის შესახებ ეწ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბორის ჩოჩიევმა ოსური სააგენტო Рес–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩოჩიევი პაატა ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლას და თავად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

"რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, როდესაც სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. როგორი ლამაზი სიტყვებიც არ უნდა ისმოდეს თბილისიდან, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს: მიუხედავად პერსონალიებისა, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარი მიმართულება დაფუძნებულია ლოზუნგზე "საქართველო ქართველებისთვის". ან უნდა გახდე ქართველი, ან იქნები მეორეხარისხოვანი ადამიანი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება",-განაცხადა ჩოჩიევმა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება საქართველოს მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი, მინისტრი და "მით უმეტეს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახელწოდება ექნება სამინისტროებს".

"საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ჩვენი, ოსების – განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან. მე პაატა ზაქარეიშვილს ვთვლიდი უფრო შორსმჭვრეტელ პოლიტოლოგად და რეალისტურ პოლიტიკოსად. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები საპირისპიროზე მეტყველებს. მე მას და მის მომხრეებს ვურჩევდი, რომ სამინისტროს სახელწოდება კი არ უნდა შეცვალონ, არამედ იფიქრონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, თუ მათი სურვილი, დარეგულირდეს ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან, გულწრფელია", -აღნიშნა ჩოჩიევმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში".

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?