Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს
ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს

ქა­ლაქ­ში სი­ახ­ლეა. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნ­და სტენ­სი­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ. ტრო­ტუ­ა­რებ­ზე გა­კე­თე­ბულ­მა წარ­წე­რებ­მა უკ­ვე მი­იპყ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნილ გვერ­დ­ზე "შე­იც­ვა­ლე აზ­რი", რო­მელ­საც უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს, ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს ამ თე­მას და აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ აზრს. "ქა­ლი ვი­ცი მე "კუხ­ნა­ში", "პო­ლი­ტი­კა რა ქა­ლის საქ­მე­ა", გო­გოს რად უნ­და ამ­დე­ნი სწავ­ლა" - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სტენ­სი­ლე­ბის აზ­რი ყვე­ლამ თა­ვი­სე­ბუ­რად გა­ი­გო. ზო­გი­ერ­თი გაბ­რაზ­და, ზოგ­მაც ფე­მი­ნის­ტებს მი­ა­წე­რა ეს აქ­ცია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს კამ­პა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ. უფ­რო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლისტ მა­კა გვრი­ტიშ­ვილ­სა და გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის UNDP-ის კომ­პო­ნენ­ტის მე­ნე­ჯერ ქე­თი მა­ხა­რაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- რა გახ­და კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბის მი­ზე­ზი?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" და­იწყო 2012 წელს. მი­სი მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია გა­ე­როს სა­მი სა­ა­გენ­ტო, მათ შო­რის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბის კვლე­ვა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მას გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ. ამ მიზ­ნით წელს ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­მართ დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლა. მსგავს სტე­რე­ო­ტი­პებს ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი და თო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან ნე­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა ტი­პის კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნ­და შე­დე­გე­ბი?

- კვლე­ვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში" ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1760 ადა­მი­ა­ნი. რო­ცა ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­ვა­და­რეთ წი­ნა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მსგავს კვლე­ვებს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქ­მის არ შეც­ვ­ლი­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლა­ვაც რჩე­ბა პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვეყ­ნად, სა­დაც კა­ცე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან მთა­ვარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად, ოჯა­ხის მარ­ჩენ­ლად და უფ­რო­სად. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 11% მი­იჩ­ნევს, რომ ქალ­მა და კაც­მა თა­ნა­ბა­რი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნონ ოჯა­ხის რჩე­ნა­ში. 88%-ის აზ­რით კი, ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი კა­ცი უნ­და იყოს. ერ­თი შვი­ლის ყო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბი­ჭის ყო­ლას ამ­ჯო­ბი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნესს, გა­მო­კი­თხულ­თა 54% მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კა "ბინ­ძუ­რი საქ­მე­ა" და ამი­ტომ არ შე­ე­ფე­რე­ბა ქალს. მო­სახ­ლე­ო­ბის 68%-ს კა­ცი უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნია საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, ვიდ­რე ქა­ლი. კაცს ენი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა ბიზ­ნეს­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. გა­მო­კი­თხულ­თა 57% ადას­ტუ­რებს ამ მო­საზ­რე­ბას.

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ამ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში ჩვენ ასე­ვე გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ ის ბა­რი­ე­რე­ბი, რაც ხელს უშ­ლის გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ამ მხრივ აღ­მოჩ­ნ­და ის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გენ­დე­რუ­ლი რო­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში. ისი­ნი მკვეთ­რად მიჯ­ნა­ვენ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ებს და მო­ვა­ლე­ო­ბებს კაც­სა და ქალს შო­რის. ქა­ლის რო­ლი არის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მით, ხო­ლო კა­ცი არის მარ­ჩე­ნა­ლი და ოჯა­ხის უფ­რო­სი. კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით, მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, კა­ცი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, ვიდ­რე ქა­ლი.

- ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის დროს?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- დი­ახ, ყვე­ლა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლად გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა.

- რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლაქ­ში გა­ჩე­ნი­ლი სტენ­სი­ლე­ბი?

- სტენ­სი­ლე­ბი ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პია, რომ­ლი­თაც ვე­ცა­დეთ მიგ­ვექ­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბა. ჩვენ არ ვფიქ­რობ­დით იმა­ზე, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი ან ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია გა­მოგ­ვეწ­ვია. მთა­ვა­რი ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ დის­კუ­სი­ის და­წყე­ბა იყო. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ნამ­დ­ვი­ლად ასეა - ქა­ლი "კუხ­ნა­ში" უნ­და იყო­სო ან ქალს რა უნ­და პო­ლი­ტი­კა­შიო. ბევ­რ­მაც თქვა, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი მი­უ­ღე­ბე­ლია და გაბ­რაზ­და. ერთ კვი­რა­ში, რო­ცა გა­დავ­ხა­ზეთ და და­ვა­წე­რეთ, და­ან­გ­რიე სტე­რე­ო­ტი­პი, უკ­ვე გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ეს კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ე­ბიც მოჰ­ყ­ვა.

- რას ფიქ­რობთ, კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი შე­დე­გი­ა­ნი იყო?

- ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნი იყო, კამ­პა­ნი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც. გვი­ხა­რია, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სტენ­სი­ლე­ბი და­ი­ნა­ხეს, თვალ­ში მოხ­ვ­დათ და და­ფიქ­რ­დ­ნენ. პრინ­ცი­პი ის არის, რომ პრობ­ლე­მა და­ი­ნა­ხო, აღი­ა­რო და შემ­დეგ იფიქ­რო მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. სწო­რედ ამას ვცდი­ლობთ ამ კამ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

- მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია თუ არა უკ­ვე შემ­დ­გო­მი ეტა­პე­ბი?

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კამ­პა­ნია, რომ­ლი­თაც გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფამ­დე მი­ვი­დეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხით. და­სა­წყი­სის­თ­ვის სტენ­სი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის Facebook-ის გვერდს "შე­იც­ვა­ლე აზ­რი" უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს. აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ებ­ში.

- რო­მე­ლი სქე­სი უფ­რო მე­ტად აქ­ტი­უ­რობს და რო­მე­ლი მე­ტად გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს?

- Facebook-ზე აუდი­ტო­რი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია - ქა­ლე­ბი 70%, მა­მა­კა­ცე­ბი 30%. ქა­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კა­ცე­ბი არ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რე­ს­დი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ფო­რუმ­ზე ამ სა­კი­თხის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მეც ზო­გი­ერთ კო­მენ­ტარს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ანა (37 წლის):

"ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნა­ში აუცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი იყოს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და რა­ტომ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მო­ნაკ­ლისს? მე პი­რა­დად ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ ამა­ში".

ქე­თი (18 წლის):

"ქა­ლიც და კა­ციც ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ. კა­ცის ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ოჯახ­ში შე­მომ­ტა­ნის ფუნ­ქ­ცია და ასე შემ­დეგ იმ დროს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­დე­საც კა­ცი ნა­დი­რო­ბით არ­ჩენ­და ოჯახს. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ორი­ვე სქესს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­ბარ შანსს უნ­და აძ­ლევ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი კი თვი­თონ ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­სა და არ­ჩე­ვან­ზე უნ­და იყოს, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა".

გი­ორ­გი (სტუ­დენ­ტი):

"არ უნ­და იყოს ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი. ქარ­თ­ველ­ზე უკეთ არა­ვინ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და დაგ­ვა­ნე­ბეთ თა­ვი".

და­ვი­თი (25 წლის):

"ი­მის პრე­ტენ­ზია არა­ვის აქვს, რომ აუცი­ლებ­ლად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნ­და იყოს. ცხა­დია, მას უნ­და გა­აჩ­ნ­დეს სიტყ­ვის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. ხო­ლო მი­სი პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა ლი­დე­რის სტა­ტუ­სით ჩემ­თ­ვის არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ქალს არ უნ­და ან­დო".

გვან­ცა სი­ლი­კაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს

ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს

ქა­ლაქ­ში სი­ახ­ლეა. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნ­და სტენ­სი­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ. ტრო­ტუ­ა­რებ­ზე გა­კე­თე­ბულ­მა წარ­წე­რებ­მა უკ­ვე მი­იპყ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა და არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნილ გვერ­დ­ზე "შე­იც­ვა­ლე აზ­რი", რო­მელ­საც უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს, ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს ამ თე­მას და აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ აზრს. "ქა­ლი ვი­ცი მე "კუხ­ნა­ში", "პო­ლი­ტი­კა რა ქა­ლის საქ­მე­ა", გო­გოს რად უნ­და ამ­დე­ნი სწავ­ლა" - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სტენ­სი­ლე­ბის აზ­რი ყვე­ლამ თა­ვი­სე­ბუ­რად გა­ი­გო. ზო­გი­ერ­თი გაბ­რაზ­და, ზოგ­მაც ფე­მი­ნის­ტებს მი­ა­წე­რა ეს აქ­ცია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს კამ­პა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ. უფ­რო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლისტ მა­კა გვრი­ტიშ­ვილ­სა და გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის UNDP-ის კომ­პო­ნენ­ტის მე­ნე­ჯერ ქე­თი მა­ხა­რაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- რა გახ­და კამ­პა­ნი­ის წა­მოწყე­ბის მი­ზე­ზი?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" და­იწყო 2012 წელს. მი­სი მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია გა­ე­როს სა­მი სა­ა­გენ­ტო, მათ შო­რის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბის კვლე­ვა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მას გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ. ამ მიზ­ნით წელს ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­მართ დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლა. მსგავს სტერე­ო­ტი­პებს ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი და თო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან ნე­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა ტი­პის კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნ­და შე­დე­გე­ბი?

- კვლე­ვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში" ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1760 ადა­მი­ა­ნი. რო­ცა ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­ვა­და­რეთ წი­ნა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მსგავს კვლე­ვებს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქ­მის არ შეც­ვ­ლი­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლა­ვაც რჩე­ბა პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვეყ­ნად, სა­დაც კა­ცე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან მთა­ვარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად, ოჯა­ხის მარ­ჩენ­ლად და უფ­რო­სად. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 11% მი­იჩ­ნევს, რომ ქალ­მა და კაც­მა თა­ნა­ბა­რი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნონ ოჯა­ხის რჩე­ნა­ში. 88%-ის აზ­რით კი, ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი კა­ცი უნ­და იყოს. ერ­თი შვი­ლის ყო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბი­ჭის ყო­ლას ამ­ჯო­ბი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნესს, გა­მო­კითხულ­თა 54% მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კა "ბინ­ძუ­რი საქ­მე­ა" და ამი­ტომ არ შე­ე­ფე­რე­ბა ქალს. მო­სახ­ლე­ო­ბის 68%-ს კა­ცი უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნია საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, ვიდ­რე ქა­ლი. კაცს ენი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა ბიზ­ნეს­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. გა­მო­კითხულ­თა 57% ადას­ტუ­რებს ამ მო­საზ­რე­ბას.

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ამ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში ჩვენ ასე­ვე გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ ის ბა­რი­ე­რე­ბი, რაც ხელს უშ­ლის გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ამ მხრივ აღ­მოჩ­ნ­და ის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გენ­დე­რუ­ლი რო­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში. ისი­ნი მკვეთ­რად მიჯ­ნა­ვენ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ებს და მო­ვა­ლე­ო­ბებს კაც­სა და ქალს შო­რის. ქა­ლის რო­ლი არის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მით, ხო­ლო კა­ცი არის მარ­ჩე­ნა­ლი და ოჯა­ხის უფ­რო­სი. კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუთხით, მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, კა­ცი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, ვიდ­რე ქა­ლი.

- ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის დროს?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- დი­ახ, ყვე­ლა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლად გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა.

- რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლაქ­ში გა­ჩე­ნი­ლი სტენ­სი­ლე­ბი?

- სტენ­სი­ლე­ბი ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პია, რომ­ლი­თაც ვე­ცა­დეთ მიგ­ვექ­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რადღე­ბა. ჩვენ არ ვფიქ­რობ­დით იმა­ზე, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი ან ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია გა­მოგ­ვეწ­ვია. მთა­ვა­რი ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ დის­კუ­სი­ის დაწყე­ბა იყო. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ნამ­დ­ვი­ლად ასეა - ქა­ლი "კუხ­ნა­ში" უნ­და იყო­სო ან ქალს რა უნ­და პო­ლი­ტი­კა­შიო. ბევ­რ­მაც თქვა, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი მი­უ­ღე­ბე­ლია და გაბ­რაზ­და. ერთ კვი­რა­ში, რო­ცა გა­დავ­ხა­ზეთ და და­ვა­წე­რეთ, და­ან­გ­რიე სტე­რე­ო­ტი­პი, უკ­ვე გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ეს კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ე­ბიც მოჰ­ყ­ვა.

- რას ფიქ­რობთ, კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი შე­დე­გი­ა­ნი იყო?

- ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნი იყო, კამ­პა­ნი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც. გვი­ხა­რია, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სტენ­სი­ლე­ბი და­ი­ნა­ხეს, თვალ­ში მოხ­ვ­დათ და და­ფიქ­რ­დ­ნენ. პრინ­ცი­პი ის არის, რომ პრობ­ლე­მა და­ი­ნა­ხო, აღი­ა­რო და შემ­დეგ იფიქ­რო მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. სწო­რედ ამას ვცდი­ლობთ ამ კამ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

- მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია თუ არა უკ­ვე შემ­დ­გო­მი ეტა­პე­ბი?

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კამ­პა­ნია, რომ­ლი­თაც გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფამ­დე მი­ვი­დეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხით. და­საწყი­სის­თ­ვის სტენ­სი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის Facebook-ის გვერდს "შე­იც­ვა­ლე აზ­რი" უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს. აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ებ­ში.

- რო­მე­ლი სქე­სი უფ­რო მე­ტად აქ­ტი­უ­რობს და რო­მე­ლი მე­ტად გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს?

- Facebook-ზე აუდი­ტო­რი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია - ქა­ლე­ბი 70%, მა­მა­კა­ცე­ბი 30%. ქა­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კა­ცე­ბი არ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რე­ს­დი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ფო­რუმ­ზე ამ სა­კითხის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მეც ზო­გი­ერთ კო­მენ­ტარს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ანა (37 წლის):

"ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნა­ში აუცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი იყოს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და რა­ტომ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მო­ნაკ­ლისს? მე პი­რა­დად ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ ამა­ში".

ქე­თი (18 წლის):

"ქა­ლიც და კა­ციც ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ. კა­ცის ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ოჯახ­ში შე­მომ­ტა­ნის ფუნ­ქ­ცია და ასე შემ­დეგ იმ დროს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­დე­საც კა­ცი ნა­დი­რო­ბით არ­ჩენ­და ოჯახს. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ორი­ვე სქესს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­ბარ შანსს უნ­და აძ­ლევ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი კი თვი­თონ ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­სა და არ­ჩე­ვან­ზე უნ­და იყოს, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა".

გი­ორ­გი (სტუ­დენ­ტი):

"არ უნ­და იყოს ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი. ქარ­თ­ველ­ზე უკეთ არა­ვინ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და დაგ­ვა­ნე­ბეთ თა­ვი".

და­ვი­თი (25 წლის):

"ი­მის პრე­ტენ­ზია არა­ვის აქვს, რომ აუცი­ლებ­ლად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნ­და იყოს. ცხა­დია, მას უნ­და გა­აჩ­ნ­დეს სიტყ­ვის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. ხო­ლო მი­სი პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა ლი­დე­რის სტა­ტუ­სით ჩემ­თ­ვის არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ქალს არ უნ­და ან­დო".

გვან­ცა სი­ლი­კაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია