პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

შობა და ახა­ლი წელი ის დღე­სას­წა­უ­ლე­ბია, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუმ­ცა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სე­ბუ­რი წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს. ამ სტა­ტი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბას კუ­ლი­ნა­რი­ულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ.

ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­ცი­ვის, გო­ზი­ნა­ყი­სა და ჩურ­ჩხე­ლე­ბის გა­რე­შე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კერ­ძე­ბი ამ­შვე­ნებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­შო­ბაო თუ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას? შობა უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლად ით­ვლე­ბა და სა­შო­ბაო სუფ­რაც სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ერ­თად შე­საკ­რე­ბად.

გერ­მა­ნუ­ლი შო­ბის ღამე ერ­თდრო­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ზე­ი­მო და მა­დი­საღ­მძვრე­ლია. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ღო­რის ხორ­ცი სა­შო­ბაო სუფ­რის მთა­ვა­რი კერ­ძი იყო, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნი­ა­ში მას ნელ-ნელა ფარ­ში­რე­ბუ­ლი შემ­წვა­რი ინ­და­უ­რი ანაც­ვლებს. პო­პუ­ლა­რუ­ლია პა­ტა­რა ფხვი­ე­რი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­თაც ნაძ­ვის ხის, ვარ­სკვლა­ვის, თოვ­ლის ბა­ბუ­ას ფორ­მა აქვს და ვა­ნი­ლის, და­რი­ჩი­ნის, ილის სურ­ნელს აფ­რქვე­ვენ. თუმ­ცა მთა­ვა­რი სა­შო­ბაო დე­სერ­ტი მა­ინც შტო­ლე­ნია - წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ფორ­მის არო­მა­ტუ­ლი ნამ­ცხვა­რი, რო­მელ­შიც ჩი­რე­უ­ლი, ნუში, ქიშ­მი­ში, რომი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი შე­დის და შაქ­რის პუდ­რი­თაა და­ფა­რუ­ლი. ეს ნამ­ცხვა­რი ყრმა ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოა.

ბელ­გი­ა­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში შობა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და­რი­ჩი­ნი­ა­ნი თაფ­ლაკ­ვე­რე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟის ფორ­მა აქვთ. სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დევს შემ­წვა­რი ბატი ან ინ­და­უ­რი. ახა­ლი წლის დღეს კი მი­ირ­თმე­ვენ ტრა­დი­ცი­ულ შუკ­რუტს: მჟა­ვე კომ­ბოს­ტოს კერძს, მომ­ზა­დე­ბულს სხვა­დას­ხვა სა­ხის ძეხ­ვე­ულ­თან და ხორცთან ერ­თად.

ბულ­გა­რეთ­ში სუფ­რა­ზე უნდა იდოს შვი­დი, ცხრა ან თორ­მე­ტი სა­ხის კერ­ძი, კვი­რის შვი­დი დღის, ორ­სუ­ლო­ბის ცხრა თვი­სა და წე­ლი­წა­დის თორ­მე­ტი თვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. აცხო­ბენ პურს "ბო­გო­ვა პი­ტას", რო­მელ­შიც აყო­ლე­ბენ პა­ტა­რა მო­ნე­ტას. ბულ­გა­რე­ლე­ბის რწმე­ნით, ამ მო­ნე­ტის მპოვ­ნელს მთე­ლი წელი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მო­აკ­ლდე­ბა.

ყვე­ლა და­ნი­ე­ლის სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად ცხვე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ა­ხალ­წლო ორ­ცხო­ბი­ლე­ბი და ნამ­ცხვრე­ბი, ხოლო სუფ­რას შემ­წვარ ინ­და­ურ­თან ერ­თად ყო­ველ­თვის ამ­შვე­ნებს თევ­ზე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­შა­ყი.

იხი­ლეთ ვრცლად

როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

შობა და ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. ამ სტატიაში ყურადღებას კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებთ.

ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. საინტერესოა, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საშობაო თუ საახალწლო სუფრას? შობა უამრავ ქვეყანაში ყველაზე საყვარელ საოჯახო დღესასწაულად ითვლება და საშობაო სუფრაც საუკეთესო ადგილია საყვარელი ადამიანებისა და ახლობლების ერთად შესაკრებად.

გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხორცი საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ორცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარიჩინის, ილის სურნელს აფრქვევენ. თუმცა მთავარი საშობაო დესერტი მაინც შტოლენია - წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. ეს ნამცხვარი ყრმა ქრისტეს სიმბოლოა.

ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატი ან ინდაური. ახალი წლის დღეს კი მიირთმევენ ტრადიციულ შუკრუტს: მჟავე კომბოსტოს კერძს, მომზადებულს სხვადასხვა სახის ძეხვეულთან და ხორცთან ერთად.

ბულგარეთში სუფრაზე უნდა იდოს შვიდი, ცხრა ან თორმეტი სახის კერძი, კვირის შვიდი დღის, ორსულობის ცხრა თვისა და წელიწადის თორმეტი თვის აღსანიშნავად. აცხობენ პურს "ბოგოვა პიტას", რომელშიც აყოლებენ პატარა მონეტას. ბულგარელების რწმენით, ამ მონეტის მპოვნელს მთელი წელი ბედნიერება არ მოაკლდება.

ყველა დანიელის სახლში აუცილებლად ცხვება პატარ-პატარა საახალწლო ორცხობილები და ნამცხვრები, ხოლო სუფრას შემწვარ ინდაურთან ერთად ყოველთვის ამშვენებს თევზეული, განსაკუთრებით კი ქაშაყი.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს