მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2014 ლურ­ჯი (ცის­ფე­რი) ხის ცხე­ნის წელი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის­თვის? გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას 2014 წლის ჰო­როს­კო­პე­ბი, ას­ტრო-ეზო­თე­რუ­ლი ცენ­ტრის ას­ტრო­ლო­გებ­მა - ხა­თუ­ნა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და თორ­ნი­კე ბი­ძი­ნაშ­ვილ­მა "გუ­რია ნი­უ­სის­თვის" შე­ად­გი­ნეს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

4 სექ­ტემ­ბე­რი 1969 წელი

2014 წელი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის, სხვა­დას­ხვა რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებთნ შეხ­ვედ­რე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის წელი. რიგ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იზ­რდე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­უ­რო­ბის ალ­ბა­თო­ბა, რაც, გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს დაბ­ლა დას­წევს. სა­მა­გი­ე­როდ, 2014 წელს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი რე­ზულ­ტატს მო­ი­ტანს 2015 წელს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ბა­ტო­ნი გი­ორ­გი­სათ­ვის კარ­მუ­ლიც იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე არ ვურ­ჩევთ და­ქორ­წი­ნე­ბას. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­სი­კე­თოა.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი

5 მარ­ტი 1968 წელი

46 წელი ით­ვლე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კარ­მულ ასა­კად და სწო­რედ 46 წელი უს­რულ­დე­ბა 2014 წელს ბა­ტონ და­ვითს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ დროს ხდე­ბა გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა. გა­მო­იკ­ვე­თე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ფი­ნან­სურ, სა­კა­ნონ­დებ­ლო და პარტნი­ო­რულ სფე­რო­ებ­ში. სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ი­ტანს გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს - შე­საძ­ლოა იყოს მცდე­ლო­ბა ჩა­ით­რი­ონ იგი ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში. ამი­ტო­მაც, მო­ვუ­წო­დებთ სიფრ­თხი­ლი­სა­კენ. პო­ზი­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გან­ვი­თა­რე­ბად სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის ხარ­ჯზე, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ურ ჭრილ­შიც.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

28 ივ­ნი­სი 1982 წელი

2014 წელი ბა­ტო­ნი ირაკ­ლის­თვის წინა წელ­თან შე­და­რე­ბით არ იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი. თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სიმ­ცი­რე მა­ინც არ იგ­რძნო­ბა: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ა­ფარ­თო­ე­ბენ მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის არე­ალს და გა­უმ­ყა­რე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას და პო­ზი­ცი­ებს. საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლი შე­დე­გი­ა­ნო­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი. წინა პლან­ზე წა­მო­ი­წევს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი, რაც და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა და პო­ზი­ტი­ურ შე­დეგ­საც მო­ი­ტანს - გა­იზ­რდე­ბა მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ის ნელ-ნელა და­ი­კა­ვებს აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რის ად­გილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ში. თუმ­ცა, არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, რომ დრო­დად­რო მო­უ­ლოდ­ნელ­მა ხე­ლის­შემ­შლელ­მა ფაქ­ტო­რებ­მა იჩი­ნონ თავი და გა­არ­თუ­ლონ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­ფიქ­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. ზო­გა­დად, 2014 წელი რთუ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის, ხოლო შემ­დე­გი 2015 – 2016 წლე­ბი ბა­ტო­ნი ირაკ­ლი­სათ­ვის ბევ­რად უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა.

ალა­სა­ნია ირაკ­ლი

21 დე­კემ­ბე­რი 1973 წელი

2014 წელი ბა­ტო­ნი ირაკ­ლი­სათ­ვის საქ­მი­ან სფე­რო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა არც ხელ­ქვე­ი­თე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის, არც ზედა იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. თუმ­ცა, არის გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბიც - საქ­მი­ან სფე­რო­ში ფი­ნან­სურ­მა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნონ თავი და გა­არ­თუ­ლონ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა. რე­კო­მენ­და­ცი­ას მივ­ცემ­დით, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. იკ­ვე­თე­ბა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა ოჯახ­ში. ზო­გა­დად წელი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ნე­იტ­რა­ლუ­რად.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის? გიორგი მარგველაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას 2014 წლის ჰოროსკოპები, ასტრო-ეზოთერული ცენტრის ასტროლოგებმა - ხათუნა ღვინიაშვილმა და თორნიკე ბიძინაშვილმა "გურია ნიუსისთვის" შეადგინეს.

გიორგი მარგველაშვილი

4 სექტემბერი 1969 წელი

2014 წელი საქართველოს პრეზიდენტისთვის საკმაოდ დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. ეს იქნება მოგზაურობების, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებთნ შეხვედრების, დიპლომატიური ურთიერთობების, ახალი კავშირების დამყარების წელი. რიგ სიტუაციებში იზრდება გადამეტებული ამბიციურობის ალბათობა, რაც, გამოცდილების შეძენის მიუხედავად, პრაქტიკული შედეგიანობის მაჩვენებელს დაბლა დასწევს. სამაგიეროდ, 2014 წელს დაწყებული საქმეების დიდი ნაწილი რეზულტატს მოიტანს 2015 წელს, რომელიც ამავდროულად ბატონი გიორგისათვის კარმულიც იქნება. ამ ეტაპზე არ ვურჩევთ დაქორწინებას. თუმცა, არსებული კავშირის შენარჩუნება სასიკეთოა.

დავით უსუფაშვილი

5 მარტი 1968 წელი

46 წელი ითვლება ასტროლოგიაში კარმულ ასაკად და სწორედ 46 წელი უსრულდება 2014 წელს ბატონ დავითს. შესაბამისად, ამ დროს ხდება განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი კარმული ვალების გასტუმრება. გამოიკვეთება პრობლემები ფინანსურ, საკანონდებლო და პარტნიორულ სფეროებში. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მოიტანს გარკვეულ პრობლემებს - შესაძლოა იყოს მცდელობა ჩაითრიონ იგი ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომაც, მოვუწოდებთ სიფრთხილისაკენ. პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს განვითარებად სისტემაში ინტეგრაცია, კომუნიკაციის გაძლიერების ხარჯზე, მათ შორის დიპლომატიურ ჭრილშიც.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ივნისი 1982 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისთვის წინა წელთან შედარებით არ იქნება გამორჩეული. თუმცა, პოზიტიური მოვლენების სიმცირე მაინც არ იგრძნობა: მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეხვედრები გააფართოებენ მისი მოღვაწეობის არეალს და გაუმყარებენ საკუთარი თავის რწმენას და პოზიციებს. საქმიანობა მაღალი შედეგიანობით იქნება გამორჩეული. წინა პლანზე წამოიწევს სოციალური საკითხები, რაც დადებითად გადაწყდება და პოზიტიურ შედეგსაც მოიტანს - გაიზრდება მისი ავტორიტეტი და ის ნელ-ნელა დაიკავებს აღიარებული ლიდერის ადგილს ფართო საზოგადოებში. თუმცა, არ გამოირიცხება, რომ დროდადრო მოულოდნელმა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა იჩინონ თავი და გაართულონ ზოგიერთი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ზოგადად, 2014 წელი რთულია კაცობრიობისთვის, ხოლო შემდეგი 2015 – 2016 წლები ბატონი ირაკლისათვის ბევრად უფრო პოზიტიური იქნება.

ალასანია ირაკლი

21 დეკემბერი 1973 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისათვის საქმიან სფეროში საკმაოდ წარმატებული იქნება, მას არ გაუჭირდება არც ხელქვეითების სიყვარულის, არც ზედა იერარქიულ საფეხურზე მდგომების ნდობის მოპოვება. თუმცა, არის გარკვეული სირთულეებიც - საქმიან სფეროში ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი და გაართულონ კონკრეტული მიზნების შესრულების ალბათობა. რეკომენდაციას მივცემდით, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. იკვეთება სასიკეთო ცვლილებების ალბათობა ოჯახში. ზოგადად წელი შეიძლება შეფასდეს ნეიტრალურად.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა