თბილისში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Alter Vision ჯგუფი.
კომპანიის წარმომადგენლის, დათო ცინცაძის ინფორმაციით, გალა-კონცერტი თავისი ხასიათით ინოვაციური და ექსპერიმენტული იქნება. კონცერტის ხანგრძლივობა დაახლოებით სამი საათია და იგი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მუსიკალურ ნომრებში 184 მონაწილე არის ჩართული. მონაწილეები შერჩეულია Alter Vision ჯგუფის სცენარით, მერიისა და კულტურის სამინისტროსთან კონსულტაციებით.
"სცენარის მიხედვით, ჩვენ ვართ დროის მანქანა, რომელიც 1930-დან 2014 წლამდე ეპოქებს და დეკადებს მოიცავს, ასევე მუსიკალურ ჰიტებს. ჩვენ ვაერთიანებთ ჟანრებს თითოეულ ნომრებში", - აღნიშნა დათო ცინცაძემ.
მისივე თქმით, მუსიკალურ ნომრებს შორის არის მაგალითად ეკა მამალაძის, სამორი ბალდესა და პიერ ფოქსის ნომერი.
საახალწლო გალა-კონცერტი რიყეზე, ევროპის მოედანზე, დღეს, 22:30 საათზე დაიწყება.