ინდიანაპოლისში პოლიციამ 21 წლის დევიდ ჩარლზი დააპატიმრა, რომელიც ონლაინ აუქციონ eBay-ზე ტვინს ყიდდა.
დევიდი ადგილობრივი სამედიცინო მუზეუმიდან (Indian Medical History Museum) ქილებს იპარავდა, რომელშიც ტვინი იყო მოთავსებული და ინტერნეტით ყიდდა. ტვინი 4 800 დოლარად შეაფასეს.
მუზეუმში 2000-ზე მეტი გარდაცვლილი პაციენტის სხეულის ორგანოები ინახება.
მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.