თითოეულ ცოცხალ ნაძვის ხეზე დაახლოებით 25 000 პარაზიტი შეიძლება ცხოვრობდეს - ტილები, ტკიპები, ჩრჩილი და პაწაწინა ობობები. ჩვეულებრივ ზამთარში მათ სძინავთ, მაგრამ სითბოში, სადაც ხეები სიცივიდან ხვდებიან, იღვიძებენ, რადგან მათ ჰგონიათ რომ გაზაფხულდა.
თუ გადაგდებამდე ნაძვის ხეს თეთრი ნაჭრით გავწმენდთ, ნაჭერზე უამრავი ხოჭო დარჩება. ნორვეგიის ბერგენის მუზეუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიარტე ჯორდალას თქმით, მწერებმა ადამიანებში შესაძლოა, ალერგია გამოიწვიონ. მიუხედავად ამისა, სახლის მცენარეებით ან ნაძვის წიწვებით გამოკვება მათ არ შეუძლიათ, ასე რომ ძალიან მალე იღუპებიან.
იმ ნაძვის ხეებზე, რომლებიც ტყეებში და არა ნაძვის ფერმებში მოჭრეს, ხოჭოები მეტია.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.