მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა
სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა 2014 წლის 1-ელი იან­ვრი­დან გა­ნა­ხევ­რდა. 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბის 100 ლა­რი­დან 50 ლა­რამ­დე შემ­ცი­რე­ბას, ხოლო სა­უ­რა­ვის ოდე­ნო­ბის 500-დან 150 ლა­რამ­დე და­წე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

1-ელი იან­ვრი­დან ასე­ვე გა­ნა­ხევ­რდა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის და მას­ზე და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თვის მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ვა­დე­ბი. კერ­ძოდ, 1 წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა იც­ვლე­ბა ექ­ვსი თვით, ხოლო 2 წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა - 1 წლის ვა­დით.

გარ­და ამი­სა, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" აქამ­დე მოქ­მე­დი ნორ­მის მი­ხედ­ვით, ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, 1 წლის ვა­დით ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის პირს 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა უნდა გა­და­ე­ხა­და, ხოლო 2 წლის ვა­დით ჩა­მორ­თმე­ვის შემ­თხვე­ვა­ში - 1500 ლარი. კა­ნო­ნის ეს ნა­წი­ლიც შე­იც­ვა­ლა - 6 თვის ვა­დით ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მით, ხოლო მარ­თვის უფ­ლე­ბის ერთი წლის ვა­დით ჩა­მორ­თმე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მით.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა 2014 წლის 1-ელი იანვრიდან განახევრდა. 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო საურავის ოდენობის 500-დან 150 ლარამდე დაწევას ითვალისწინებს.

1-ელი იანვრიდან ასევე განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები. კერძოდ, 1 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა იცვლება ექვსი თვით, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა - 1 წლის ვადით.

გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო, 1 წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის პირს 1000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხოლო 2 წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში - 1500 ლარი. კანონის ეს ნაწილიც შეიცვალა - 6 თვის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების დადგენილება შეიცვალა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა