სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კრიტერიუმით შეარჩიეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები
რა კრიტერიუმით შეარჩიეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები

სა­ა­ხალ­წლო მთა­ვარ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ბოლო ორი კვი­რაა, არ ცხრე­ბა. რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი, იმის გამო, რომ გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა, მა­რი­ნა ბე­რი­ძეს და­უ­პი­რის­პირ­და, თუმ­ცა თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა აცხა­დებს, რომ მას კონ­ცერტთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და მით უმე­ტეს, არც მომ­ღერ­ლე­ბი შე­ურ­ჩე­ვია თუ და­უბ­ლო­კავს.

მარ­თლაც, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერტს ორ­გა­ნი­ზე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ალ­ტერ­ვი­ჟენ ჯგუ­ფი"უწევს, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ცინ­ცა­ძე ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სტუ­მა­რია და დე­ტა­ლუ­რად გვიყ­ვე­ბა, რა მოხ­დე­ბა და ვინ გა­მო­ვა 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს სა­ა­ხალ­წლო გა­ლა­კონ­ცერ­ტზე.

- 31 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს 11-ის ნა­ხევ­რი­დან, "ალ­ტერ­ვი­ჟენ ჯგუ­ფი"თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად გთა­ვა­ზობთ ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის გა­ლა­კონ­ცერტს ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე. გვაქვს 35 ნო­მე­რი, ვმოქ­მე­დებთ ორ სიბ­რტყე­ზე, დრო­ის მან­ქა­ნით ვმოგ­ზა­უ­რობთ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში 1930-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე. ათწლე­უ­ლე­ბად გვაქვს და­ყო­ფი­ლი ბლო­კე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი, სულ რვა ბლო­კი იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა ჟან­რე­ბის, თა­ო­ბე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლე­ბის სინ­თე­ზი. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი გარ­კვე­ულ კო­ლა­ბო­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს ამა თუ იმ შემ­სრუ­ლე­ბელს შო­რის.

ამ 35 ნომ­რი­დან თით­ქმის ყვე­ლა ასე­თია, ვთქვათ, ლელა წურ­წუ­მია და ტეტე, ეკა მა­მა­ლა­ძე და სა­მო­რი ბალ­დე, რომ­ლე­ბიც ყან­ჩე­ლის კომ­პო­ზი­ცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ "ბეარ ფოქ­სთან"ერ­თად, მაია დარსმე­ლი­ძე და "მინ­სი", ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე ნატო მე­ტო­ნი­ძე­სა და ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად იმ­ღე­რებს, ანრი ჯო­ხა­ძე და ჯგუ­ფი "ჯეტ­ბერ­დი"ერ­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ კომ­პო­ზი­ცი­ას, ბიგ ბენ­დი ოთო ნემ­სა­ძეს­თან, "ფორ­ტე"კი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან ერ­თად და­ი­კა­ვე­ბენ სცე­ნას და ა.შ.

- მომ­ღერ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ ამ ექ­სპე­რი­მენტს?

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ დუ­ე­ტებს, ჩვენ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გვქონ­და ასე­თი პრო­ექ­ტი, სა­დაც ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი პო­პარ­ტის­ტებ­თან და­ვა­წყვი­ლეთ და ამან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი მოგ­ვცა. მას მერე ეს ბექგ­რა­უნ­დი შექ­მნი­ლია და მომ­ღერ­ლე­ბის­თვის ამ­გვა­რი დუ­ე­ტე­ბი უცხო არ არის. ვის­თვი­საც ახა­ლი იყო, მა­საც არ გა­მო­უთ­ქვამს არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია.

- მუ­სი­კა­ლურ მხა­რე­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- აჩი­კო გუ­ლე­და­ნი და ბექა ჯა­ფა­რი­ძე არი­ან პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბი, აგ­რეთ­ვე ჩვე­ნი გუნ­დი­დან ვახო ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა კრიტერიუმით შეარჩიეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები

რა კრიტერიუმით შეარჩიეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები

საახალწლო მთავარ კონცერტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ბოლო ორი კვირაა, არ ცხრება. რამდენიმე მომღერალი, იმის გამო, რომ გამომსვლელთა სიაში ვერ მოხვდა, მარინა ბერიძეს დაუპირისპირდა, თუმცა თავად ქალბატონი მარინა აცხადებს, რომ მას კონცერტთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მით უმეტეს, არც მომღერლები შეურჩევია თუ დაუბლოკავს.

მართლაც, საახალწლო კონცერტს ორგანიზებას ოფიციალურად ''ალტერვიჟენ ჯგუფი''უწევს, რომლის წარმომადგენელი დავით ცინცაძე ჩვენი ჟურნალის სტუმარია და დეტალურად გვიყვება, რა მოხდება და ვინ გამოვა 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო გალაკონცერტზე.

- 31 დეკემბერს, საღამოს 11-ის ნახევრიდან, ''ალტერვიჟენ ჯგუფი''თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გთავაზობთ ექსპერიმენტული შინაარსის გალაკონცერტს ევროპის მოედანზე. გვაქვს 35 ნომერი, ვმოქმედებთ ორ სიბრტყეზე, დროის მანქანით ვმოგზაურობთ მუსიკალურ სამყაროში 1930-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ათწლეულებად გვაქვს დაყოფილი ბლოკები და შესაბამისად, მუსიკალური ნომრები, სულ რვა ბლოკი იქნება. იქნება ჟანრების, თაობების, მუსიკალური სტილების სინთეზი. თითოეული ნომერი გარკვეულ კოლაბორაციას გულისხმობს ამა თუ იმ შემსრულებელს შორის.

ამ 35 ნომრიდან თითქმის ყველა ასეთია, ვთქვათ, ლელა წურწუმია და ტეტე, ეკა მამალაძე და სამორი ბალდე, რომლებიც ყანჩელის კომპოზიციას შეასრულებენ ''ბეარ ფოქსთან''ერთად, მაია დარსმელიძე და ''მინსი'', ნიაზ დიასამიძე ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონთან ერთად იმღერებს, ანრი ჯოხაძე და ჯგუფი ''ჯეტბერდი''ერთად შეასრულებენ კომპოზიციას, ბიგ ბენდი ოთო ნემსაძესთან, ''ფორტე''კი თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დაიკავებენ სცენას და ა.შ.

- მომღერლები როგორ შეხვდნენ ამ ექსპერიმენტს?

- რაც შეეხება ამ დუეტებს, ჩვენ რამდენიმე წლის წინ გვქონდა ასეთი პროექტი, სადაც ჩვენი ფესტივალის გამარჯვებულები პოპარტისტებთან დავაწყვილეთ და ამან ძალიან საინტერესო შედეგი მოგვცა. მას მერე ეს ბექგრაუნდი შექმნილია და მომღერლებისთვის ამგვარი დუეტები უცხო არ არის. ვისთვისაც ახალი იყო, მასაც არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია.

- მუსიკალურ მხარეზე ვინ იზრუნა?

- აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე არიან პროექტის მუსიკალური პროდიუსერები, აგრეთვე ჩვენი გუნდიდან ვახო ბაბუნაშვილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება