საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ბიბლიოთეკის 2014 წლის მთავარ გეგმას" აქვეყნებს.
"კიდევ ერთხელ გილოცავთ. 2014 წლის ბიბლიოთეკის მთავარი გეგმა დიდწილად შენობებს უკავშირდება:
1. ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის სარესტავრაციო ფულის მოზიდვა.
2. მეხუთე კორპუსის გამაგრების დაწყება
3. ავლაბრის სტამბის ტერიტორიაზე სამი მუზეუმის გაკეთება
4. არაავრიულ შენონებში მინი-მუზეუმების და თანამედროვე სამკითხველოების მოწყობა.
5. იდეა, ეროვნული ბიბლიოთეკის დეპოზიტარიუმის სხვა ქალაქებში მოწყობასთან დაკავშირებით
6. არსებული შენობების მაქსიმალური ინტეგრირება შეზღუდულ შესაძლებლობის პირებისთვის.
ამ კამპანიაში თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი მაქვს. მეც, ჩემი მხრივ, რაშიც გამოგადგებით, აქ ვარ:)", - წერს კეკელიძე.