დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ჭედავენ და ხმას ასე აძლევენ

დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ჭედავენ და ხმას ასე აძლევენ

პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა, კენჭისყრების დროს სხდომათა დარბაზში არყოფნისას, ხმის მიცემის ახალი მეთოდი მოიფიქრა - დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ჭედავენ.

ამ ფორმით ხმის მიცემის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია "სონის", რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის დარბაზების ტექნიკურ აღჭურვას ახორციელებს, დაევალა უზრუნველყოს, რომ ხმის მიცემა ასანთის ღერით ღილაკის ჩაჭედვით გამოირიცხოს.

"დილით შეხვედრა მქონდა იმ ხალხთან, რომლებიც ქუთაისიდან თბილისში გადმოსვალასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს - ვინც რუსთაველზე მდებარე შენობის რემონტს ახორციელებს. ახლა რა თემას ვიხილავდით დილით ტექნიკოსებთან ერთად: დარბაზების ტექნიკურ აღჭურვას, მათ შორის ხმის მიცემის აპარატურის მოწყობას, კომპანია "სონი" ახორციელებს. ორი კვირაა, კომპანია მუშაობს ჩემს მიერ დასმული ამოცანის გადაწყვეტაზე და დღეს მითხრეს, რომ ეს ამბავი მოახერხეს. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში - როგორ შეიძლება ხმის მიცემის ღილაკი მუშაობდეს ისე, რომ მისი ასანთის ღერით ჩაჭედვა იყოს გამორიცხული, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც თავის ადგილზე არ ზის, ხმას მაინც აძლევს, თუ ხმის მიღების ღილაკი ჩაჭედილია ასანთის ღერით. მინდა გითხრათ, რომ კომპანია "სონიმ" ორი კვირის თავზე მამცნო - პრობლემიდან გამოსავალი მოძებნეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპუტატები მიმართავენ ხმის მიცემის ამ ფორმას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა