სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სამი ბინის შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "შეცდომას" უწოდებს და აცხადებს, რომ გასულ წელს, ბანკის კრედიტითა და დანაზოგით მხოლოდ ერთი ბინა შეიძინა, რაც მის ქონებრივ დეკლარაციაშიც არის მითითებული. სუბარის განმარტებით, მან გასულ წელს, 190 ათას დოლარად, 187,9 კვ.მ. ბინა სულხან ცინცაძის #49-ში იყიდა, რისთვისაც 140 ათასი დოლარი სესხის სახით "ქართუ ბანკიდან" აიღო. დარჩენილი თანხა კი საკუთარი დანაზოგითა და მანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხით დაფარა.
რაც შეეხება ამხანაგობა "ისნის სავანეს", მინისტრმა ამახანგობასთან 2005 წელს, სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში დადო ხელშეკრულება და შენატანი (12 468.00 დოლარი) ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წელიწადში გადაიხადა. სუბარის ინფორმაციით, "ისნის სავანის" ბინის შეჩერებული მშენებლობა ახლახან განახლდა და აღნიშნული ბინის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხით, ახალი ბინის საფასურის ნაწილის დაფარვას გეგმავს.
"მანამდე მე და ჩემი ძმა ერთ ბინაში ვხოვრობდით, რომელიც დავუტოვე ძმას და მე გადავედი ახალ ბინაში", - აცხადებს მინისტრი. ბინის გაჩუქება ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია.
ამასთან, სოზარ სუბარის განცხადებით, მის ქონებრივ დეკლარაციაში შეცდომითაა მითითებული, რომ გასულ წელს მხოლოდ 11 389 ლარის შემოსავალი მიიღო. მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 6 300 ლარს შეადგენს.
ასევე იხილეთ:
tspress.ge