ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, "ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა, რის შემდეგაც მანქანა ხრამში გადავარდა.
"შემთხვევა ზესტაფონის შემოსასვლელში მოხდა. ნავებით ჩავედით. ჯერ ავტომანქანა ამოვიყვანეთ. ავტომანქანაში მყოფი ორი პირი გარდაცვლილი იყო" , - ამბობს იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ტყავაძე.
წყარო: topnews.com.ge