მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრა­ლი სან­ტა-­კლა­უ­სი სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნურ ბი­ზ­ნესს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სან­ტა-­კლა­უ­სე­ბი­სა თუ თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერ­თ-ერთ ასეთ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­თაც სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ე­ბი გა­იხ­სე­ნეს.

ვა­სო (21 წლის): - ერ­თ-ერთ სკო­ლა­ში, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით, ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ცუ­დად გა­ნე­წყო ჩვენს მი­მართ და და­ას­კვნა, რომ ბავ­შვებს ვერ ვარ­თობ­დით. ჩვენ გვაქვს თა­მა­ში, რო­მელ­საც "თო­კის გა­და­ქაჩ­ვა" ჰქვი­ა, ფიფ­ქია და გო­გო­ე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან სან­ტა­სა და ბი­ჭებს. სა­ნამ ბავ­შვებს თა­მა­შის წე­სებს ვუხ­სნი­დი, ამ გაბ­რა­ზე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თო­კის მთე­ლი ძა­ლით გა­ქაჩ­ვა და­იწყო და მეც მი­მათ­რევ­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თოკს ექა­ჩე­ბა და სან­ტა, რო­მე­ლიც წაქ­ცე­ვის პი­რა­საა და ყვი­რის - რას შვრე­ბი­თ? მი­პა­სუ­ხა - თქვენ ვერ არ­თობთ და მე მა­ინც გა­ვარ­თობ ბავ­შვებ­სო. ბო­ლოს ზღარ­თა­ნი მო­ვა­დი­ნე და ბავ­შვებ­მაც ბევ­რი იცი­ნეს (ი­ცი­ნის).

გი­ორ­გი, 30 წლის: სან­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემს შვილს კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი არ გვაქვს. სა­ბა სა­მი წლის იყო და გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი წლის ღა­მეს მის­თვის სან­ტას მო­ე­ტა­ნა სა­ჩუ­ქა­რი. დავ­რე­კე ერ­თ-ერთ გა­სარ­თობ ცენ­ტრში და გა­მო­ვი­ძა­ხე. ჯერ ერ­თი, რომ არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლის ნა­ხევ­რის ნაც­ვლად ორის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვი­და ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე ბავ­შვთან, თა­ნაც, ნუ­ნუ­ას მოყ­ვა­რუ­ლიც ყო­ფი­ლა და გზა­დაგ­ზა კარ­გად გა­მომ­თვრა­ლა. შე­მო­ვი­და თუ არა, ისე არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბო­ხი ხმით აღ­რი­ალ­და, რომ ბავ­შვი და­ი­ძა­ბა, მე­რე უთხ­რა - ასე ნუ მი­ყუ­რებ, თო­რემ ცუ­დი კა­ცე­ბი შეგ­ჭა­მე­ნო და ამა­ზე სა­ბა გა­დაბ­ჟირ­და. მე და ჩე­მი ძმა­კა­ცე­ბი ისე გავ­ბრაზ­დით, რომ სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ, მოკ­ლედ, ახა­ლი წლის ღა­მეს სან­ტა "გავ­ტის­კეთ". მას შემ­დეგ ბავ­შვი სად­მე თოვ­ლის ბა­ბუას რომ გა­ი­გო­ნებს, ყვი­რის - თოვ­ლის ბა­ბუ არ მინ­და, არ მინ­და­ო.

ნი­კა, 25 წლის: რამ­დე­ნი­მე წე­ლი­ა, სან­ტად ვმუ­შა­ობ და ფიფ­ქი­ას­თან ერ­თად გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ. ახა­ლი წლის სა­ღა­მო კარ­გად იწყ­ე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­ა­თის მე­რე სა­მუ­შაო რთულ­დე­ბა, რად­გან ხალ­ხი თვრე­ბა და თავს ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. ხში­რად მთვრა­ლე­ბი რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, მხო­ლოდ ფიფ­ქი­ას გა­მო­ძა­ხე­ბა გვინ­და, სან­ტას გა­რე­შეო (ი­ცი­ნის). ასე­თებს, რა თქმა უნ­და, მა­შინ­ვე ვუ­თი­შავთ ტე­ლე­ფონს. თა­ვის­თა­ვად, ფიფ­ქი­ე­ბი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ხში­რად გვი­წევს მა­თი დაც­ვაც. ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის კუ­რი­ო­ზი ნამ­დვი­ლად არ არის. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლებს შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მო­ქე­ი­ფე ტი­პე­ბიც დაგ­ვხვდნენ და ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით. ერ­თ-ერ­თი ფიფ­ქი­ას მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობ­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ღვი­ნოს ძა­ლით მას­ხა­მდნენ პირ­ში, ამ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ვხე­დავ, რომ მთვრალ­მა მა­მა­კაც­მა ფიფ­ქია მე­ტის­მე­ტად შე­ა­წუ­ხა. რა თქმა უნ­და, ფი­ფ­ქი­ას დახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე, რა­საც შე­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ კი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა, სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა და იქი­დან გა­წე­წი­ლებ­მა ძლივს გა­მო­ვაღ­წი­ეთ. ასე რომ, სან­ტებს ხში­რად გვი­წევს მთვრა­ლი კა­ცე­ბის­გან ფი­ფ­ქი­ე­ბის დაც­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი კულ­ტუ­რის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა.

თბი­ლის­ში 2000-ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა

თბი­ლის­ში ნაძ­ვის ხის ფა­სე­ბი 14-15 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. და­თოვ­ლი­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კი - 500-700 ლა­რი ღირს. იყი­დე­ბა ათას­ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც, რო­მე­ლიც 3 მეტ­რის სი­მაღ­ლი­სა­ა. რო­გორც ერ­თ-ერ­თი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტმა გვითხ­რა, ქსელ­ში 4-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც აქვთ, რო­მელ­თა ფა­სი 2 ათა­სი ლა­რი­ა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად იყი­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე მსოფ­ლი­ო­ში

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე 2010 წელს აბუ-­და­ბის სას­ტუმ­რო Eმი­რა­ტეს Pა­ლა­ცე-­ში დად­გეს. მის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეს ოქ­როს, მარ­გა­ლი­ტის, ბრი­ლი­ან­ტის, სა­ფი­რო­ნი­სა და ზურ­მუხ­ტის სა­თა­მა­შო­ე­ბი. ნაძვს სა­თა­მა­შო­ე­ბის გარ­და სა­ა­თე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი და ყელ­სა­ბა­მე­ბი ამ­შვე­ნებ­და. ნაძ­ვის ხე 11 მლნ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მთვრა­ლი სან­ტა-­კლა­უ­სი სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ"

"მთვრა­ლი სან­ტა-­კლა­უ­სი სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნურ ბი­ზ­ნესს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სან­ტა-­კლა­უ­სე­ბი­სა თუ თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერ­თ-ერთ ასეთ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­თაც სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ე­ბი გა­იხ­სე­ნეს.

ვა­სო (21 წლის): - ერ­თ-ერთ სკო­ლა­ში, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზეზით, ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ცუ­დად გა­ნეწყო ჩვენს მი­მართ და და­ას­კვნა, რომ ბავ­შვებს ვერ ვარ­თობ­დით. ჩვენ გვაქვს თა­მა­ში, რო­მელ­საც "თო­კის გა­და­ქაჩ­ვა" ჰქვი­ა, ფიფ­ქია და გო­გო­ე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან სან­ტა­სა და ბი­ჭებს. სა­ნამ ბავ­შვებს თა­მა­შის წე­სებს ვუხ­სნი­დი, ამ გაბ­რა­ზე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თო­კის მთე­ლი ძა­ლით გა­ქაჩ­ვა და­იწყო და მეც მი­მათ­რევ­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თოკს ექა­ჩე­ბა და სან­ტა, რო­მე­ლიც წაქ­ცე­ვის პი­რა­საა და ყვი­რის - რას შვრე­ბი­თ? მი­პა­სუ­ხა - თქვენ ვერ არ­თობთ და მე მა­ინც გა­ვარ­თობ ბავ­შვებ­სო. ბო­ლოს ზღარ­თა­ნი მო­ვა­დი­ნე და ბავ­შვებ­მაც ბევ­რი იცი­ნეს (ი­ცი­ნის).

გი­ორ­გი, 30 წლის: სან­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემს შვილს კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი არ გვაქვს. სა­ბა სა­მი წლის იყო და გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი წლის ღა­მეს მის­თვის სან­ტას მო­ე­ტა­ნა სა­ჩუ­ქა­რი. დავ­რე­კე ერ­თ-ერთ გა­სარ­თობ ცენ­ტრში და გა­მო­ვი­ძა­ხე. ჯერ ერ­თი, რომ არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლის ნა­ხევ­რის ნაც­ვლად ორის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვი­და ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე ბავ­შვთან, თა­ნაც, ნუ­ნუ­ას მოყ­ვა­რუ­ლიც ყო­ფი­ლა და გზა­დაგ­ზა კარ­გად გა­მომ­თვრა­ლა. შე­მო­ვი­და თუ არა, ისე არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბო­ხი ხმით აღ­რი­ალ­და, რომ ბავ­შვი და­ი­ძა­ბა, მე­რე უთხ­რა - ასე ნუ მი­ყუ­რებ, თო­რემ ცუ­დი კა­ცე­ბი შეგ­ჭა­მე­ნო და ამა­ზე სა­ბა გა­დაბ­ჟირ­და. მე და ჩე­მი ძმა­კა­ცე­ბი ისე გავ­ბრაზ­დით, რომ სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ, მოკ­ლედ, ახა­ლი წლის ღა­მეს სან­ტა "გავ­ტის­კეთ". მას შემ­დეგ ბავ­შვი სად­მე თოვ­ლის ბა­ბუას რომ გა­ი­გო­ნებს, ყვი­რის - თოვ­ლის ბა­ბუ არ მინ­და, არ მინ­და­ო.

ნი­კა, 25 წლის: რამ­დე­ნი­მე წე­ლი­ა, სან­ტად ვმუ­შა­ობ და ფიფ­ქი­ას­თან ერ­თად გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ. ახა­ლი წლის სა­ღა­მო კარ­გად იწყ­ე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­ა­თის მე­რე სა­მუ­შაო რთულ­დე­ბა, რად­გან ხალ­ხი თვრე­ბა და თავს ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. ხში­რად მთვრა­ლე­ბი რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, მხო­ლოდ ფიფ­ქი­ას გა­მო­ძა­ხე­ბა გვინ­და, სან­ტას გა­რე­შეო (ი­ცი­ნის). ასე­თებს, რა თქმა უნ­და, მა­შინ­ვე ვუ­თი­შავთ ტე­ლე­ფონს. თა­ვის­თა­ვად, ფიფ­ქი­ე­ბი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ხში­რად გვი­წევს მა­თი დაც­ვაც. ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის კუ­რი­ო­ზი ნამ­დვი­ლად არ არის. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლებს შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მო­ქე­ი­ფე ტი­პე­ბიც დაგ­ვხვდნენ და ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით. ერ­თ-ერ­თი ფიფ­ქი­ას მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობ­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ღვი­ნოს ძა­ლით მას­ხა­მდნენ პირ­ში, ამ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ვხე­დავ, რომ მთვრალ­მა მა­მა­კაც­მა ფიფ­ქია მე­ტის­მე­ტად შე­ა­წუ­ხა. რა თქმა უნ­და, ფი­ფ­ქი­ას დახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე, რა­საც შე­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ კი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა, სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა და იქი­დან გა­წე­წი­ლებ­მა ძლივს გა­მო­ვაღ­წი­ეთ. ასე რომ, სან­ტებს ხში­რად გვი­წევს მთვრა­ლი კა­ცე­ბის­გან ფი­ფ­ქი­ე­ბის დაც­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი კულ­ტუ­რის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა.

თბი­ლის­ში 2000-ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა

თბი­ლის­ში ნაძ­ვის ხის ფა­სე­ბი 14-15 ლა­რიდან იწყ­ე­ბა. და­თოვ­ლი­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კი - 500-700 ლა­რი ღირს. იყი­დე­ბა ათას­ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც, რო­მე­ლიც 3 მეტ­რის სი­მაღ­ლი­სა­ა. რო­გორც ერ­თ-ერ­თი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტმა გვითხ­რა, ქსელ­ში 4-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც აქვთ, რო­მელ­თა ფა­სი 2 ათა­სი ლა­რი­ა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად იყი­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე მსოფ­ლი­ო­ში

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე 2010 წელს აბუ-­და­ბის სას­ტუმ­რო Eმი­რა­ტეს Pა­ლა­ცე-­ში დად­გეს. მის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეს ოქ­როს, მარ­გა­ლი­ტის, ბრი­ლი­ან­ტის, სა­ფი­რო­ნი­სა და ზურ­მუხ­ტის სა­თა­მა­შო­ე­ბი. ნაძვს სა­თა­მა­შო­ე­ბის გარ­და სა­ა­თე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი და ყელ­სა­ბა­მე­ბი ამ­შვე­ნებ­და. ნაძ­ვის ხე 11 მლნ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია