მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"
"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"

2014 წელი ცხე­ნის წე­ლი­წა­დია და ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ მო­გი­ტა­ნოს, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გედ­გას ციც­ქნა ცხე­ნის ფი­გუ­რა. იმე­დია იღ­ბალს მო­ი­ტანს, თა­ნაც ბუ­ნე­ბა­ში ცხენ­ზე ლა­მა­ზი განა ბევ­რი რა­მეა?!

გი­ნა­ხავთ, რო­გორ დგე­ბა ფეხ­ზე ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი კვი­ცი? მყარს შე­იგ­რძნობს თუ არა, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დავს, მო­ა­ტა­რებს ლა­მაზ კი­სერს, შე­ი­კე­ცავს წინა ფე­ხებს, წა­მო­ი­მარ­თე­ბა და... მერე მიქ­რის და მიქ­რის! შევ­ყუ­რებ ლი­სის ტბის ფერ­დო­ბებ­ზე (იპოდ­რო­მი 2007 წლის შემ­დეგ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნეს) გა­ფან­ტულ ცხე­ნებს და შო­რი­დან ვზვე­რავ, მათ შო­რის ლურ­ჯა რო­მე­ლია.

- ლურ­ჯა ის არის, მე­წი­ნა­ვე... თეთ­რი, მუქ-მო­ნაც­რის­ფრო ხა­ლე­ბი­ა­ნი. ეს ხა­ლე­ბი მზე რომ და­ხე­დავს, მო­ლურ­ჯო იერს იღებს და იმი­ტო­მაც ეძა­ხი­ან ლურ­ჯას, მე­უბ­ნე­ბა დი­დიმ ჯა­ფა­რი­ძე და ბე­და­ურს თვალს არ აშო­რებს, - უყუ­რე, რა ლა­ღია, ტვირ­თის და­დე­ბას ამას ვინ აკად­რებს! მერე კი მო­ახ­ლო­ე­ბულ მხე­დარს აღ­ვირს არ­თმევს, - ცხე­ნე­ბის ამ­ბებს ჩემ­ზე კარ­გად ეს კაცი, გოგა ქობ­ლი­ა­ნი­ძე მო­გიყ­ვე­ბა. ამას ცხე­ნის სიყ­ვა­რულ­მა ექი­მო­ბა უნა­გირ­ზე გა­აც­ვლე­ვი­ნა. რო­გორც ნარ­ბენ ბავ­შვს ოფლი უნდა შე­უმშრა­ლო, რომ არ გა­ცივ­დეს, ნარ­ბე­ნი ცხე­ნიც უნდა გა­ა­ტარ-გა­მო­ა­ტა­რო ოფ­ლის შე­საშ­რო­ბა­დო, - და ცხენს ჯერ დი­დი­მი ეფე­რე­ბა, მერე გოგა...

- გოგა, ისე ეხუ­ტე­ბი ცხენს, თით­ქოს მარ­თლა ბავ­შვი იყოს.

- იმი­ტომ, რომ ცხენს სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვი­ვით სჭირ­დე­ბა. ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­ზე მე­ტად გრძნობს რო­გორ გიყ­ვარს. თავ­ლა­ში რომ შე­ვალ, ფლოქ­ვე­ბის ცე­მით მე­სალ­მე­ბი­ან.

- ახალ მთავ­რო­ბა­ში ვის ჰყავს ცხე­ნი?

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. აჩუ­ქეს.

ჩემი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჟო­კე­იმ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცხე­ნი არაფ­რით არ მაჩ­ვე­ნა, - ეწყი­ნე­ბაო. ვერც მის მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ვაძ­ვრე­ვი­ნე კრინ­ტი. თუმ­ცა იპოდ­რო­მი­დან გა­მოს­ვლი­სას შემ­თხვე­ვით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცხე­ნის მე­ჯი­ნი­ბე, მარ­ნე­უ­ლე­ლი ის­მა­ი­ლი შემ­ხვდა. შენ მა­ინც მი­თხა­რი, ღა­რი­ბაშ­ვილს რო­გო­რი ცხე­ნი ჰყავს-მეთ­ქი? და არ დამ­ზარ­და: - ბევ­რი რამ აქვს სას­წავ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლი­სო!

აი, ასე - ადა­მი­ა­ნებ­ში სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეა. ჩვენ­თვის კი მთა­ვა­რი ის არის, ჩვენ­მა პრე­მი­ერ­მაც ის­წავ­ლოს, რო­გორ გაგ­ვაქ­რო­ლოს იმ ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის­კენ, სა­ი­თაც წლე­ბია მივ­ჩაქჩა­ქებთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"

"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"

2014 წელი ცხენის წელიწადია და ბედნიერება რომ მოგიტანოს, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გედგას ციცქნა ცხენის ფიგურა. იმედია იღბალს მოიტანს, თანაც ბუნებაში ცხენზე ლამაზი განა ბევრი რამეა?!

გინახავთ, როგორ დგება ფეხზე ახალდაბადებული კვიცი? მყარს შეიგრძნობს თუ არა, მიიხედ-მოიხედავს, მოატარებს ლამაზ კისერს, შეიკეცავს წინა ფეხებს, წამოიმართება და... მერე მიქრის და მიქრის! შევყურებ ლისის ტბის ფერდობებზე (იპოდრომი 2007 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე გადაიტანეს) გაფანტულ ცხენებს და შორიდან ვზვერავ, მათ შორის ლურჯა რომელია.

- ლურჯა ის არის, მეწინავე... თეთრი, მუქ-მონაცრისფრო ხალებიანი. ეს ხალები მზე რომ დახედავს, მოლურჯო იერს იღებს და იმიტომაც ეძახიან ლურჯას, მეუბნება დიდიმ ჯაფარიძე და ბედაურს თვალს არ აშორებს, - უყურე, რა ლაღია, ტვირთის დადებას ამას ვინ აკადრებს! მერე კი მოახლოებულ მხედარს აღვირს ართმევს, - ცხენების ამბებს ჩემზე კარგად ეს კაცი, გოგა ქობლიანიძე მოგიყვება. ამას ცხენის სიყვარულმა ექიმობა უნაგირზე გააცვლევინა. როგორც ნარბენ ბავშვს ოფლი უნდა შეუმშრალო, რომ არ გაცივდეს, ნარბენი ცხენიც უნდა გაატარ-გამოატარო ოფლის შესაშრობადო, - და ცხენს ჯერ დიდიმი ეფერება, მერე გოგა...

- გოგა, ისე ეხუტები ცხენს, თითქოს მართლა ბავშვი იყოს.

- იმიტომ, რომ ცხენს სიყვარული ბავშვივით სჭირდება. ზოგჯერ ადამიანზე მეტად გრძნობს როგორ გიყვარს. თავლაში რომ შევალ, ფლოქვების ცემით მესალმებიან.

- ახალ მთავრობაში ვის ჰყავს ცხენი?

- ირაკლი ღარიბაშვილს. აჩუქეს.

ჩემი თხოვნის მიუხედავად, ჟოკეიმ პრემიერ-მინისტრის ცხენი არაფრით არ მაჩვენა, - ეწყინებაო. ვერც მის მონაცემებზე დავაძვრევინე კრინტი. თუმცა იპოდრომიდან გამოსვლისას შემთხვევით პრემიერ-მინისტრის ცხენის მეჯინიბე, მარნეულელი ისმაილი შემხვდა. შენ მაინც მითხარი, ღარიბაშვილს როგორი ცხენი ჰყავს-მეთქი? და არ დამზარდა: - ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ აუცილებლად ისწავლისო!

აი, ასე - ადამიანებში სწავლა სიბერემდეა. ჩვენთვის კი მთავარი ის არის, ჩვენმა პრემიერმაც ისწავლოს, როგორ გაგვაქროლოს იმ ბედნიერი მომავლისკენ, საითაც წლებია მივჩაქჩაქებთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია