სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები
თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები

თაკო ოქ­რო­პი­რი­ძე "ახა­ლი ხმის" ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლეა. ის ესე­მეს­ლი­დე­რია. სიმ­ღე­რა საკ­მა­ოდ პა­ტა­რამ და­ი­წყო და დღემ­დე ეს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნუ­ზო­მელ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ახლა კი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც გა­სულ წელს ჩა­ერ­თო, ბო­ლომ­დე წარ­მა­ტე­ბით მი­იყ­ვა­ნოს. "ამ­ბე­ბი.გე" თაკო ოქ­რო­პი­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბი 7 იან­ვრის­თვის და რო­გო­რია შენი წი­ნა­სა­კონ­კურ­სო გან­წყო­ბა?

- მზა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც წინა ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყო, ახ­ლაც ისე­თი­ვეა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წი­ნა­სა­კონ­კურ­სო გან­წყო­ბას, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გახ­ლა­ვართ.

- რა გრძობაა, რო­დე­საც ესე­მეს­ლი­დე­რი ხარ?

- სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, ისე­თი, რომ ვერც გად­მოვ­ცემთ და სა­ხელ­საც ვერ და­ვარ­ქმევ...…

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სიმ­ღე­რა ჩემ­თვის მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რია. ეს უპირ­ვე­ლე­სი სა­კი­თხია. ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ შე­მე­წყო­ბა ხელი და ღმერ­თი გზას რო­გორ გა­მიხ­სნის. სა­დაც მო­მი­ხერ­ხდე­ბა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ყველ­გან ვიმ­ღე­რებ. თუმ­ცა მე ხომ სულ ვმღე­რი...

- ვიცი, რომ რა­დი­ოს მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნიც ხარ...

- კი, "ავ­ტო­რა­დი­ოს" მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი გახ­ლა­ვართ. იქ უკვე სხვა სტა­ტუ­სი მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მუ­სი­კას­თან მაქვს შე­ხე­ბა. ამი­ტო­მაც რა­დი­ო­ში მის­ვლა და მუ­შა­ო­ბა მიყ­ვარს.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- პი­ა­ნის­ტი და პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­გე­ცი­ნე­ბათ და ფარ­მა­ცევ­ტი ...

- მერე რა­ტომ მოხ­და ასე­თი "გა­უ­გებ­რო­ბა"?

- მოხ­და... პრობ­ლე­მე­ბის გამო სა­ბუ­თე­ბი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვერ შე­ვი­ტა­ნე. არა­და, სწავ­ლა იქ მინ­დო­და. ეს სურ­ვი­ლი ახ­ლაც მაქვს და არ ვიცი, რო­გორ შევ­ძლებ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იმ­დენ საქ­მეს ვე­ჭი­დე­ბი ხოლ­მე. რე­ა­ლუ­რად კი არ მინ­და, რო­მე­ლი­მე გა­ფუჭ­დეს. მოკ­ლედ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ნაც­ვლად, ფარ­მა­ცევ­ტულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ახლა მა­გის­ტრა­ტუ­რას ვამ­თავ­რებ. სხვა­თა შო­რის, ამ პრო­ფე­სი­ას ვი­ყე­ნებ. რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა "ად­რე­ნა­ლი­ნი" მაქვს. ასე­ვე ვამ­ზა­დებ მე­ო­რე გა­და­ცე­მას "ჯან­სა­ღი არ­ჩე­ვა­ნი". ადა­მი­ა­ნებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის­კენ მო­ვუ­წო­დებ.

- მოდი, "ახალ ხმა­ზე" ვი­ლა­პა­რა­კოთ, რო­მე­ლიც პი­რა­დად შენ­თვის რა­ღაც "ახა­ლი სარ­კმე­ლი" აღ­მოჩ­ნდა.

- ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი და ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია, ისე­თი, რომ ჩემი სხვა წი­ნა­მორ­ბე­დი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლე­ბი გა­და­ფა­რა. ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტია და სა­ო­ცა­რი ფორ­მა­ტია. ამის შემ­დეგ სა­ერ­თოდ აღარ ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­დგომ­ში არა­ნა­ირ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამით დას­რულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­გორც მახ­სოვს, "ჯე­ოს­ტარ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი...

- ეგ 2010 წელს იყო, მაგ­რამ იმ შოუს "ახალ ხმას­თან" შე­და­რე­ბა არც შე­იძ­ლე­ბა. მაგ პე­რი­ოდს ის და­ემ­თხვა, რომ სან­დრა რუ­ლოვსმა ჰო­ლან­დი­ა­ში ფეს­ტი­ვალ­ზე მიგ­ვიწ­ვია გო­რის ქალ­თა კა­პე­ლა (ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა მო­სი­ძე. ახლა დი­რი­ჟო­რი თე­ო­ნა ცი­რა­მუა გახ­ლავთ) და იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ სამი პრი­ზი: პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, ხალ­ხის სიმ­პა­თია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზი სა­გა­ლობ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის. უნდა გი­თხრათ, რომ გო­რის ქალ­თა კა­მე­რულ გუნდშიც ვმღე­რი. მოკ­ლედ, ჩვე­ნი ფეს­ტი­ვალ­ზე წას­ვლა "ჯე­ოს­ტა­რის" კონ­კურსს და­ემ­თხვა და სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ მო­ვემ­ზა­დე. "ჯე­ოს­ტა­რამ­დე" "ნუ­ცას სკო­ლა­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და სულ ჟი­უ­რის ფა­ვო­რი­ტი ვი­ყა­ვი. სწო­რედ მა­შინ, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ამ იმ კვინ­ტე­ტის­თვის შე­მარ­ჩია, რო­მე­ლიც ბო­ლოს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ­ლის შე­მად­გინ­ლო­ბა­შიც იყ­ვნენ: ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეც...

- რას ეტყვი შენს გულ­შე­მატ­კივ­რებს?

- ეს სი­ტყვე­ბი ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ ვერც კი გა­მოვ­ხა­ტავ ისე­თი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს მათ მი­მართ. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მხა­რი კი­დევ ერთხელ და­მი­ჭი­რონ. თუ ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს უნდა, რომ ფი­ნალ­ში მი­ხი­ლოს, მა­შინ უნდა დარ­ე­კოს ნო­მერ­ზე: 0903200215.

ლალი ფა­ცია
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები

თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები

თაკო ოქროპირიძე "ახალი ხმის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ის ესემესლიდერია. სიმღერა საკმაოდ პატარამ დაიწყო და დღემდე ეს საქმიანობა განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს.

ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურსი, რომელშიც გასულ წელს ჩაერთო, ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს. "ამბები.გე" თაკო ოქროპირიძეს დაუკავშირდა.

-  როგორ ემზადები 7 იანვრისთვის და როგორია შენი წინასაკონკურსო განწყობა?

-  მზადების პროცესი, როგორც წინა ტურების შემთხვევაში იყო, ახლაც ისეთივეა. რაც შეეხება ჩემს წინასაკონკურსო განწყობას, კეთილგანწყობილი გახლავართ.

-  რა გრძობაა, როდესაც ესემესლიდერი ხარ?

-  საოცარი განცდაა, ისეთი, რომ ვერც გადმოვცემთ და სახელსაც ვერ დავარქმევ...…

-  სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

-  სიმღერა ჩემთვის მართლა ყველაფერია. ეს უპირველესი საკითხია. ვნახოთ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შემეწყობა ხელი და ღმერთი გზას როგორ გამიხსნის. სადაც მომიხერხდება და ამის საშუალება მექნება, ყველგან ვიმღერებ. თუმცა მე ხომ სულ ვმღერი...

-  ვიცი, რომ რადიოს მუსიკალური წამყვანიც ხარ...

-  კი, "ავტორადიოს" მუსიკალური წამყვანი გახლავართ. იქ უკვე სხვა სტატუსი მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკასთან მაქვს შეხება. ამიტომაც რადიოში მისვლა და მუშაობა მიყვარს.

-  პროფესიით ვინ ხარ?

-  პიანისტი და პარალელურად, გაგეცინებათ და ფარმაცევტი ...

-  მერე რატომ მოხდა ასეთი "გაუგებრობა"?

-  მოხდა... პრობლემების გამო საბუთები კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე ვერ შევიტანე. არადა, სწავლა იქ მინდოდა. ეს სურვილი ახლაც მაქვს და არ ვიცი, როგორ შევძლებ მის განხორციელებას. იმდენ საქმეს ვეჭიდები ხოლმე. რეალურად კი არ მინდა, რომელიმე გაფუჭდეს. მოკლედ, კონსერვატორიის ნაცვლად, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ. სხვათა შორის, ამ პროფესიას ვიყენებ. რადიოში გადაცემა "ადრენალინი" მაქვს. ასევე ვამზადებ მეორე გადაცემას "ჯანსაღი არჩევანი". ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების სტილისკენ მოვუწოდებ.

-  მოდი, "ახალ ხმაზე" ვილაპარაკოთ, რომელიც პირადად შენთვის რაღაც "ახალი სარკმელი" აღმოჩნდა.

-  ის ჩემს ცხოვრებაში მართლაც ფანტასტიკური და ნათელი წერტილია, ისეთი, რომ ჩემი სხვა წინამორბედი ნათელი წერტილები გადაფარა. ძალიან მაგარი პროექტია და საოცარი ფორმატია. ამის შემდეგ საერთოდ აღარ ვაპირებ საქართველოში შემდგომში არანაირ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას. ამით დასრულდება საქართველოში ჩემი კონკურსებში მონაწილეობა.

-  როგორც მახსოვს, "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდი...

-  ეგ 2010 წელს იყო, მაგრამ იმ შოუს "ახალ ხმასთან" შედარება არც შეიძლება. მაგ პერიოდს ის დაემთხვა, რომ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიაში ფესტივალზე მიგვიწვია გორის ქალთა კაპელა (ხელმძღვანელი შალვა მოსიძე. ახლა დირიჟორი თეონა ცირამუა გახლავთ) და იქიდან ჩამოვიტანეთ სამი პრიზი: პირველი ადგილი, ხალხის სიმპათია და განსაკუთრებული პრიზი საგალობლების შესრულებისთვის. უნდა გითხრათ, რომ გორის ქალთა კამერულ გუნდშიც ვმღერი. მოკლედ, ჩვენი ფესტივალზე წასვლა "ჯეოსტარის" კონკურსს დაემთხვა და სათანადოდ ვეღარ მოვემზადე. "ჯეოსტარამდე" "ნუცას სკოლაში" ვმონაწილეობდი და სულ ჟიურის ფავორიტი ვიყავი. სწორედ მაშინ, ალექსანდრე ბასილაიამ იმ კვინტეტისთვის შემარჩია, რომელიც ბოლოს ჩამოაყალიბა, რომლის შემადგინლობაშიც იყვნენ: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძეც...

-  რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს?

-  ეს სიტყვები ბანალურია, მაგრამ ვერც კი გამოვხატავ ისეთი ღრმა პატივისცემა მაქვს მათ მიმართ. თუ საშუალება ექნებათ, მხარი კიდევ ერთხელ დამიჭირონ. თუ ჩემს გულშემატკივარს უნდა, რომ ფინალში მიხილოს, მაშინ უნდა დარეკოს ნომერზე: 0903200215.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება