მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქით" 2013 წელს აჯამებს.
"ყველა აჯამებს და თხა თხაზე ნაკლების პრინციპით...
მაშ ასე, ჩემის უკიდურესად სუბიექტური აზრით და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად:
წლის მიღწევა - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
წლის სირცხვილი - 17 მაისი
წლის პარადოქსი - ნაცმოძრაობის აქცია ლოზუნგით "დემოკრატია საფრთხეშია!"
წლის პოლიტიკოსი - დავით უსუფაშვილი (ჩამომართვით სუბიექტურობაში, რა ვქნა?)
წლის აღმოჩენა (პოზიტიური) - ელენე ხოშტარია.
წლის აღმოჩენა (ნეგატიური) - აქ ვერ ჩამოვყალიბდი: ექსპერტი გამზარდია დავასახელო, უფლებადამცველი გაბედავა თუ დეპუტატი ლორთქიფანიძე (დიმიტრი ლორთქიფანიძეში არ აგერიოთ, ეს სხვაა, თან ბევრად უარესი.)
წლის წასვლა - ბიძინა ივანიშვილი.
წლის წათრევა-წაშავება-წაბნელება - მიხეილ სააკაშვილი.
წლის გადადგომა - ოთარ ფარცხალაძე.
წლის გადაყენება - გიგი უგულავა.
წლის სიურპრიზი (ანუ მანამდე რომ თითქმის ვერავინ იფიქრებდა) - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
წლის ხუხაშვილი - გია ხუხაშვილი.
წლის სიტყვა - მიჯირყვნა
წლის ფრაზა - ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!
და ამ ოპტიმისტურ ნოტაზე, ყველა ფრენდს, ფოლოუერს და მათაც, ვინც არც ერთი ხართ და არც მეორე
გილოცავთ ახალ წელს", - წერს დავით ზურაბიშვილი.