Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა
ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის მიზ­ნით ქარ­თვე­ლი გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­მარ­ტი­ვა. ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ ქარ­თულ მხა­რეს ინ­ფორ­მა­ცია შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით მი­ა­წო­და.

"2013 წლის 27 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქნა მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის (მძღო­ლე­ბი­სათ­ვის) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, რაც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე (www.lta.gov.ge), ქარ­თველ გა­დამ­ზიდ­ვე­ლებ­ზე, პრი­ო­რი­ტე­ტულ რე­ჟიმ­ში (წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რის გა­რე­შე), იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი საქ­მი­ა­ნი მრა­ვალ­ჯე­რა­დი ვი­ზე­ბი ერთი წლის ვა­დით. ვი­ზის გა­ფორ­მე­ბის სა­კონ­სუ­ლო მო­საკ­რე­ბე­ლი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით (3 სა­მუ­შაო დღე­ში) გა­ფორ­მე­ბი­სათ­ვის შე­ად­გენს 310 აშშ დო­ლარს, ხოლო ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში (10 სა­მუ­შაო დღე­ში) გა­ფორ­მე­ბი­სათ­ვის - 160 აშშ დო­ლარს, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მი­ქე­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მო­მოს­ვლა რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბას შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ 1994 წლის 3 თე­ბერ­ვლის შე­თან­ხმე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია 1994 წლის 6 ივ­ნი­სი­დან. თუმ­ცა 2006 წლის 2 ოქ­ტომ­ბრი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­წყვე­ტი­ლი იქნა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლა.

"2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რუ­სე­თის მხა­რეს­თან და 2012 წლის ბო­ლოს, 2006 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან გად­მოგ­ზავ­ნი­ლი იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­ვირ­თო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვის კვო­ტი­რე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვის ბლან­კე­ბი (1000 ერ­თე­უ­ლი).

აქვე, 2013 წლის 6-7 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შე­რე­უ­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან უძღვე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი სსიპ "სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი. სხდო­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლი იყო ორ ქვე­ყა­ნას შო­რის 2006 წლის შემ­დეგ შე­წყვე­ტი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო მი­მოს­ვლის და სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ასე­ვე გა­იც­ვა­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვი­სა (500 ერ­თე­უ­ლი ორ­მხრი­ვი და ტრან­ზი­ტუ­ლი გა­და­ზიდ­ვის და 20 ერ­თე­უ­ლი მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან/ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ზიდ­ვის) და არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის (10 ერ­თე­უ­ლი) ნე­ბარ­თვე­ბის ბლან­კე­ბი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ პრინ­ცი­პუ­ლად იქნა დას­მუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის (მძღო­ლე­ბი­სათ­ვის) ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლო მოკ­ლე ვა­და­ში. მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს რუ­სე­თის მხა­რის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს მზად­ყოფ­ნა ამ სა­კი­თხის დრო­უ­ლად გა­და­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფიქ­სირ­და მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ოქ­მშიც.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, დღე­ი­სათ­ვის 2013 წელს გაც­ვლი­ლი ნე­ბარ­თვე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის მიერ ათ­ვი­სე­ბუ­ლია 500 ერ­თე­უ­ლი ორ­მხრი­ვი და ტრან­ზი­ტუ­ლი გა­და­ზიდ­ვის და 20 ერ­თე­უ­ლი მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან/ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ზიდ­ვის ნე­ბარ­თვა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2014 წელს მხა­რე­ებს შო­რის გა­საც­ვლე­ლი ნე­ბარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შთან­ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ქარ­თვე­ლი გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის რუ­სე­თის ვი­ზე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე­წარ­მე-გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბას ორ­მხრი­ვი და ტრან­ზი­ტუ­ლი სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის სფე­რო­ში, ასე­ვე ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნა/გა­და­ზიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბე­ბის ზრდას სახ­მე­ლე­თო გზის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის, აგ­რეთ­ვე ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო დრო­ი­სა და თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე, რაც ქვეყ­ნებს შო­რის სა­ვაჭ­რო ტვირთბ­რუნ­ვის ზრდის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი და კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მი­ქე­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა

საავტომობილო მიმოსვლის მიზნით ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთის ფედერაციამ სავიზო რეჟიმი გაამარტივა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებამ ქართულ მხარეს ინფორმაცია შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიაწოდა.

"2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის საშუალებით ოფიციალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისათვის) რუსეთის ფედერაციის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე (www.lta.gov.ge), ქართველ გადამზიდველებზე, პრიორიტეტულ რეჟიმში (წინასწარი ჩაწერის გარეშე), იქნება გაცემული საქმიანი მრავალჯერადი ვიზები ერთი წლის ვადით. ვიზის გაფორმების საკონსულო მოსაკრებელი დაჩქარებული წესით (3 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის შეადგენს 310 აშშ დოლარს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში (10 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის - 160 აშშ დოლარს, - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო საავტომობილო მომოსვლა რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებით, რომელიც ძალაშია 1994 წლის 6 ივნისიდან. თუმცა 2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსთან შეწყვეტილი იქნა საავტომობილო მიმოსვლა.

"2012 წლის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები რუსეთის მხარესთან და 2012 წლის ბოლოს, 2006 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ფედერაციიდან გადმოგზავნილი იქნა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის კვოტირებული ნებართვის ბლანკები (1000 ერთეული).

აქვე, 2013 წლის 6-7 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა საავტომობილო ტრანსპორტის რუსეთ-საქართველოს შერეული კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" ხელმძღვანელი. სხდომაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის 2006 წლის შემდეგ შეწყვეტილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო მიმოსვლის და სატვირთო გადაზიდვების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისა (500 ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის და 20 ერთეული მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის) და არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის (10 ერთეული) ნებართვების ბლანკები. საყურადღებოა, რომ სწორედ აღნიშნული კომისიის სხდომაზე ქართული მხარის მიერ პრინციპულად იქნა დასმული - საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისათვის) ვიზების გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შესაძლო მოკლე ვადაში. მოლაპარაკების დროს რუსეთის მხარის დელეგაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ამ საკითხის დროულად გადაწყვეტის თაობაზე, რაც ოფიციალურად დაფიქსირდა მხარეებს შორის გაფორმებულ ოქმშიც.

ზემოაღნიშნული კომისიის ჩატარების შემდეგ, დღეისათვის 2013 წელს გაცვლილი ნებართვებიდან საქართველოს გადამზიდველების მიერ ათვისებულია 500 ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის და 20 ერთეული მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2014 წელს მხარეებს შორის გასაცვლელი ნებართვების რაოდენობის შთანხმების თაობაზე.

ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე-გადამზიდველების დასაქმებას ორმხრივი და ტრანზიტული სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში, ასევე ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა/გადაზიდვების მოცულობების ზრდას სახმელეთო გზის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროისა და თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის", - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა