მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს
საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უახ­ლო­ეს დღებ­ში უნდა და­ა­სა­ხე­ლოს, შე­საძ­ლოა, "სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პა­ლა­ტის" თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა შა­ვა­ძე გახ­დეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შა­ვა­ძე "გუ­რია ნი­უს­თან" ადას­ტუ­რებს და სა­კუ­თარ გეგ­მებ­ზეც სა­უბ­რობს.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, ვინ და­ა­სა­ხე­ლა თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და რო­დის და­ი­წყო თქვენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- ნება მო­მე­ცით, ეს არ გა­ვამ­ხი­ლო. ვფიქ­რობ, ის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ვიდ­რე ის, ვისი კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა და ვინ დაგ­ვა­სა­ხე­ლა. და­ნარ­ჩე­ნი, იცით, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ უკვე ვამ­ზა­დებ ჩემს პროგ­რა­მას. თუკი ჩემ­ზე იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, მაქვს ჩემი მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გია. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოა და მი­მაჩ­ნია, რომ ის რა­დი­კა­ლუ­რად უნდა გარ­და­იქ­მნას და მხო­ლოდ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში უნდა ჩად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა იყოს მზად, რომ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თოს. და­ნარ­ჩე­ნი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. მე მზად­ყოფ­ნას გა­მოვ­თქვამ და ვდებ პი­რო­ბას, რომ ეს უწყე­ბა სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი სა­ხით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი იქ­ნე­ბა ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს.

- ყო­ველ­თვის გქონ­დათ შე­ნიშ­ვნე­ბი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რას გვე­ტყვით, ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რო­რებ­ზე? რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს მათ?

- არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გაა. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც უუ­ნა­რო პრო­კუ­რო­რი და­არ­ქვეს, რა­საც არას­დროს ვე­თან­ხმე­ბო­დი და არც ახლა და­ვე­თან­ხმე­ბი. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არის ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­საც უნდა მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, რომ უწყე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად მარ­თოს. თუკი არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა იმუ­შა­ოს და ის ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ას­რუ­ლოს, რაც ევა­ლე­ბა, მა­შინ ვინც არ უნდა იყოს პრო­კუ­რო­რი, უუ­ნა­რო იქ­ნე­ბა.

- და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში აპი­რებთ თუ არა უწყე­ბა­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას?

- რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა იმ პრო­კუ­რორ­ზე, რომ­ლებ­ზეც სა­ჩივ­რე­ბია მო­ქა­ლა­ქე­თა მხრი­დან და უკავ­შირ­დე­ბა შე­საძ­ლო კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს, მივ­ცემ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს და­ვა­ლე­ბებს, რომ საქ­მე­ე­ბი უმ­კაც­რე­სად გა­ნი­ხი­ლონ. ყვე­ლა იმ "გა­მოც­დილ" პრო­კუ­რორს, რომ­ლებ­საც 9 წლის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა-წა­მე­ბის, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და ასე­ვე უკა­ნო­ნო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ, მი­ნი­მუმ სახ­ლში მი­ვაბ­რძა­ნებ, მაქ­სი­მუმ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცემ. სა­დამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნა მათ­მა "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა", კარ­გად ვი­ცით. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს სჭირ­დე­ბო­დათ ეს "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი". ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი გვჭირ­დე­ბა. არის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტი, ახა­ლი ხედ­ვე­ბით და რე­ა­ლო­ბე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვა­საქ­მებთ კონ­კურ­სე­ბის, გა­სა­უბ­რე­ბე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი კად­რე­ბით, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნე­ბი­ან რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხუ­ლე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რის არ უნდა ეში­ნო­დეს. ის უნდა წარ­მოგ­ვედ­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ქვა­კუ­თხე­დად. ვდებ იმის პი­რო­ბას, რომ თუკი მე გავ­ხდე­ბი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, პირ­ვე­ლი წუ­თი­დან­ვე გა­ტარ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ჰქვია. ჩვენ ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღეთ.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უახლოეს დღებში უნდა დაასახელოს, შესაძლოა, "საქართველოს ანტიკორუფციული პალატის" თავმჯდომარე პაატა შავაძე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შავაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს და საკუთარ გეგმებზეც საუბრობს.

- ბატონო პაატა, ვინ დაასახელა თქვენი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და როდის დაიწყო თქვენთან მოლაპარაკებები?

- ნება მომეცით, ეს არ გავამხილო. ვფიქრობ, ის უფრო საინტერესოა, რისი გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ის, ვისი კანდიდატურები განიხილება და ვინ დაგვასახელა. დანარჩენი, იცით, რომ ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვამზადებ ჩემს პროგრამას. თუკი ჩემზე იქნება შეჩერებული არჩევანი, მაქვს ჩემი მუშაობის სტრატეგია. მთავარი პროკურატურა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამართალდამცავი ორგანოა და მიმაჩნია, რომ ის რადიკალურად უნდა გარდაიქმნას და მხოლოდ ხალხის სამსახურში უნდა ჩადგეს. პროკურატურა უნდა იყოს მზად, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთოს. დანარჩენი, ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. მე მზადყოფნას გამოვთქვამ და ვდებ პირობას, რომ ეს უწყება სამაგალითო იქნება. მიმაჩნია, რომ ჩემი სახით მთავარი პროკურორი იქნება ის პიროვნება, რომელსაც საზოგადოება ითხოვს.

- ყოველთვის გქონდათ შენიშვნები მთავარი პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით. რას გვეტყვით, ყოფილ მთავარ პროკურორებზე? რა შეცდომები დაუშვეს მათ?

- არჩილ კბილაშვილი ჩემი მეგობარი და კოლეგაა. ღირსეული ადამიანია, თუმცა რატომღაც უუნარო პროკურორი დაარქვეს, რასაც არასდროს ვეთანხმებოდი და არც ახლა დავეთანხმები. მთავარი პროკურორი არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც უნდა მიეცეს უფლება, რომ უწყება სრულფასოვნად მართოს. თუკი არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ მთავარმა პროკურორმა იმუშაოს და ის ფუნქციები შეასრულოს, რაც ევალება, მაშინ ვინც არ უნდა იყოს პროკურორი, უუნარო იქნება.

- დანიშვნის შემთხვევაში აპირებთ თუ არა უწყებაში რეორგანიზაციას?

- რა თქმა უნდა, იქნება საკადრო ცვლილებები. ყველა იმ პროკურორზე, რომლებზეც საჩივრებია მოქალაქეთა მხრიდან და უკავშირდება შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მივცემ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დავალებებს, რომ საქმეები უმკაცრესად განიხილონ. ყველა იმ "გამოცდილ" პროკურორს, რომლებსაც 9 წლის მანძილზე ადამიანის ტანჯვა-წამების, უკანონო გადაწყვეტილების მიღების და ასევე უკანონო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მეტი არაფერი უკეთებიათ, მინიმუმ სახლში მივაბრძანებ, მაქსიმუმ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ. სადამდეც მიგვიყვანა მათმა "პროფესიონალიზმმა", კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს სჭირდებოდათ ეს "პროფესიონალები". ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები გვჭირდება. არის ძალიან ბევრი კარგი და პროფესიონალი იურისტი, ახალი ხედვებით და რეალობებით, ამ ადამიანებს დავასაქმებთ კონკურსების, გასაუბრებების და რეკომენდაციების საფუძველზე. საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბდება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც არ იქნებიან რეპუტაციაშელახულები. საზოგადოებას პროკურატურის არ უნდა ეშინოდეს. ის უნდა წარმოგვედგინოს სამართლიანობის ქვაკუთხედად. ვდებ იმის პირობას, რომ თუკი მე გავხდები მთავარი პროკურორი, პირველი წუთიდანვე გატარდება "ქართული ოცნების" ის პოლიტიკა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ჩვენ ამის ვალდებულება ავიღეთ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"