მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება
 არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მძღო­ლე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით შეც­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ძა­ლა­ში ახა­ლი წლი­დან შე­დის.

2014 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შევა პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აგ­რეთ­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვი­სას ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ექ­ვსი თვის ვა­დით, 18 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის­თვის კი, მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას - ერთი წლის ვა­დით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან, მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის ვადა კი, ერთი წლით გა­ეზ­რდე­ბათ.

ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბა - 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

თუკი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ისე­თი პირი მარ­თავს, რო­მელ­საც მარ­თვის უფ­ლე­ბა არ აქვს, ან ეს უფ­ლე­ბა სხვა დარ­ღვე­ვე­ბის გამო აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი, გა­მო­იწ­ვევს მის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იმა­ვე ქმე­დე­ბის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბა - 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა სამი წლის ვა­დით შე­უ­ჩერ­დე­ბათ მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თა­ვენ. იგი­ვე სან­ქცია იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მათი მხრი­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბა­ზე თა­ვის არი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რი­სათ­ვის, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. 1000 ლა­რი­ან ჯა­რი­მას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, როცა ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ მძღოლს არ აქვს მარ­თვის უფ­ლე­ბა ან ეს უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს სხვა დარ­ღვე­ვე­ბის გამო.

გამ­კაცრ­და სან­ქცია არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მძო­ლე­ბის­თვის, როცა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა ქო­ნე­ბის, ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

 არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ფულადი ჯარიმების მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლას ითვალისწინებს, ძალაში ახალი წლიდან შედის.

2014 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სახდელდადებული მძღოლები 700 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, მართვის უფლების შეჩერების ვადა კი, ერთი წლით გაეზრდებათ.

ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორება - 1500 ლარის ოდენობით.

თუკი ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებას ისეთი პირი მართავს, რომელსაც მართვის უფლება არ აქვს, ან ეს უფლება სხვა დარღვევების გამო აქვს შეჩერებული, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორება - 1500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლის ვადით შეუჩერდებათ მძღოლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავენ. იგივე სანქცია იქნება გამოყენებული მათი მხრიდან ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე თავის არიდების შემთხვევაში.

ასევე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 1000 ლარიან ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული ქმედება, როცა ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფ მძღოლს არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევების გამო.

გამკაცრდა სანქცია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძოლებისთვის, როცა სატრანსპორტო საშუალების მართვას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ