კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ..."
"პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ..."

ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ათა­სო­ბით პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ცი­ხი­დან, მათ შო­რის 150-ზე მეტს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას სთხოვს. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შო­რის არი­ან ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ­მა სის­ტე­მამ გა­ა­სა­მარ­თლა. შს სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯე­მალ შა­მა­თა­ვა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბებს არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რის გა­მოც 7 წლით ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტეს. შა­მა­თა­ვას სიყრმის მე­გო­ბარ­მა, აჭა­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა თე­მურ პა­ტა­რი­ძემ, რო­მე­ლიც დღეს სას­ჯელს იხ­დის, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის­თვის, საქ­მე შე­უ­თი­თხნა - შა­მა­თა­ვას პა­ტიმ­რის წა­მე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი... ის ცოტა ხნის წინ სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ჯე­მალ შა­მა­თა­ვა "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.

- თქვენ ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა გე­კა­ვათ, მერე სა­კუ­თარ­მა სის­ტე­მამ გა­გა­სა­მარ­თლათ...

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი გა­ა­უ­ბე­დუ­რა. ყველ­გან უნ­დობ­ლო­ბას თე­სავ­დნენ, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს ერ­თმა­ნეთს ჰკი­დებ­დნენ. სი­ტყვას ვერ იტყო­დი, ვერ გა­მოთ­ქვამ­დი წუ­ხილს, ყველ­გან იყო ჩაშ­ვე­ბა, ერთ ოთახ­ში მსხდომ­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე აბე­ზღებ­დნენ... მეც სიყრმის მე­გო­ბარ­მა გამ­წი­რა და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა მო­ი­წყო. შვი­დი წლით მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მომ­კე­ტეს ცი­ხე­ში, რომ უფ­რო­სო­ბის უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბე­ბი არ შე­ვას­რუ­ლე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხიც და­მენგრა და ჯან­მრთე­ლო­ბაც.

- რა და­გა­ვა­ლეს და არ შე­ას­რუ­ლეთ?

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ პო­ლი­ცი­ი­დან წა­ვე­დი და სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი. ჩემ­მა სიყრმის მე­გო­ბარ­მა, აჭა­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა თე­მურ პა­ტა­რი­ძემ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მთხო­ვა. დავ­ყა­ბულ­დი. სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ვი­მუ­შა­ვე, ბო­ლოს, ურეკ­ში გა­მამ­წე­სეს და ჩემი უბე­დუ­რე­ბაც იქ და­ი­წყო. იმ დროს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი უპირ­ვე­ლეს მტრად იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ურეკ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი ჰქონ­და, წარ­თმე­ვა და­უ­პი­რეს. როცა თა­ვი­სი სა­კუთ­რე­ბის შე­მო­ღობ­ვა და­ი­წყო, შრო­მის და­სახ­ლე­ბი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ბარ-ნიჩ­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი პრო­ვო­კა­ცი­ის მო­სა­წყო­ბად. იმ დღეს ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღე, - რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თითი არ გა­მენძრია. მი­თხრეს, სა­ჭი­როა ბად­რის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი წა­მო­ე­გოს პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე, ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბაო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ..."

"პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ..."

ახალმა ხელისუფლებამ ათასობით პატიმარი გაათავისუფლა ციხიდან, მათ შორის 150-ზე მეტს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. გათავისუფლებულთა ნაწილი ხელისუფლებას მათი საქმეების გადახედვას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვს. დაზარალებულთა შორის არიან ყოფილი თანამდებობის პირებიც, რომლებიც საკუთარმა სისტემამ გაასამართლა. შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ჯემალ შამათავა ყოფილი ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილა, რის გამოც 7 წლით ციხეში გამოკეტეს. შამათავას სიყრმის მეგობარმა, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თემურ პატარიძემ, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, წინასაარჩევნოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის, საქმე შეუთითხნა - შამათავას პატიმრის წამებაში დასდეს ბრალი... ის ცოტა ხნის წინ საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა. ჯემალ შამათავა "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- თქვენ ძალოვან უწყებაში საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ, მერე საკუთარმა სისტემამ გაგასამართლათ...

- წინა ხელისუფლებამ ბევრი გააუბედურა. ყველგან უნდობლობას თესავდნენ, ნათესავებს და მეგობრებს ერთმანეთს ჰკიდებდნენ. სიტყვას ვერ იტყოდი, ვერ გამოთქვამდი წუხილს, ყველგან იყო ჩაშვება, ერთ ოთახში მსხდომნი ერთმანეთზე აბეზღებდნენ... მეც სიყრმის მეგობარმა გამწირა და საკუთარი ცხოვრება მოიწყო. შვიდი წლით მხოლოდ იმიტომ გამომკეტეს ციხეში, რომ უფროსობის უკანონო დავალებები არ შევასრულე. ამ ხნის განმავლობაში ოჯახიც დამენგრა და ჯანმრთელობაც.

- რა დაგავალეს და არ შეასრულეთ?

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიციიდან წავედი და საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. ჩემმა სიყრმის მეგობარმა, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თემურ პატარიძემ სამშობლოში დაბრუნება და პოლიციაში მუშაობის გაგრძელება მთხოვა. დავყაბულდი. სხვადასხვა ადგილზე ვიმუშავე, ბოლოს, ურეკში გამამწესეს და ჩემი უბედურებაც იქ დაიწყო. იმ დროს ბადრი პატარკაციშვილი უპირველეს მტრად იყო გამოცხადებული. ურეკში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, წართმევა დაუპირეს. როცა თავისი საკუთრების შემოღობვა დაიწყო, შრომის დასახლებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ბარ-ნიჩბებით შეიარაღებული ხალხი პროვოკაციის მოსაწყობად. იმ დღეს ბრძანება მივიღე, - რაც უნდა მომხდარიყო, თითი არ გამენძრია. მითხრეს, საჭიროა ბადრის დაცვის სამსახური წამოეგოს პროვოკაციაზე, ძალას გამოიყენებს ხალხის წინააღმდეგ და მიზანი მიღწეული იქნებაო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა