მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება
 მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება

მძღო­ლის სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც გამ­კაც­რე­ბულ სან­ქცი­ებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, კა­ნო­ნით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი. ეს კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა, რო­მე­ლიც "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ჩა­ი­წე­რა და ძა­ლა­ში 2014 წლის 1-ელი იან­ვრი­დან შე­დის.

ამოქ­მედ­დე­ბა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" და­მა­ტე­ბუ­ლი მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა მძღო­ლის სის­ხლში 0,3 პრო­მი­ლე­ზე მეტი ოდე­ნო­ბით ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა.

ამას­თან, თუ ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ტეს­ტი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­მოვ­ლინ­და, მძღო­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, ტეს­ტი­რე­ბი­დან ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის ან სის­ხლის აღე­ბი­სა და მას­ში ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მძღოლს ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არ და­უდ­გინ­დე­ბა, იგი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. კა­ნონ­ში ჩა­ი­წე­რა ისიც, რომ მძღოლს უფ­ლე­ბა აქვს, დად­გე­ნი­ლი წე­სით მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს.

1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აგ­რეთ­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვი­სას ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ექ­ვსი თვის ვა­დით, 18 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის­თვის კი, მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას - ერთი წლის ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება

 მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება

მძღოლის სიმთვრალის ხარისხი, რომელიც გამკაცრებულ სანქციებს ექვემდებარება, კანონით იქნება განსაზღვრული. ეს კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩაიწერა და ძალაში 2014 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

ამოქმედდება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" დამატებული მუხლი, რომლის მიხედვით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

ამასთან, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილი იქნება, ტესტირებიდან ორი საათის განმავლობაში კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით შესაბამის სამედიცინო-საექსპერტო დაწესებულებას მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა არ დაუდგინდება, იგი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება. კანონში ჩაიწერა ისიც, რომ მძღოლს უფლება აქვს, დადგენილი წესით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

1-ელი იანვრიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ