პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი
თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი

მახ­სოვს, სკო­ლა­ში ნა­წარ­მო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას პერ­სო­ნაჟ­თა შე­პი­რის­პი­რე­ბით და­ხა­სი­ა­თე­ბას გვა­წე­რი­ნებ­დნენ ხოლ­მე. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის - ნინო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი­სა და თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძის ოჯა­ხურ წყვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­სას სწო­რედ ამ ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­ჭირ­და, რად­გან და­ი­ჩივ­ლეს, იმ­დენ­ჯერ და­ი­წე­რა, უხერ­ხუ­ლიც კი არის მკი­თხველს კვლავ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სა და გაც­ნო­ბის ამ­ბავს მო­ვუყ­ვე­თო. უხერ­ხუ­ლად რომ არ ეგ­რძნოთ თავი, და­სა­წყის­ში­ვე მათ ერ­თა­დერთ და ულა­მა­ზეს ქა­ლიშ­ვილ­ზე, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენტ 21 წლის ლი­ზა­ზე (ელი­სა­ბედ­ზე) ჩა­მო­ვუგ­დე ლა­პა­რა­კი. ლიზა გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას, მაგ­რამ ხა­სი­ა­თე­ბით არ ვიც­ნობ­დი, ამი­ტომ მის მშობ­ლებ­თან სწო­რედ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი შე­პი­რის­პი­რე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბით შე­ვე­ცა­დე, სა­ო­ჯა­ხო პორ­ტრე­ტის - ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის თვი­სე­ბე­ბის, ჩვე­ვე­ბი­სა და თუნ­დაც, სიყ­ვა­რუ­ლის წარ­მო­ჩე­ნას, ხოლო თუ რო­გო­რი პორ­ტრე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და სა­ო­ჯა­ხო ინ­ტე­რი­ერ­ში, თა­ვად გან­სა­ჯეთ.

თე­მი­კო:

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ლიზა თავ­მდა­ბა­ლი გო­გო­ნაა, ხან­და­ხან - ზედ­მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი (ისე­ვე, რო­გორც მე). ამ თვი­სე­ბას ლი­ზას ღირ­სე­ბად მი­ვიჩ­ნევ. ნამ­დვი­ლად მირ­ჩევ­ნია, ასე­თი იყოს, ვიდ­რე ზედ­მე­ტად ქედ­მაღ­ლობ­დეს.

ნინო:

- თე­მი­კო, მე არ ვარ თავ­მდა­ბა­ლი?

თე­მი­კო:

- კი, რო­გორ არ ხარ. ისე არ გა­მო­მი­ვი­დეს, თით­ქოს ვამ­ბობ: აუ, მე რა თავ­მდა­ბა­ლი ვარ და კარ­გი ტიპი ვარ-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ, ასე გაგვზარ­დეს მეც და ნი­ნოც, არც ჩვენს ოჯა­ხებ­ში ყვი­როდ­ნენ, - ეს რა მა­გა­რი რა­ღაც გა­ვა­კე­თე­თო და არც ჩვენ ვიყ­ვი­რებთ, - ეს რა შევ­ქმე­ნით-თქო. სხვა რა­მეს ვგუ­ლის­ხმობ. ლიზა უფრო ჩუ­მია, ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს... ასე მგო­ნია, ამით მე მგავს და ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს. გა­რეგ­ნო­ბით კი დე­დას ჰგავს და სა­ერ­თო - სა­ლა­პა­რა­კო და სა­ჭო­რა­ოც დე­დას­თან უფრო მეტი აქვს. ბევრ რა­მე­ში არც ვე­რე­ვი. მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევ (იღი­მის).

ნინო:

- ურ­ჩევ­ნია, ლი­ზას­თან მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურთზე, ფილ­მებ­ზე, მუ­სი­კა­ზე ილა­პა­რა­კოს...

თე­მი­კო:

- მარ­თა­ლია, მას ფეხ­ბურ­თი ჩემ­სა­ვით არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­ინც ვლა­პა­რა­კობთ. ვე­კი­თხე­ბი, რო­მელ მუ­სი­კას უს­მენს და იმა­საც ვუ­ამ­ბობ, თა­ვად რას ვუს­მენ­დი. მე ჩემ­სას ვას­მე­ნი­ნებ, ის - თა­ვი­სას. ბევრ რა­მეს ვუ­წუ­ნებ, ის კი ამას ხან­და­ხან ირო­ნი­ით უყუ­რებს. მეც ხომ ასე­თი ვი­ყა­ვი მის ასაკ­ში? უფრო მე­ტიც, მე უფრო ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი მშობ­ლებს, ვიდ­რე ლიზა - ჩვენ.

ნინო:

- იცი, რა­ტომ გვაქვს ნაკ­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტი? - ჩვენ მის­თვის მშობ­ლე­ბიც ვართ და მე­გობ­რე­ბიც. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ერ­თო­ბა ჩვენ­თან და ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბით, ვფიქ­რობ, მა­მა­მისს უფრო მე­ტად ჰგავს. ძა­ლი­ან ბევ­რი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი ჰყავს. თე­მი­კოც ასე­თია: მგო­ნი, მთელ მსოფ­ლი­ოს იც­ნობს (იცი­ნის). მე უფრო შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი შვი­ლი გახ­ლდით და ასე­თია ლი­ზაც, ოღონდ - მე დე­და­ჩე­მი­ვით "მიმ­წო­ლი" ნამ­დვი­ლად არ ვარ. ლი­ზას მხო­ლოდ მსუ­ბუქ შე­ნიშ­ვნას ან რჩე­ვას ვაძ­ლევ, შე­დეგ­ზე კი მირ­ჩევ­ნია, თვი­თონ აგოს პა­სუ­ხი. მინ­და, ძლი­ე­რი იყოს. ლი­ზა­ში ყვე­ლა ის თვი­სე­ბა მომ­წონს, რაც მგო­ნია, რომ მე არ მაქვს... მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა. შე­იძ­ლე­ბა, მეც მგავს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემ­ზე უკე­თე­სია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლიზა თქვენ­სა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლია?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­მან­ტი­კუ­ლია, თან - ემო­ცი­უ­რი და მე­ოც­ნე­ბეც გახ­ლავთ. ალ­ბათ მეც ასე­თი ვი­ყა­ვი. პრაგ­მა­ტუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. სპონ­ტა­ნუ­რი უფრო ვარ - შე­იძ­ლე­ბა, წამ­ში ავ­ყვე რა­ღა­ცას ან პი­რი­ქით - ძა­ლი­ან გავ­ჯიქ­დე.

- შენ­გან და თე­მი­კოს­გან ცალ-ცალ­კე აღე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ებს რომ ვკი­თხუ­ლობ­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ორი­ვეს "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" გყვა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი გმი­რი ჰეკლბე­რი ფინი ყო­ფი­ლა.

- სულ ვოც­ნე­ბობ­დი, ჰეკლბე­რი ფინი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თე­მი­კო (გა­ო­ცე­ბით), შენც ფინი გიყ­ვარ­და? ეს რა­ტომ არ ვი­ცო­დი?

თე­მი­კო:

- ტომ სო­ი­ე­რი ძა­ლი­ან კარ­გი ტიპი იყო, მაგ­რამ მა­ინც უფრო და­ლა­გე­ბუ­ლი ჩან­და, ჰეკლბე­რი ფინი კი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი მე­ამ­ბო­ხე.

ნინო:

- წარ­მო­გიდ­გე­ნია, 22 წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და იმის გა­სა­გე­ბად, რომ თე­მი­კო­საც ჰეკლბე­რი ფინი ჰყვა­რე­ბია (იცი­ნის)!

- კი­დევ გაქვთ სა­ერ­თო - ორი­ვეს გან­სა­კუთ­რე­ბით გიყ­ვართ სერ­გეი ესე­ნინი.

(ერ­თხმად მე­თან­ხმე­ბი­ან და გა­ო­ცე­ბით უყუ­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. - ავტ.)

თე­მი­კო:

- სხვა­თა შო­რის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გეხ­მა­რე­ბა მა­ღა­ლი რან­გის პო­ე­ზია, მით უფრო - ესე­ნი­ნის­ნა­ი­რი, "ბუნ­ტა­რუ­ლი"... ალ­ბათ მეც და­მეხ­მა­რა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნამ­დე­ვი მუ­დამ იყო. თუმ­ცა მე მა­ინც მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­შინ, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში. არა­და, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ ზოგ­ჯერ უფრო მეტი სი­თა­მა­მე და გამ­ბე­და­ო­ბა, მეტი სი­გი­ჟის ჩა­დე­ნაც ჯობ­და. ხან­და­ხან რა­ღა­ცებს რომ აფერ­ხებ შენ­ში და ძი­რი­თა­დად, ფიქ­რში ახორ­ცი­ე­ლებ, ეს თით­ქოს გა­კომ­პლექ­სებს. ჩემი მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა ში­გა­და­შიგ ნა­ფიქ­რა­ლის ამოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. თუმ­ცა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე, რომ ნინო ჩემს სიყ­ვა­რულ­ში და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, გრძნო­ბე­ბის გად­მო­სა­ცე­მად მა­შინ წე­რი­ლე­ბიც იწე­რე­ბო­და... ნი­ნოს­თან არ მახ­სოვს, წე­რი­ლი გა­მეგ­ზავ­ნა...

ნინო:

- აბა, ვის­თან გახ­სოვს (იცი­ნის)?.. მე კი მახ­სოვს ერთი ამ­ბა­ვი (თე­მი­კოს მი­უბ­რუნ­და: თუ გინ­და, არ მოვ­ყვე­ბიო. მე­უღ­ლის დას­ტუ­რის შემ­დეგ კი გა­ნაგ­რძობს. - ავტ.). იმ პე­რი­ოდ­ში სო­ლო­ვი­ო­ვის ფილ­მი "ასა" იყო მო­დუ­რი. ერთ დი­ლით, სახ­ლის კარი რომ გა­ვა­ღე, და­ვი­ნა­ხე, მთელ კე­დელ­ზე ეწე­რა: "პრი­ვეტ ოტ ბა­ნა­ნა­ნა". "ასას" პერ­სო­ნაჟს ერ­ქვა ბა­ნა­ნა­ნა და სიმ­ღე­რაც იყო ბა­ნა­ნა­ნა­ზე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მივ­ხვდი, თე­მი­კოს და­წე­რი­ლი იყო და ძა­ლი­ა­ნაც მე­ა­მა.

- თე­მი­კო, თქვენც ხომ წერ­დით ლექ­სებს?

- ხან­და­ხან... იმ ასაკ­ში ყვე­ლა წერ­და ლექ­სებს. ეგ კი არა, ღამე, ძი­ლის წინ ხომ ბევ­რს ფიქ­რობ ადა­მი­ა­ნი და ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ მინ­დო­და, ამ ნა­ფიქ­რა­ლის­თვის თავი მო­მე­ყა­რა და ფურ­ცელ­ზე გა­და­მე­ტა­ნა, მაგ­რამ იმ­წუ­თას ად­გო­მა დამ­ზა­რე­ბია, დი­ლის­თვის კი ვე­ღა­რა­ფე­რი გა­მიხ­სე­ნე­ბია. ხან­და­ხან არც ად­გო­მა დამ­ზა­რე­ბია, მაგ­რამ ვიდ­რე სა­წერ-კა­ლამს ვი­პო­ვი­დი, ნა­ფიქ­რი გამ­ქრო­ბია. ყო­ველ­თვის კე­თი­ლი შუ­რით მშურს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც წერა ეხერ­ხე­ბა, ვი­საც სა­კუ­თა­რი გრძნო­ბის ფურ­ცელ­ზე გად­მო­ტა­ნა და სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა შე­უძ­ლია.

ნინო:

- მე ლექ­სე­ბიც გა­მომ­დი­ო­და, მაგ­რამ პრო­ზა უფრო მე­ტად მი­ტა­ცებ­და და მო­თხრო­ბებს ვწერ­დი. სხვა­თა შო­რის, იუ­მო­რის­ტულ ჩა­ნა­ხა­ტებ­საც ვა­კე­თებ­დი და მგო­ნი, არც ური­გოდ გა­მომ­დი­ო­და. მერე თე­მი­კო­სი არ იყოს, მეც გა­მი­ა­რა ამ გა­ტა­ცე­ბამ.

- 22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ისევ ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ და ამას ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს. მა­ნამ­დეც, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, სა­ერ­თო წრე გყავ­დათ და გყავთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უწუ­ნებთ ერ­თმა­ნეთს?

თე­მი­კო:

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ - კარ­გიც, ცუ­დიც, ში­ნაც, გა­რე­თაც და ამან მეტი სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე მო­ი­ტა­ნა; ისე­თი სი­ახ­ლო­ვე, ერთი სი­ტყვით ან უსი­ტყვოდ რომ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გო გვერ­დით მყოფს. ხან­და­ხან ნინო მე­ჩხუ­ბე­ბა კი­დეც, - რა­ღა­ცით გა­მო­ხა­ტე ემო­ცი­აო.

ნინო:

- სა­დღა გე­ჩხუ­ბე­ბი? (მო­მიბ­რუნ­და) წარ­მო­გიდ­გე­ნია? ადა­მი­ა­ნი შინ არ ლა­პა­რა­კობს. ხომ შე­იძ­ლე­ბა, სა­ღა­მოს დავ­სხდეთ და მთე­ლი დღის ამ­ბე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ? მაგ­რამ ლა­პა­რა­კი ეზა­რე­ბა.

თე­მი­კო:

- ჰო, მე­ზა­რე­ბა... იმი­ტომ კი არ ვლა­პა­რა­კობ, რომ ვმა­ლავ რა­ი­მეს, მაგ­რამ რა­ღაც ხომ უნდა და­ვი­ტო­ვო ჩემ­თვის? მი­ნი­მა­ლუ­რი

სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმით შე­იძ­ლე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მეტს მი­აღ­წიო, ვიდ­რე ბევ­რი ლა­პა­რა­კით (იღი­მის).

ნინო:

- ეტყო­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას ამ­ოწუ­რა მთე­ლი სა­ლა­პა­რა­კო მა­რა­გი და რო­გორც კი სა­წა­დელს მი­აღ­წია, და­დუმ­და (იცი­ნის). არც ესე­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ (თე­მი­კოს კალ­თა­ში მო­კა­ლა­თე­ბულ ორ პა­ტა­რა ძაღლზე, მამა-შვილ დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა­სა და ლეო მე­სი­ზე მი­მი­თი­თა. - ავტ.). ბევ­რი ლა­პა­რა­კი მეც არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მო­უთ­მე­ნე­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერს ჩქარ-ჩქა­რა ვა­კე­თებ. მეჩ­ქა­რე­ბა თუ არა, მა­ინც ვჩ­ქა­რობ. თუნ­დაც ახლა, ლა­პა­რა­კი­სას რომ ვერ­თვე­ბი: განა არ ვიცი, თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად რომ იტყვის ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ჩემი ჩარ­თვით თით­ქოს მოვ­ლე­ნებს ვაჩ­ქა­რებ.

- თე­მი­კო, ეს არ გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ნუ... შე­ვეჩ­ვიე და ვით­მენ.

ნინო:

- კარ­გი, რა, არ გრცხვე­ნია?! შე­იძ­ლე­ბა თე­მი­კო და­ვაჩ­ქა­რო მა­შინ, როცა სად­მე მივ­დი­ვართ. მე ყველ­გან გავ­რბი­ვარ, რად­გან დაგ­ვი­ა­ნე­ბას ვერ ვი­ტან, ის კი ნელა ირ­ჯე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ერ­თად ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობთ თავს.

თე­მი­კო:

- ერთი საქ­მე გვაქვს, ერთი ინ­ტე­რე­სი, ერთი წრე გვყავს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ - ერ­თმა­ნეთს რომ შევ­ხვდით, საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით! მერე კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ­დე­ნი სა­ერ­თო აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, ცხოვ­რე­ბის დიდი სტი­მუ­ლი მოგ­ვე­ცა.

ამ დროს ლი­ზაც შე­მოგ­ვი­ერ­თდა და რო­დე­საც ვკი­თხე, დედა და მამა რო­გო­რი წყვი­ლია-მეთ­ქი? უყოყ­მა­ნოდ მო­მი­გო:

- ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. მომ­წონს, ერ­თმა­ნეთს რომ ეხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე, მერე ეხუ­ტე­ბი­ან და ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლად ჭი­კ­ჭი­კე­ბენ. მოკ­ლედ, შინ იდი­ლია გვაქვს.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი

თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი

მახსოვს, სკოლაში ნაწარმოების განხილვისას პერსონაჟთა შეპირისპირებით დახასიათებას გვაწერინებდნენ ხოლმე. რუსთაველის თეატრის მსახიობების - ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახურ წყვილთან ინტერვიუსას სწორედ ამ ხერხის გამოყენება დამჭირდა, რადგან დაიჩივლეს, იმდენჯერ დაიწერა, უხერხულიც კი არის მკითხველს კვლავ ჩვენი პირველი შეხვედრისა და გაცნობის ამბავს მოვუყვეთო. უხერხულად რომ არ ეგრძნოთ თავი, დასაწყისშივე მათ ერთადერთ და ულამაზეს ქალიშვილზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტ 21 წლის ლიზაზე (ელისაბედზე) ჩამოვუგდე ლაპარაკი. ლიზა გარეგნობით ძალიან ჰგავს დედას, მაგრამ ხასიათებით არ ვიცნობდი, ამიტომ მის მშობლებთან სწორედ ზემოთ ნახსენები შეპირისპირებითი დახასიათებით შევეცადე, საოჯახო პორტრეტის - ოჯახის თითოეული წევრის თვისებების, ჩვევებისა და თუნდაც, სიყვარულის წარმოჩენას, ხოლო თუ როგორი პორტრეტი გამოგვივიდა საოჯახო ინტერიერში, თავად განსაჯეთ.

თემიკო:

- მეამაყება, რომ ლიზა თავმდაბალი გოგონაა, ხანდახან - ზედმეტად თავმდაბალი (ისევე, როგორც მე). ამ თვისებას ლიზას ღირსებად მივიჩნევ. ნამდვილად მირჩევნია, ასეთი იყოს, ვიდრე ზედმეტად ქედმაღლობდეს.

ნინო:

- თემიკო, მე არ ვარ თავმდაბალი?

თემიკო:

- კი, როგორ არ ხარ. ისე არ გამომივიდეს, თითქოს ვამბობ: აუ, მე რა თავმდაბალი ვარ და კარგი ტიპი ვარ-მეთქი. უბრალოდ, ასე გაგვზარდეს მეც და ნინოც, არც ჩვენს ოჯახებში ყვიროდნენ, - ეს რა მაგარი რაღაც გავაკეთეთო და არც ჩვენ ვიყვირებთ, - ეს რა შევქმენით-თქო. სხვა რამეს ვგულისხმობ. ლიზა უფრო ჩუმია, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს... ასე მგონია, ამით მე მგავს და ძალიანაც მომწონს. გარეგნობით კი დედას ჰგავს და საერთო - სალაპარაკო და საჭორაოც დედასთან უფრო მეტი აქვს. ბევრ რამეში არც ვერევი. მასზე ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ (იღიმის).

ნინო:

- ურჩევნია, ლიზასთან მაგალითად, ფეხბურთზე, ფილმებზე, მუსიკაზე ილაპარაკოს...

თემიკო:

- მართალია, მას ფეხბურთი ჩემსავით არ უყვარს, მაგრამ მაინც ვლაპარაკობთ. ვეკითხები, რომელ მუსიკას უსმენს და იმასაც ვუამბობ, თავად რას ვუსმენდი. მე ჩემსას ვასმენინებ, ის - თავისას. ბევრ რამეს ვუწუნებ, ის კი ამას ხანდახან ირონიით უყურებს. მეც ხომ ასეთი ვიყავი მის ასაკში? უფრო მეტიც, მე უფრო ვუპირისპირდებოდი მშობლებს, ვიდრე ლიზა - ჩვენ.

ნინო:

- იცი, რატომ გვაქვს ნაკლები კონფლიქტი? - ჩვენ მისთვის მშობლებიც ვართ და მეგობრებიც. არაჩვეულებრივად ერთობა ჩვენთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად. ასეთი კომუნიკაბელურობით, ვფიქრობ, მამამისს უფრო მეტად ჰგავს. ძალიან ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს. თემიკოც ასეთია: მგონი, მთელ მსოფლიოს იცნობს (იცინის). მე უფრო შებოჭილი ვიყავი. სხვათა შორის, ძალიან დამჯერი შვილი გახლდით და ასეთია ლიზაც, ოღონდ - მე დედაჩემივით "მიმწოლი" ნამდვილად არ ვარ. ლიზას მხოლოდ მსუბუქ შენიშვნას ან რჩევას ვაძლევ, შედეგზე კი მირჩევნია, თვითონ აგოს პასუხი. მინდა, ძლიერი იყოს. ლიზაში ყველა ის თვისება მომწონს, რაც მგონია, რომ მე არ მაქვს... მეამაყება, რომ ძალიან ლამაზი გოგოა. შეიძლება, მეც მგავს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემზე უკეთესია.

- შეყვარებული ლიზა თქვენსავით რომანტიკულია?

- რასაკვირველია, რომანტიკულია, თან - ემოციური და მეოცნებეც გახლავთ. ალბათ მეც ასეთი ვიყავი. პრაგმატული არასდროს ვყოფილვარ. სპონტანური უფრო ვარ - შეიძლება, წამში ავყვე რაღაცას ან პირიქით - ძალიან გავჯიქდე.

- შენგან და თემიკოსგან ცალ-ცალკე აღებულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობდი, აღმოვაჩინე, რომ ორივეს "ტომ სოიერის თავგადასავალი" გყვარებიათ, მაგრამ საყვარელი გმირი ჰეკლბერი ფინი ყოფილა.

- სულ ვოცნებობდი, ჰეკლბერი ფინი ვყოფილიყავი. თემიკო (გაოცებით), შენც ფინი გიყვარდა? ეს რატომ არ ვიცოდი?

თემიკო:

- ტომ სოიერი ძალიან კარგი ტიპი იყო, მაგრამ მაინც უფრო დალაგებული ჩანდა, ჰეკლბერი ფინი კი - თავისუფლების მოყვარული, ნამდვილი მეამბოხე.

ნინო:

- წარმოგიდგენია, 22 წელიწადი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ თემიკოსაც ჰეკლბერი ფინი ჰყვარებია (იცინის)!

- კიდევ გაქვთ საერთო - ორივეს განსაკუთრებით გიყვართ სერგეი ესე­ნინი.

(ერთხმად მეთანხმებიან და გაოცებით უყურებენ ერთმანეთს. - ავტ.)

თემიკო:

- სხვათა შორის, შეყვარებულობის პერიოდში განსაკუთრებით გეხმარება მაღალი რანგის პოეზია, მით უფრო - ესენინისნაირი, "ბუნტარული"... ალბათ მეც დამეხმარა. ყოველ შემთხვევაში, თანამდევი მუდამ იყო. თუმცა მე მაინც მორიდებული ვიყავი მაშინ, ახალგაზრდა ასაკში. არადა, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ზოგჯერ უფრო მეტი სითამამე და გამბედაობა, მეტი სიგიჟის ჩადენაც ჯობდა. ხანდახან რაღაცებს რომ აფერხებ შენში და ძირითადად, ფიქრში ახორციელებ, ეს თითქოს გაკომპლექსებს. ჩემი მორიდებულობა შიგადაშიგ ნაფიქრალის ამოთქმის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა, მაინც მოვახერხე, რომ ნინო ჩემს სიყვარულში დამერწმუნებინა (იცინის). სხვათა შორის, გრძნობების გადმოსაცემად მაშინ წერილებიც იწერებოდა... ნინოსთან არ მახსოვს, წერილი გამეგზავნა...

ნინო:

- აბა, ვისთან გახსოვს (იცინის)?.. მე კი მახსოვს ერთი ამბავი (თემიკოს მიუბრუნდა: თუ გინდა, არ მოვყვებიო. მეუღლის დასტურის შემდეგ კი განაგრძობს. - ავტ.). იმ პერიოდში სოლოვიოვის ფილმი "ასა" იყო მოდური. ერთ დილით, სახლის კარი რომ გავაღე, დავინახე, მთელ კედელზე ეწერა: "პრივეტ ოტ ბანანანა". "ასას" პერსონაჟს ერქვა ბანანანა და სიმღერაც იყო ბანანანაზე. რასაკვირველია, მივხვდი, თემიკოს დაწერილი იყო და ძალიანაც მეამა.

- თემიკო, თქვენც ხომ წერდით ლექსებს?

- ხანდახან... იმ ასაკში ყველა წერდა ლექსებს. ეგ კი არა, ღამე, ძილის წინ ხომ ბევრს ფიქრობ ადამიანი და ვინ იცის, რამდენჯერ მინდოდა, ამ ნაფიქრალისთვის თავი მომეყარა და ფურცელზე გადამეტანა, მაგრამ იმწუთას ადგომა დამზარებია, დილისთვის კი ვეღარაფერი გამიხსენებია. ხანდახან არც ადგომა დამზარებია, მაგრამ ვიდრე საწერ-კალამს ვიპოვიდი, ნაფიქრი გამქრობია. ყოველთვის კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც წერა ეხერხება, ვისაც საკუთარი გრძნობის ფურცელზე გადმოტანა და სხვისთვის გაზიარება შეუძლია.

ნინო:

- მე ლექსებიც გამომდიოდა, მაგრამ პროზა უფრო მეტად მიტაცებდა და მოთხრობებს ვწერდი. სხვათა შორის, იუმორისტულ ჩანახატებსაც ვაკეთებდი და მგონი, არც ურიგოდ გამომდიოდა. მერე თემიკოსი არ იყოს, მეც გამიარა ამ გატაცებამ.

- 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისევ ძალიან შეყვარებული წყვილი ხართ და ამას ყველა აღნიშნავს. მანამდეც, 9 წლის განმავლობაში იცნობდით ერთმანეთს, საერთო წრე გყავდათ და გყავთ. საინტერესოა, რას უწუნებთ ერთმანეთს?

თემიკო:

- ყველაფერი ერთად გავიარეთ - კარგიც, ცუდიც, შინაც, გარეთაც და ამან მეტი სულიერი სიახლოვე მოიტანა; ისეთი სიახლოვე, ერთი სიტყვით ან უსიტყვოდ რომ შეიძლება გაუგო გვერდით მყოფს. ხანდახან ნინო მეჩხუბება კიდეც, - რაღაცით გამოხატე ემოციაო.

ნინო:

- სადღა გეჩხუბები? (მომიბრუნდა) წარმოგიდგენია? ადამიანი შინ არ ლაპარაკობს. ხომ შეიძლება, საღამოს დავსხდეთ და მთელი დღის ამბები განვიხილოთ? მაგრამ ლაპარაკი ეზარება.

თემიკო:

- ჰო, მეზარება... იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ვმალავ რაიმეს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დავიტოვო ჩემთვის? მინიმალური

სიტყვების წარმოთქმით შეიძლება, გაცილებით მეტს მიაღწიო, ვიდრე ბევრი ლაპარაკით (იღიმის).

ნინო:

- ეტყობა, შეყვარებულობისას ამ­ოწურა მთელი სალაპარაკო მარაგი და როგორც კი საწადელს მიაღწია, დადუმდა (იცინის). არც ესენი ლაპარაკობენ (თემიკოს კალთაში მოკალათებულ ორ პატარა ძაღლზე, მამა-შვილ დიეგო არმანდო მარადონასა და ლეო მესიზე მიმითითა. - ავტ.). ბევრი ლაპარაკი მეც არ მიყვარს, მაგრამ მოუთმენელი ვარ, ყველაფერს ჩქარ-ჩქარა ვაკეთებ. მეჩქარება თუ არა, მაინც ვჩქარობ. თუნდაც ახლა, ლაპარაკისას რომ ვერთვები: განა არ ვიცი, თვითონაც მშვენივრად რომ იტყვის ყველაფერს, მაგრამ ჩემი ჩართვით თითქოს მოვლენებს ვაჩქარებ.

- თემიკო, ეს არ გაღიზიანებს?

- ნუ... შევეჩვიე და ვითმენ.

ნინო:

- კარგი, რა, არ გრცხვენია?! შეიძლება თემიკო დავაჩქარო მაშინ, როცა სადმე მივდივართ. მე ყველგან გავრბივარ, რადგან დაგვიანებას ვერ ვიტან, ის კი ნელა ირჯება... მიუხედავად ყველაფრისა, ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

თემიკო:

- ერთი საქმე გვაქვს, ერთი ინტერესი, ერთი წრე გვყავს, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ - ერთმანეთს რომ შევხვდით, საკმაოდ პატარები ვიყავით! მერე კი, საბედნიეროდ, იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, ცხოვრების დიდი სტიმული მოგვეცა.

ამ დროს ლიზაც შემოგვიერთდა და როდესაც ვკითხე, დედა და მამა როგორი წყვილია-მეთქი? უყოყმანოდ მომიგო:

- ძალიან საყვარლები არიან. მომწონს, ერთმანეთს რომ ეხუმრებიან ხოლმე, მერე ეხუტებიან და ძალიან საყვარლად ჭიკჭიკებენ. მოკლედ, შინ იდილია გვაქვს.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება