პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აუხდათ ოცნება ქეთი ხატიაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს - წლის წარმატებული ადამიანები
როგორ აუხდათ ოცნება ქეთი ხატიაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს - წლის წარმატებული ადამიანები

მათ ცხოვ­რე­ბა­ში 2013 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისე აღ­მოჩ­ნდნენ, რომ ვარ­სკვლა­ვი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არც ერთი არ ყო­ფი­ლა. ერთი ტან­მო­ვარ­ჯი­შე გახ­ლავთ, მე­ო­რე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, მაგ­რამ მათ შეძ­ლეს ის, რაც შოუს უძ­ლი­ე­რეს­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვერა - ერ­თმა­ნეთს ფი­ნალ­ში შეხ­ვდნენ და წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ. სა­უ­ბა­რია თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვილ­სა და ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­ზე. გო­გო­ნებს ფი­ნა­ლამ­დე შევ­ხვდი და ისი­ნი რუბ­რი­კა­ში "ჟურ­ნა­ლის­ტის როლ­ში" მო­ვიწ­ვიე...

ჟურ­ნა­ლის­ტი - თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი

რეს­პონ­დენ­ტი - ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი

- ქეთი, ახალ წელს რო­გორ ხვდე­ბი ხოლ­მე? ოჯახ­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია ხომ არ გაქვთ?

- 31 დე­კემ­ბე­რი რომ თენ­დე­ბა, ვცდი­ლობთ, დღე ხა­ლი­სი­ა­ნად და­ვი­წყოთ და ოჯახ­ში მუდ­მი­ვად ფუს­ფუ­სია. ვამ­ზა­დებ რამ­დე­ნი­მე კერძს, დიდ სუფ­რას არ ვშლი. ახალ წელს სახ­ლში ვხვდე­ბით და მერე შე­იძ­ლე­ბა, სად­მე გა­ვი­დეთ...

- 2013 წელს გა­მორ­ჩე­უ­ლი 31 დე­კემ­ბე­რი გექ­ნე­ბა, - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ფი­ნა­ლურ შო­უ­ში უნდა იცეკ­ვო... ეს წელი შენ­თვის მგო­ნი, ზღა­პარს ჰგავ­და... ეს პრო­ექ­ტი კი­დევ რით და­გა­მახ­სოვ­რდე­ბა?

- გა­სუ­ლი წელი ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მინ­და, რომ შემ­დე­გი წე­ლიც ასე­თი­ვე იყოს. თუმ­ცა, აქამ­დე მიღ­წე­უ­ლი­თაც კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამ პრო­ექ­ტმა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შემ­მა­ტა, მე­ტად გა­ბე­დუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლიც გავ­ხდი. კვი­რა­ში ერთი ცეკ­ვა მქონ­და ხოლ­მე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და დროს ისე ვა­ნა­წი­ლებ­დი, პრობ­ლე­მა რომ წარ­მა­ტე­ბით და­მეძ­ლია. ასე რომ, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლიც გავ­ხდი...

- რო­გორც ვიცი, 2013 წელი შენი წე­ლი­წა­დი იყო, რად­გა­ნაც გვე­ლის წელ­ში ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი...

- კი და თან, ამ წე­ლი­წად­ში "ოქ­როს" და­ბა­დე­ბის დღეც მქონ­და. 24 მარტს 24 წლის გავ­ხდი...

- ისე, 2014 წელი (ცხე­ნის წე­ლი­წა­დი) ჩემი წე­ლია. 8 თე­ბერ­ვალს მეც 24 წლის ვხდე­ბი. ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა კი ჩემს მე­უღ­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი, 26 დე­კემ­ბერს იყო ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი და იმ დღეს 26 წლის გახ­და, "ოქ­როს" და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რად და­ემ­თხვა... მი­მაჩ­ნია, რომ ორი­ვემ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ მხა­რი მა­ინც დაგ­ვი­ჭი­რეს, რაც ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა... მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად მოხ­და. სულ იმას ვამ­ბობ­დი, მე თუ არა, ფი­ნალ­ში ქეთი მა­ინც მინ­და, ვი­ხი­ლო-მეთ­ქი.

- მე კი ფი­ნალ­ში შენ გხე­დავ­დი...

- ქეთი, შენ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" რო­გორც "ხალ­ხის რჩე­უ­ლი", მე-13 მო­ნა­წი­ლე, ისე მო­ევ­ლი­ნე და ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­ა­მარ­თლე, იმა­ზე მე­ტა­დაც კი, ვიდ­რე ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ყვე­ლა ტურ­ში შე­ძე­ლი, თავი კარ­გად წარ­მო­გე­ჩი­ნა, მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბო­დი, შენი ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შენ რო­მე­ლი ცეკ­ვა მი­გაჩ­ნია?

- მიყ­ვარს სახ­ლში კე­დელ­ზე ფო­ტო­ე­ბის ჩა­მო­კი­დე­ბა. ახა­ლი წლი­დან კი ჩარ­ჩო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩავ­სვა კად­რი, რო­მე­ლიც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ტურ­ში" ვი­ცეკ­ვე - "ცეკ­ვა ხან­ჯლუ­რი", ასე­ვე კად­რი იმ "ჩა-ჩა-ჩა­დან", რო­მე­ლიც გველ­თან ერ­თად ვი­ცეკ­ვე და ეპი­ზო­დი მი­უ­ზიკ­ლი­დან - "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი". თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იყო. ამ ბოლო ცეკ­ვა­ში თავი მარ­თლა ეს­მე­რალ­და მე­გო­ნა...

- გვე­ლის წელი რომ დად­გა, თუ იფიქ­რებ­დი, რომ 2013 წელს დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დი?

- ანას­ტა­სია რომ გა­ვა­ჩი­ნე, ცოტა ხანს ყვე­ლა­ფერს მოვ­წყდი... 2013 წელი რომ დად­გა, ვთქვი, მოდი, ჩემს ორ­წლი­ან ჩა­მორ­ჩე­ნას დავძლევ-მეთ­ქი და გა­ვაქ­ტი­ურ­დი; ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა, მერე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვემ­გზავ­რე და გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და, რად­გან მე-13 მო­ნა­წი­ლე­ზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და... მოკ­ლედ, ვცა­დე და გა­მი­მარ­თლა... გა­სულ წელს რაც ვცა­დე, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და.

- მე-13 მო­ნა­წი­ლე რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამან თუ და­გაფრ­თხო?

- არა, 13 რი­ცხვი კარ­გად მაქვს დაც­დი­ლი...

- ჩემ­თვის 2 რი­ცხვია საყ­ვა­რე­ლი. ჰოდა, ჩვე­ნი წყვი­ლის ნომ­რად 112 რომ ამო­მი­ვი­და, გა­მი­ხარ­და და კარ­გა­დაც მე­ნიშ­ნა. მა­შინ­ვე ვთქვი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... კონ­კურსს მიღ­მა რომ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით, რო­გორ გგო­ნია, ფი­ნალ­ში ვინ იცეკ­ვებ­და? ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი ვინ იქ­ნე­ბო­და?

- თა­ვი­დან ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და და ასეც არის, რომ ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბი ისე გა­მოგ­დის, რომ ბა­და­ლი არ გყავს... პეტო (ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი) ისეთ შო­უ­ებს აწყობ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მაგ­რამ კონ­კურ­სი­დან წა­ვი­და. კარ­გად ცეკ­ვავ­და იუ­ლია... ფი­ნალ­ში შენ რომ დარ­ჩი, მი­მაჩ­ნია, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა...

- მად­ლო­ბა.

- ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ეს გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის წას­ვლას და­ემ­თხვა და თავს იმის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან მეხ­ტუ­ნა­ვა, რად­გა­ნაც გი­ორ­გი­ზე მწყდე­ბო­და გული...

- გი­ორ­გის წას­ვლა მეც მე­წყი­ნა. ბო­ლოს ყვე­ლა­ნი ისე შე­ვი­კა­რით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ისე­ვე დაგ­წყდე­ბო­დათ გული, რო­გორც - მე. ქეთი, გი­სურ­ვებ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას, თუმ­ცა ვფიქ­რობ, უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ, რად­გა­ნაც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ და ეს პრო­ექ­ტი შე­ნია. შენი წე­ლია და ბოლო წერ­ტი­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად უნდა დას­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტი - ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი

რეს­პონ­დენ­ტი - თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი

- თაკო, რო­გორ მოხ­ვდი ამ პრო­ექ­ტში? მა­შინ­ვე და­თან­ხმდი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის წი­ნა­და­დე­ბას?

- "იმედ­ზე" ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სხვე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდით. თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი წი­ნა­და­დე­ბა იყო. მა­შინ­ვე არ დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ, აზრი მე­უღ­ლეს ვკი­თხე, გა­მი­ხარ­და, რომ მხა­რი და­მი­ჭი­რა, რად­გა­ნაც ცეკ­ვა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, როცა ქარ­თულ ცეკ­ვებს ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი... ასე რომ, რე­ზის თან­ხმო­ბა ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს და ან­გა­რიშს უწევს იმას, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე რომ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ნოეს თან­ხმო­ბა მა­ლე­ვე ვუ­თხა­რი.

- ალ­ბათ თა­ვი­დან ყვე­ლამ შოკი მი­ი­ღო, რო­დე­საც შენი ცეკ­ვა ნა­ხეს. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ, გოჩა ჩერ­ტკო­ევ­მა, შენს პარტნი­ორს, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­ცეკ­ვა­ვე, გაგა თო­დუ­ას უთხრა, შე­გიძ­ლია, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში გა­და­იყ­ვა­ნოო...

- ასე­თი შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის მო­ულოდ­ნე­ლი იყო, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ქარ­თულს ვცეკ­ვავ­დი... იმის მერე ძნე­ლია, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე გა­დარ­თვა. თან, გაგა ძლი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვეა... დე­და­ჩე­მი ჩემ­ზე კი ამ­ბობს, - თაკო მაქ­სი­მა­ლის­ტია და რა­საც ხელს მოჰ­კი­დებს, ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე აკე­თებ­სო, მაგ­რამ ვიცი, ბო­ლომ­დე მა­საც არ სჯე­რო­და, რომ ამ­დენს შევ­ძლებ­დი.

- ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნი­სა და შეხ­ვედ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე...

- მე და დედა ყო­ველ­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ყიდ­ლებ­ზე მივ­დი­ვართ. ნაძ­ვის ხეს ერ­თად ვრთავთ, ორი­ვე ვგიჟ­დე­ბით ამა­ზე. მაგ­რამ 2013 წელს ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას გა­და­ვა­ბა­რე, რად­გან სრუ­ლი­ად სხვა რე­ჟიმ­ში მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა... ახა­ლი წლის პირ­ველ დღე­ებ­ში ახლა მე და ჩემი ქმა­რი სად­მე წა­ვალთ, რომ ის რამ­დე­ნი­მე დღე და­ვის­ვე­ნო და სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­ვიქ­მნა. ჟრი­ა­მულს ეს მირ­ჩევ­ნია, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე...

- მე რომ არა, ფი­ნალ­ში ვის­თან ერ­თად ისურ­ვებ­დი ყოფ­ნას?

- ვის­თა­ნაც მინ­დო­და, იმას­თან ერ­თად დავ­რჩი. სუს­ტი კონ­კურ­სან­ტის გვერ­დით რომ დავ­მდგა­რი­ყა­ვი, არ გა­მი­ხარ­დე­ბო­და. ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ პრო­ექ­ტმა არ გა­ა­მარ­თლა... ასეთ შო­უ­ში ძლი­ე­რი უნდა გა­დი­ო­დეს... პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე მომ­წონ­და, კარ­გად ცეკ­ვავ­და და ადრე გა­ვარ­და... იმის შემ­დეგ იყა­ვი შენ.

- ჩემი წელი მო­დი­სო, - აღ­ნიშ­ნე. რა­ი­მეს ხომ არ გეგ­მავ ცხე­ნის წე­ლი­წად­ში?

- რო­დე­საც და­ი­წყო ეს პრო­ექ­ტი, არა­ნა­ი­რი გათ­ვლა არ მქო­ნია. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. ჩემს თავს ფი­ნალ­ში ვერ ვხე­დავ­დი, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნდა, რომ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი იყ­ვნენ... ასე რომ, წი­ნას­წარ არა­ფერს ვგეგ­მავ... ერთი ვიცი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა (კარ­გიც და ცუ­დიც), ჩემ­თვის ხდე­ბა და იმი­ტომ, რომ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

- ცეკ­ვის გარ­და კი­დევ რა გიყ­ვარს?

- ჩემი საქ­მე. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ვამ­ბობ, რომ ის ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. ბოლო ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ჩემი სახ­ლი სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი გახ­და. "იმე­დის" გა­რე­შე ვე­რას­დროს ვი­ცხოვ­რებ, რად­გა­ნაც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა.

- მეც მინ­და ვთქვა, რომ ამ პრო­ექ­ტმა იმა­ზე მეტი მომ­ცა, ვიდ­რე ვე­ლო­დი. ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მად­ლო­ბას ვუხ­დი. მინ­და, ყვე­ლას ოჯახ­ში ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი მო­სუ­ლი­ყოს. ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა! მად­ლო­ბა ასე­ვე ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს. მისი იდეა რომ არა, აქ მე არ ვიქ­ნე­ბო­დი...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ აუხდათ ოცნება ქეთი ხატიაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს - წლის წარმატებული ადამიანები

როგორ აუხდათ ოცნება ქეთი ხატიაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს - წლის წარმატებული ადამიანები

მათ ცხოვრებაში 2013 წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი პოპულარული პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეები ისე აღმოჩნდნენ, რომ ვარსკვლავი და საზოგადოებისთვის ცნობილი არც ერთი არ ყოფილა. ერთი ტანმოვარჯიშე გახლავთ, მეორე, როგორც თვითონ ამბობს, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი, მაგრამ მათ შეძლეს ის, რაც შოუს უძლიერესმა მონაწილეებმა ვერა - ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და წლის წარმატებული ადამიანები გახდნენ. საუბარია თაკო ჩორგოლაშვილსა და ქეთი ხატიაშვილზე. გოგონებს ფინალამდე შევხვდი და ისინი რუბრიკაში "ჟურნალისტის როლში" მოვიწვიე...

ჟურნალისტი - თაკო ჩორგოლაშვილი

რესპონდენტი - ქეთი ხატიაშვილი

- ქეთი, ახალ წელს როგორ ხვდები ხოლმე? ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

- 31 დეკემბერი რომ თენდება, ვცდილობთ, დღე ხალისიანად დავიწყოთ და ოჯახში მუდმივად ფუსფუსია. ვამზადებ რამდენიმე კერძს, დიდ სუფრას არ ვშლი. ახალ წელს სახლში ვხვდებით და მერე შეიძლება, სადმე გავიდეთ...

- 2013 წელს გამორჩეული 31 დეკემბერი გექნება, - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ფინალურ შოუში უნდა იცეკვო... ეს წელი შენთვის მგონი, ზღაპარს ჰგავდა... ეს პროექტი კიდევ რით დაგამახსოვრდება?

- გასული წელი ჩემთვის სრულიად განსხვავებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მინდა, რომ შემდეგი წელიც ასეთივე იყოს. თუმცა, აქამდე მიღწეულითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ამ პროექტმა თავდაჯერებულობა შემმატა, მეტად გაბედული და მიზანდასახულიც გავხდი. კვირაში ერთი ცეკვა მქონდა ხოლმე მოსამზადებელი და დროს ისე ვანაწილებდი, პრობლემა რომ წარმატებით დამეძლია. ასე რომ, მობილიზებულიც გავხდი...

- როგორც ვიცი, 2013 წელი შენი წელიწადი იყო, რადგანაც გველის წელში ხარ დაბადებული...

- კი და თან, ამ წელიწადში "ოქროს" დაბადების დღეც მქონდა. 24 მარტს 24 წლის გავხდი...

- ისე, 2014 წელი (ცხენის წელიწადი) ჩემი წელია. 8 თებერვალს მეც 24 წლის ვხდები. ფინალში გადასვლა კი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, 26 დეკემბერს იყო ნახევარფინალი და იმ დღეს 26 წლის გახდა, "ოქროს" დაბადების დღე ჰქონდა. ყველაფერი რაღაც სიმბოლურად დაემთხვა... მიმაჩნია, რომ ორივემ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ხალხისთვის ძალიან ცნობილი სახეები არ ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მხარი მაინც დაგვიჭირეს, რაც ძალზე სასიხარულოა... მიმაჩნია, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. სულ იმას ვამბობდი, მე თუ არა, ფინალში ქეთი მაინც მინდა, ვიხილო-მეთქი.

- მე კი ფინალში შენ გხედავდი...

- ქეთი, შენ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" როგორც "ხალხის რჩეული", მე-13 მონაწილე, ისე მოევლინე და ყველანაირად გაამართლე, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ყველა ტურში შეძელი, თავი კარგად წარმოგეჩინა, მაქსიმალურად იხარჯებოდი, შენი ყოველი გამოსვლა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. განსაკუთრებულად შენ რომელი ცეკვა მიგაჩნია?

- მიყვარს სახლში კედელზე ფოტოების ჩამოკიდება. ახალი წლიდან კი ჩარჩოში აუცილებლად უნდა ჩავსვა კადრი, რომელიც "სუხიშვილების ტურში" ვიცეკვე - "ცეკვა ხანჯლური", ასევე კადრი იმ "ჩა-ჩა-ჩადან", რომელიც გველთან ერთად ვიცეკვე და ეპიზოდი მიუზიკლიდან - "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". თითოეული ძალიან რთული შესასრულებელი იყო. ამ ბოლო ცეკვაში თავი მართლა ესმერალდა მეგონა...

- გველის წელი რომ დადგა, თუ იფიქრებდი, რომ 2013 წელს დიდ წარმატებას მიაღწევდი?

- ანასტასია რომ გავაჩინე, ცოტა ხანს ყველაფერს მოვწყდი... 2013 წელი რომ დადგა, ვთქვი, მოდი, ჩემს ორწლიან ჩამორჩენას დავძლევ-მეთქი და გავაქტიურდი; ავიღე მართვის მოწმობა, მერე ჩემს საქმიანობაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გავემგზავრე და გამოცდები ჩავაბარე. მოგვიანებით გავიგე, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შანსი შეიძლებოდა მქონოდა, რადგან მე-13 მონაწილეზე კონკურსი გამოცხადდა... მოკლედ, ვცადე და გამიმართლა... გასულ წელს რაც ვცადე, ყველაფერი გამომივიდა.

- მე-13 მონაწილე რომ უნდა ყოფილიყავი, ამან თუ დაგაფრთხო?

- არა, 13 რიცხვი კარგად მაქვს დაცდილი...

- ჩემთვის 2 რიცხვია საყვარელი. ჰოდა, ჩვენი წყვილის ნომრად 112 რომ ამომივიდა, გამიხარდა და კარგადაც მენიშნა. მაშინვე ვთქვი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... კონკურსს მიღმა რომ აღმოვჩენილიყავით, როგორ გგონია, ფინალში ვინ იცეკვებდა? ყველაზე ღირსეული ვინ იქნებოდა?

- თავიდან ყველა აღნიშნავდა და ასეც არის, რომ ევროპული ცეკვები ისე გამოგდის, რომ ბადალი არ გყავს... პეტო (ნოდარ გურგენაშვილი) ისეთ შოუებს აწყობდა, რომელიც ძალიან მომწონდა, მაგრამ კონკურსიდან წავიდა. კარგად ცეკვავდა იულია... ფინალში შენ რომ დარჩი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვე­ტილებაა...

- მადლობა.

- ფინალში გადასვლა კი გამიხარდა, მაგრამ ეს გიორგი ყიფშიძის წასვლას დაემთხვა და თავს იმის უფლებას არ ვაძლევდი, რომ სიხარულისგან მეხტუნავა, რადგანაც გიორგიზე მწყდებოდა გული...

- გიორგის წასვლა მეც მეწყინა. ბოლოს ყველანი ისე შევიკარით, დარწმუნებული ვარ, მე რომ წავსულიყავი, ისევე დაგწყდებოდათ გული, როგორც - მე. ქეთი, გისურვებ საბოლოო გამარჯვებას, თუმცა ვფიქრობ, უკვე გამარჯვებული ხარ, რადგანაც ხალხის რჩეული ხარ და ეს პროექტი შენია. შენი წელია და ბოლო წერტილიც წარმატებულად უნდა დასვა.

ჟურნალისტი - ქეთი ხატიაშვილი

რესპონდენტი - თაკო ჩორგოლაშვილი

- თაკო, როგორ მოხვდი ამ პრო­ექტში? მაშინვე დათანხმდი ნოე სულაბერიძის წინადადებას?

- "იმედზე" ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი გახლდით. თან, აბსოლუტურად მოულოდნელი წინადადება იყო. მაშინვე არ დავთანხმებულვარ, აზრი მეუღლეს ვკითხე, გამიხარდა, რომ მხარი დამიჭირა, რადგანაც ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა ქართულ ცეკვებს ანსამბლში ვცეკვავდი... ასე რომ, რეზის თანხმობა ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. ის ყოველთვის ითვალისწინებს და ანგარიშს უწევს იმას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, პროექტში მონაწილეობაზე ნოეს თანხმობა მალევე ვუთხარი.

- ალბათ თავიდან ყველამ შოკი მიიღო, როდესაც შენი ცეკვა ნახეს. პროფესიონალმა მოცეკვავემ, გოჩა ჩერტკოევმა, შენს პარტნიორს, ასევე პროფესიონალ მოცეკვავე, გაგა თოდუას უთხრა, შეგიძლია, სამეჯლისო ცეკვებში გადაიყვანოო...

- ასეთი შეფასება ჩემთვის მო­ულოდნელი იყო, რადგანაც ბავშვობიდან ქართულს ვცეკვავდი... იმის მერე ძნელია, სამეჯლისო ცეკვებზე გადართვა. თან, გაგა ძლიერი მოცეკვავეა... დედაჩემი ჩემზე კი ამბობს, - თაკო მაქსიმალისტია და რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს ბოლომდე აკეთებსო, მაგრამ ვიცი, ბოლომდე მასაც არ სჯეროდა, რომ ამდენს შევძლებდი.

- ახალი წლის აღნიშვნისა და შეხვედრის ტრადიციებზე მელაპარაკე...

- მე და დედა ყოველთვის საახალწლო საყიდლებზე მივდივართ. ნაძვის ხეს ერთად ვრთავთ, ორივე ვგიჟდებით ამაზე. მაგრამ 2013 წელს ეს ყველაფერი დედას გადავაბარე, რადგან სრულიად სხვა რეჟიმში მიწევდა ცხოვრება... ახალი წლის პირველ დღეებში ახლა მე და ჩემი ქმარი სადმე წავალთ, რომ ის რამდენიმე დღე დავისვენო და საახალწლო განწყობილება შევიქმნა. ჟრიამულს ეს მირჩევნია, ძალიან დავიღალე...

- მე რომ არა, ფინალში ვისთან ერთად ისურვებდი ყოფნას?

- ვისთანაც მინდოდა, იმასთან ერთად დავრჩი. სუსტი კონკურსანტის გვერდით რომ დავმდგარიყავი, არ გამიხარდებოდა. ვიფიქრებდი, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა... ასეთ შოუში ძლიერი უნდა გადიოდეს... პირველივე დღიდან იულია ქავთარაძე მომწონდა, კარგად ცეკვავდა და ადრე გავარდა... იმის შემდეგ იყავი შენ.

- ჩემი წელი მოდისო, - აღნიშნე. რაიმეს ხომ არ გეგმავ ცხენის წელიწადში?

- როდესაც დაიწყო ეს პროექტი, არანაირი გათვლა არ მქონია. ყველაფერი თავისით მოხდა. ჩემს თავს ფინალში ვერ ვხედავდი, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ძლიერი კონკურენტები იყვნენ... ასე რომ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ... ერთი ვიცი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება (კარგიც და ცუდიც), ჩემთვის ხდება და იმიტომ, რომ ასე უნდა მომხდარიყო.

- ცეკვის გარდა კიდევ რა გიყვარს?

- ჩემი საქმე. ტელევიზიაზე ვამბობ, რომ ის ჩემი მეორე სახლია. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კი ჩემი სახლი სარეპეტიციო დარბაზი გახდა. "იმედის" გარეშე ვერასდროს ვიცხოვრებ, რადგანაც ჟურნალისტობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა.

- მეც მინდა ვთქვა, რომ ამ პრო­ექტმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი. ჩემს გულშემატკივრებს ჟურნალის საშუალებით მადლობას ვუხდი. მინდა, ყველას ოჯახში ბედნიერი და წარმატებული წელი მოსულიყოს. ოცნებები ხდება! მადლობა ასევე ნოე სულაბერიძეს. მისი იდეა რომ არა, აქ მე არ ვიქნებოდი...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება