Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო
პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო

ჩვენ არ ვა­პი­რებთ აფხა­ზებ­სა და ოსე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის, სიყ­ვა­რუ­ლის ან რა­ი­მე ამ­დაგ­ვა­რის თავს მოხ­ვე­ვას. ჩვენ არ უნდა დავ­შორ­დეთ მათ, აფხა­ზებ­სა და ოსებს დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ – ეს რუ­სე­თი ან სა­ქარ­თვე­ლოა, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ბი­ბი­სის" რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მათ სხვა არ­ჩე­ვა­ნიც შევ­თა­ვა­ზოთ – არა რუ­სე­თი ან სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ რუ­სე­თი ან ევ­რო­პა. კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას ევ­რო­კავ­ში­რი კი არ შე­უ­წყობს ხელს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვა", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რა თქმა უნდა, ეს ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მთე­ლი პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზოს, ასე მა­გა­ლი­თად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა რო­გორც მთლი­ა­ნად, ასე­ვე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მხრივ.

"ახლა აფხა­ზეთ­შიც და სამ­ხრეთ ოსეთ­შიც ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლია – რუ­სუ­ლი ენა, რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა, რუ­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რუ­სუ­ლი არ­მია. ჩვენ კი შეგ­ვიძ­ლია მათ არა ქარ­თუ­ლი, არა­მედ მათი სა­კუ­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ჩვენ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ მათ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა – იმ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის არ­ჩე­ვა, რაც მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლია", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა თა­ვად აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა რუ­სულ "ბი­ბი­სის­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მზად არის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის და ამის­თვის არა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას არ აყე­ნებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, წი­ნა­პი­რო­ბებს ისი­ნი აყე­ნე­ბენ. რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, რომ ისი­ნი არ არი­ან მხა­რე და მხო­ლოდ რუ­სე­თის მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არი­ან, ეს მათ გაბ­რა­ზე­ბას იწ­ვევ­და. ახლა, რო­დე­საც ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვთა­ვა­ზობთ, ისი­ნი წი­ნა­პი­რო­ბებს გვი­ყე­ნე­ბენ. იცით, მე­ში­ნია, რომ მოვა დრო და მივ­ხვდე­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თა­ლი იყო. მე ეს არ მინ­და, არ მინ­და აღ­მოჩ­ნდეს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი არა­ფერს წყვე­ტენ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პირ­და­პირ მოს­კოვ­თან მოგ­ვი­წევს. ეს ის შე­დე­გი არ არის, რომ­ლის მიღ­წე­ვაც გვინ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ჯერ ისევ არის დრო და ქარ­თულ მხა­რეს ჯე­რაც აქვს მოთ­მი­ნე­ბა. რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მე­ბი მარ­თლაც ბევ­რია, აფხა­ზებ­სა და ოსებს კი უკე­თეს პი­რო­ბებ­ში უნ­დათ ცხოვ­რე­ბა.

"ჩვენ გა­მუდ­მე­ბით გვეს­მის ჩი­ვი­ლი, რომ რე­გი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი სა­დღაც არ შე­უშ­ვეს, ან სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. მზად ვართ დახ­მა­რე­ბის­თვის, თუ ეს ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მზად ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზე მო­ვახ­დი­ნოთ ფო­კუ­სი­რე­ბა. მაგ­რამ სად გან­ვი­ხი­ლოთ ეს პრობ­ლე­მე­ბი, რო­დე­საც პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტი არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია, რომ­ლის ფორ­მა­ტიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ.

"დიახ, ჩვენ ვსა­უბ­რობთ კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ზე, მაგ­რამ არა მათ­თან, არა­მედ მოს­კოვ­თან. თუ ეს მათ­თვის მი­სა­ღე­ბია, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ პირ­დად მე ეს არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. მი­მაჩ­ნია, რომ ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გარ­და, სა­დაც რუ­სუ­ლი კონ­ტექ­სტი ჭარ­ბობს, სა­ჭი­როა პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ბი­ბი­სის" რუ­სულ სამ­სა­ხურ­თან სა­უბ­რი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო

პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო

ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებსა და ოსებისთვის საკუთარი თავის, სიყვარულის ან რაიმე ამდაგვარის თავს მოხვევას. ჩვენ არ უნდა დავშორდეთ მათ, აფხაზებსა და ოსებს დიდი არჩევანი არ აქვთ – ეს რუსეთი ან საქართველოა, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა "ბიბისის" რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ სხვა არჩევანიც შევთავაზოთ – არა რუსეთი ან საქართველო, არამედ რუსეთი ან ევროპა. კონფლიქტის მოგვარებას ევროკავშირი კი არ შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საქართველოს შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი პაკეტი შესთავაზოს, ასე მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა როგორც მთლიანად, ასევე უმცირესობების მხრივ.

"ახლა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსულია – რუსული ენა, რუსული კულტურა, რუსული ტელევიზია, რუსული არმია. ჩვენ კი შეგვიძლია მათ არა ქართული, არამედ მათი საკუთარი ფასეულობები შევთავაზოთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ არჩევანის თავისუფლება – იმ ფასეულობების არჩევა, რაც მათთვის ხელსაყრელია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა თავად აფხაზებისა და ოსების ინტერესებში შედის. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა რუსულ "ბიბისისთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველო მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ამისთვის არანაირ წინაპირობას არ აყენებს.

"სამწუხაროდ, წინაპირობებს ისინი აყენებენ. როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ მათთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს, რომ ისინი არ არიან მხარე და მხოლოდ რუსეთის მარიონეტები არიან, ეს მათ გაბრაზებას იწვევდა. ახლა, როდესაც ჩვენ ურთიერთობებს ვთავაზობთ, ისინი წინაპირობებს გვიყენებენ. იცით, მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. მე ეს არ მინდა, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტენ და მოლაპარაკებები პირდაპირ მოსკოვთან მოგვიწევს. ეს ის შედეგი არ არის, რომლის მიღწევაც გვინდა", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ისევ არის დრო და ქართულ მხარეს ჯერაც აქვს მოთმინება. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, პრობლემები მართლაც ბევრია, აფხაზებსა და ოსებს კი უკეთეს პირობებში უნდათ ცხოვრება.

"ჩვენ გამუდმებით გვესმის ჩივილი, რომ რეგიონების მცხოვრებლები სადღაც არ შეუშვეს, ან სხვა სახის პრობლემების შესახებ. მზად ვართ დახმარებისთვის, თუ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მზად ვართ პოლიტიკური საკითხები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება. მაგრამ სად განვიხილოთ ეს პრობლემები, როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი არ არსებობს", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებებია, რომლის ფორმატიც სპეციალურად შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

"დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტურ რეგიონებზე, მაგრამ არა მათთან, არამედ მოსკოვთან. თუ ეს მათთვის მისაღებია, კი ბატონო, მაგრამ პირდად მე ეს არ მაკმაყოფილებს. მიმაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, სადაც რუსული კონტექსტი ჭარბობს, საჭიროა პირდაპირი დიალოგი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "ბიბისის" რუსულ სამსახურთან საუბრისას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა