საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი ჰაკერებმა გატეხეს. ჰაკერებმა პარლამენტის საიტზე "კეთილი სურვილები" დატოვეს. ინგლისურენოვანი ტექსტში ისინი წერენ, რომ "ვებ-უსაფრთხოება ძალიან სუსტია". Ambebi.ge გთავაზობთ ტექსტის თარგმანს.
"ჩვენ გვიყვარს ირანი
აქ იყო M4HDY4Ri77
ჩვენ არცერთი ხალხის მტრები არ ვართ, არც ამერიკელების.
გთხოვთ, შეაკეთეთ თქვენი ვებ-უსაფრთხოება, რადგანაც ძალიან სუსტია
Ashiyane ციფრული უსაფრთხოების გუნდი
მადლობა S . R. B და M4ST3R Omid
ID: Mahdyari77@att.net
თქვენი მონაცემთა ბაზა უსაფრთხოა."