Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტომატური კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც იქნება შესაძლებელი
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტომატური კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც იქნება შესაძლებელი

მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა - 2014 წლის და­სა­წყი­სი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რო­გორც ავ­ტო­მა­ტურ, ისე მე­ქა­ნი­კურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ჩა­ა­ბა­როს.

იმ შემ­თხვე­ვა­ზე, თუ მო­ქა­ლა­ქე გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს ავ­ტო­მა­ტურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, მას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მარ­თოს მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მოც­დას მე­ქა­ნი­კურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ჩა­ა­ბა­რებს, მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა აქვს მარ­თოს რო­გორც ავ­ტო­მა­ტუ­რი, ასე­ვე მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი.

გარ­და ამი­სა, შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სის­ხლის ბანკთან ერ­თად სი­ახ­ლის და­ნერგვას გეგ­მავს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ში მი­ე­თი­თე­ბა მფლო­ბე­ლის სის­ხლის ჯგუ­ფი და რე­ზუ­სი.

სის­ხლის ბან­კის დახ­მა­რე­ბით, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბი­სას უფა­სოდ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თა­რი სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და რე­ზუ­სის შე­სა­ხებ, ხოლო დო­ნო­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ჩა­ი­ტა­რონ უფა­სო გა­მოკ­ვლე­ვა ოთხი სა­ხე­ო­ბის ვირუს­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტომატური კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც იქნება შესაძლებელი

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტომატური კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც იქნება შესაძლებელი

მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა - 2014 წლის დასაწყისიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს.

იმ შემთხვევაზე, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა, მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

გარდა ამისა, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად სიახლის დანერგვას გეგმავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი.

სისხლის ბანკის დახმარებით, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ ჩაიტარონ უფასო გამოკვლევა ოთხი სახეობის ვირუსზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია