კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა

კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა

ჰოლივუდის მსახიობი კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა - მის მძიმე ხასიათზე საუბრობს ყველა, ვისაც კი მასთან უთანამშრომლია.

თავად მსახიობის თქმით, კონცენტრაციისთვის სრული ჰარმონია სჭირდება, ამისთვის კი სამარისებურ სიჩუმეს მოითხოვს. კოსტნერი ამჟამად ახალ ფილმზე McFarland მუშაობს. სცენარი ჯერ ბოლომდე წაკითხულიც არ ჰქონდა, რომ გუნდიდან თანამშრომელი დაითხოვა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ვარსკვლავმა შენიშნა, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ხმის ოპერატორი შეუჩერებლად ამთქნარებდა. კოსტნერმა ოპერატორს ყვირილი დაუწყო, რომ ყველანი დაღლილები არიან და თუ მუშაობა არ სურს, მის ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს. ვითარების განეიტრალება პროდუსერმა სცადა და კოსტნერს აუხსნა, რომ ოპერატორს იმის გამო ეძინებოდა, რომ მთელი ღამე გათენება მოუხდა, ვინაიდან მისი ცოლი მშობიარობდა. კოსტნერმა მას მოუბოდიშა და სამსახურში დააბრუნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრესის ყურადღებას ვარსკვლავი ექცენტრული საქციელით იპყრობს. შეგახსენებთ, კინოვარსკვლავმა რამდენიმე თვის წინ ფილმის Draft Day-ს გადასაღებ მოედანზე ოპერატორისთვის პირობითი საზღვარი გაავლო. ამასთან, თუ კევინი მოულოდნელად კამერის ჩართვის ხმას გაიგებს, ან მიკროფონით მომარჯვებულ ჟურნალისტს შენიშნავს, გადაღებას წყვეტს და ტერიტორიას ტოვებს. ყველაზე მეტად ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც სცენარის კითხვას არ აცლიან და მის წინ უსაქმოდ ტრიალებენ.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება