პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?
ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?

მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვი­საც ჩემი გან­ზრახ­ვა გა­ვუ­ზი­ა­რე. იმე­დი მაქვს, თოვ­ლის ბაბუ არ გა­მაწ­ბი­ლებ­სო, მი­თხრა და წე­რი­ლის წე­რას შე­უდ­გა:

"ჩემო ერ­თა­დერ­თო და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლო, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბად წო­დე­ბუ­ლო! მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი­სა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც კე­თი­ლო და მი­თუ­რო თოვ­ლის ბაბუ! მო­გე­სალ­მე­ბი და პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვალ. თუ რამე შე­გიძ­ლია, გა­ა­კე­თე, ძა­ლი­ან გთხოვ და ამ მარ­თლა მძი­მე წლის და­სას­რუ­ლი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ბა­რე. ჯან­მრთე­ლო­ბით სავ­სე ახა­ლი წელი მო­იყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან გთხოვ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, კოტე თო­ლორ­და­ვა.

ვი­საც შენი არ­სე­ბო­ბის სჯე­რა, თხოვ­ნე­ბით ისი­ნი მოგ­მარ­თა­ვენ".

წე­რი­ლის და­წე­რას რომ მორ­ჩა, გა­მიმ­ხი­ლა:

- აზ­რობ­რი­ვად ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, თოვ­ლის ბა­ბუ­ის­თვის რა უნდა მე­თხო­ვა, მაგ­რამ ჩემი სურ­ვი­ლე­ბი ფურ­ცელ­ზე პირ­ვე­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. ახლა, რო­გორც არას­დროს, ისე მინ­და, ეს ნატ­ვრე­ბი შე­მის­რუ­ლოს. თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის დიდ­ხანს მჯე­რო­და და დღე­საც მჯე­რა.

- რო­გო­რი იყო ის შენს ბავ­შვურ წარ­მოდ­გე­ნა­ში?

- ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ლუ­რი ბა­ბუ­ე­ბი არ მყავ­და და ჩემი თოვ­ლის ბა­ბუა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და მა­მას. მამა გე­მის ნამ­დვი­ლი კა­პი­ტა­ნი იყო. წელს ცო­ტა­თი და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი მქონ­და. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ცუდი 2013 წელს გაჰ­ყვე­ბა და ახა­ლი ბედ­ნი­ე­რი წელი და­ი­წყე­ბა.

- სი­ურპრი­ზე­ბის დი­დოს­ტა­ტი ხარ, ამა­ზე არა­ერ­თხელ გი­სა­უბ­რია, მაგ­რამ სა­ა­ხალ­წლო სი­ურპრი­ზებ­ზე - არას­დროს.

- არც მე და არც გა­ნოს ახა­ლი წლის ზე­ი­მი დი­დად არ გვხიბ­ლავს. ჩვენ დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის თა­რი­ღე­ბი არ გვჭირ­დე­ბა. ამ ბოლო დროს, ყო­ველ ახალ წელს თოვ­ლის ბა­ბუ­ის როლ­ში ვარ, ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, ახ­ლობ­ლე­ბის ბავ­შვე­ბის­თვის და ამით, მათ­ზე მე­ტად ვბედ­ნი­ერ­დე­ბი.

- ვერ გცნო­ბენ?

- ვერ მცნო­ბენ. ბავ­შვებს ხომ და­ჯე­რე­ბის დიდი ნიჭი აქვთ. მეკვლე­ო­ბაც მიყ­ვარს, წლის ბო­ლოს რა­მეს ცუდს თუ არ მო­მა­ძა­ხე­ბენ. განო მე­უბ­ნე­ბა, და­ძა­ბუ­ლი წელი იმი­ტომ გვქონ­და, რომ წინა წელი ცუ­დად გა­ვა­ცი­ლე­თო. 2013 წელს მარ­თლა არე­უ­ლად, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად შევ­ხვდით. წვრილ­მა­ნებ­მა და ყო­ფამ გვშთან­თქა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც დი­დად კარ­გად ვერ ვი­ყა­ვით. მაგ­რამ ჩვენს ოჯახს ერთი დიდი კო­ზი­რი აქვს - ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით დაძ­ლე­ვა.

- რო­გორ უნდა შევ­ხვდეთ ახალ წელს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა დაგ­ვე­ბე­დოს?

- ოპ­ტი­მიზ­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სამ­ყა­რო­ში რა ენერ­გე­ტი­კა­საც გას­ცემ, უკან­ვე გიბ­რუნ­დე­ბა. გან­წყო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. როცა ოჯახ­ში და­დე­ბი­თი ენერ­გე­ტი­კა ტრი­ა­ლებს, იქ პრობ­ლე­მე­ბიც ად­ვი­ლად გვარ­დე­ბა.

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შენს როლ­ზე რას გვე­ტყვი?

- ო! ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სას­წა­უ­ლებს ვა­კე­თებ.

- ხუმ­რობ?

- სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლოს მეფე ვარ. მარ­თა­ლია, გო­ზი­ნა­ყის გა­კე­თე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს ვამ­ზა­დებ. თა­ვა­დაც გურ­მა­ნი ვარ. მომ­წონს ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბი, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს.

- წელს "თოვ­ლის ბა­ბუ­ო­ბა" ძვი­რი გიჯ­დე­ბა?

- ბავ­შვებ­მა თოვ­ლის ბა­ბუ­ას ისე­თი წე­რი­ლე­ბი მის­წე­რეს, აღარ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო. არით­მე­ტი­კა­ში ძა­ლი­ან გა­ვი­წა­ფე, რომ და­ვით­ვა­ლე, ჩემ­თვის ას­ტრო­ნო­მი­ულ ციფრს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. ეგ არა­ფე­რია, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, მთა­ვა­რი - მონ­დო­მე­ბაა.

- შენს წე­რილს თოვ­ლის ბა­ბუ­ას აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ.

- მად­ლო­ბა, რომ არ და­მი­ვი­წყე.

- წე­რი­ლებს იმ რეს­პონ­დენ­ტებს ვა­წე­რი­ნებ, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე კარ­გად იქ­ცე­ოდ­ნენ.

- (იცი­ნის) და­ნარ­ჩე­ნებ­მა ის­წავ­ლონ, რა­ტომ არ უნდა გა­აბ­რა­ზონ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ახალ წელს ვუ­ლო­ცავ ჩემს ქვე­ყა­ნას! მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც ვუ­სურ­ვებ, რომ ეს წელი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს!

მაია ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ბავ­შვო­ბი­დან ახალ წელს სას­წა­უ­ლის მო­ლო­დი­ნით ვე­ლო­დე­ბი, არა­თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი ვი­ყა­ვი. თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის გულ­წრფე­ლად 10 წლამ­დე მჯე­რო­და. როცა გა­მიმ­ხი­ლეს, თოვ­ლის ბა­ბუ­ის მო­ტა­ნილ სა­ჩუქ­რებს დედა ყი­დუ­ლობ­და, ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს.

- მა­შინ თოვ­ლის ბა­ბუ­ას რას სწერ­დი?

- არა­ფერს არ ვწერ­დი, მე­გო­ნა, რა­საც ჩა­ვი­ფიქ­რებ­დი, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, თოვ­ლის ბა­ბუა ყვე­ლა­ფერს უთ­ქმე­ლად ხვდე­ბო­და და ის სა­ჩუ­ქა­რი მოჰ­ქონ­და, რო­მე­ლიც გუ­ლით მინ­დო­და.

- ახლა რას მის­წერ?

- ეს ჩემი პირ­ვე­ლი წე­რი­ლია.

"ძვირ­ფა­სო თოვ­ლის ბა­ბუა!

მა­შინ, როცა მჯე­რო­და იმის, რი­სიც ახლა აღარ მჯე­რა, წე­რილს არას­დროს გწერ­დი...

ეს ჩემი პირ­ვე­ლი წე­რი­ლია, უკვე დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი...

მინ­და, რომ არ­სე­ბობ­დე, მეტი არა­ფე­რი! მინ­და, რომ სა­დღაც შორს არ­სე­ბობ­დეს ვი­ღაც, ვინც წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც მიხ­ვდე­ბა, რა მინ­და...

შე­უძ­ლებ­ლად ჟღერს? ალ­ბათ...

შენი მაია ასა­თი­ა­ნი

2013 წლის დე­კემ­ბე­რი".

- სულ ეს არის?

- მე­ნატ­რე­ბა ის პე­რი­ო­დი, როცა არაპ­რაგ­მა­ტუ­ლი ვი­ყა­ვი და სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი, რომ ცოტა მე­ფიქ­რა და ბევ­რი მე­ოც­ნე­ბა.

- შენი თოვ­ლის ბა­ბუა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და?

- ჯა­დოს­ნუ­რი იყო, უხი­ლა­ვი, არ ჩან­და, მაგ­რამ მა­ხა­რებ­და. ხვდე­ბო­და, რო­დის რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი. 12 სა­ათ­ზე, როცა გა­რეთ ფე­ი­ერ­ვერ­კი იწყე­ბო­და, ბა­ბუ­ას გა­რეთ გავ­ყავ­დი. შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, სა­ჩუ­ქა­რი ნაძ­ვის ხის ქვეშ მხვდე­ბო­და. ბოლო წლებ­ში (ალ­ბათ ეს ჩემი პრო­ფე­სი­ის თა­ნამ­დე­ვია) მაქვს გან­ცდა, ჩემ გარ­შე­მო მყოფ ადა­მი­ა­ნებს ჩემ­გან რა­ღაც უნ­დათ და არა­ვინ არას­დროს მე­კი­თხე­ბა, მე რო­გორ ვარ და რა მინ­და. ამის დე­ფი­ცი­ტი მაქვს. იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლად უკი­თხავს, - მაია, რო­გორ ხარ? ჩემი სურ­ვი­ლია, არ­სე­ბობ­დეს თოვ­ლის ბა­ბუა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და გა­მა­ხა­რებს.

- ახა­ლი წლის ღა­მეს რა სურ­ვილს ჩა­უთ­ქვამ?

- ჩემი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს, მეტი არა­ფე­რი მინ­და.

"კო­მე­დი გრუ­პის" მსა­ხი­ო­ბი ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თოვ­ლის ბა­ბუ­ას გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი არას­დროს და­უ­ტო­ვე­ბია. ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და. მან­ქა­ნე­ბი და ვე­ლო­სი­პე­დე­ბი სწო­რედ თოვ­ლის ბა­ბუ­ის წყა­ლო­ბით ჰქონ­და. ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში, ამ მი­თურ არ­სე­ბას კი­დევ ერთ უც­ნა­ურ ნატ­ვრას ან­დობ­და:

- თოვ­ლის ბა­ბუს ვთხოვ­დი, შუქი მო­სუ­ლი­ყო და მოჰ­ყავ­და. ჩემს შვილ­თან ერ­თად თოვ­ლის ბა­ბუ­ის მოს­ვლას წელ­საც მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი, მა­ნამ­დე კი მივ­წერ:

"მე ისევ ისე მიყ­ვარ­ხარ, კე­თი­ლო სან­ტა!!! დიდი ხა­ნია, შენ­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია. გთხოვ, მე აღარ მინ­და სა­ჩუ­ქა­რი და ჩემს ბი­ჭუ­ნას - ან­დრი­ას მო­უ­ტა­ნე ზამ­თრის სას­რი­ა­ლო ციგა. იმი­ტომ, რომ კარ­გად და­ის­ვე­ნოს ბა­კუ­რი­ან­ში.

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი

კო­მე­დი შოუ და ღი­მი­ლის სმა­ი­ლი­კი".

- ხი­ფა­თი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ახალ წელს ხან ფეხი "მი­ფეთ­ქდე­ბო­და", ხან - ხელი. ბნელ წლებ­ში ჩემი სა­ა­ხალ­წლო გა­სარ­თო­ბი "ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი" იყო. ერთ წელს სრო­ლა მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­თან ერ­თად, 11 სა­ათ­ზე და­ვი­წყეთ. მე მალე გა­მო­მე­ლია, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვე, ისი­ნი რომ მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნა, აივ­ნი­დან ან­თე­ბულ ასანთს ვაგ­დებ­დი, ვი­თომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი იყო.

- ახალ წელს სად ხვდე­ბი?

- რუს­თავ­ში კონ­ცერ­ტი მიმ­ყავს. სახ­ლში ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ...

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში ერ­თვე­ბი?

- ნაძ­ვის ხის მორ­თვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მე მი­ხა­რია. ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. სახ­ლში ვე­ე­ბერ­თე­ლა ნაძ­ვის ხე გვაქვს, ახალ წლამ­დე 3 კვი­რით ადრე მოვ­რთე. სა­თა­მა­შო­ებს შო­რის 2 ვარ­სკვლა­ვი გვაქვს, ერთს "სოფო" აწე­რია, მე­ო­რეს - "ვახო", ახლა ვე­ძებთ მე­სა­მე ვარ­სკვლავს, რო­მელ­საც ჩვე­ნი შვი­ლის სა­ხე­ლი - "ან­დრია" ეწე­რე­ბა.

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რამე გა­გე­გე­ბა?

- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ. სუ­პერ­მარ­კეტ­ში რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მივ­დი­ვარ და მერე დიდი ამ­ბე­ბი იწყე­ბა. ხორ­ცე­ულს თა­ვად ვა­მუ­შა­ვებ. სო­კოს­გან უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის სა­ლ­ა­თა­სა და კერძს ვამ­ზა­დებ. თე­ო­რი­უ­ლად გო­ზი­ნა­ყის გა­კე­თე­ბაც ვიცი, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად არას­დროს მო­მიმ­ზა­დე­ბია.

- ელი­სო, თქვენ­თვის 2013 წელი რო­გო­რი იყო?

ელი­სო ჩა­ფი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი:

- 2013 კარ­გი წელი იყო. მარ­თა­ლია, სირ­თუ­ლე­ე­ბით და­ი­წყო იმ ოლ­ქში, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ვარ, მაგ­რამ სა­და­ზღვე­ვო პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბა ცო­ტა­თი შემ­სუ­ბუქ­და. წელს ჩემს სა­მა­ჟო­რი­ტა­რო ოლ­ქში 67 შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ი­გო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა და ამა­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე დარ­წმუნ­დე­ბა. ეს წელი ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის იმი­თაც იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ და­ვო­ჯახ­დი. 2014 წელს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გუ­ლებ­ში, ოჯა­ხებ­ში დიდი სით­ბო, სი­კე­თე და სი­ხა­რუ­ლი შე­მო­ე­ტა­ნოს!

- თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის რა ასა­კამ­დე გჯე­რო­დათ?

- (იცი­ნის) დღე­საც მჯე­რა. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, თოვ­ლის ბა­ბუა ნამ­დვილ ბა­ბუ­ას­თან - ალექ­სან­დრე ჩა­ფი­ძეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. ბა­ბუა უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ახა­ლი წლის დად­გო­მას ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და თა­ვი­სე­ბუ­რად გვი­ლო­ცავ­და. მის პი­ჯაკს იმ­დე­ნი ჯიბე ჰქონ­და, რამ­დე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლიც ვყავ­დით. როცა ჩემი ძმა და­ი­ბა­და, პი­ჯაკს კი­დევ ერთი ჯიბე და­ა­მა­ტა. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რო­მე­ლი რომ­ლის ჯიბე იყო და ტკბი­ლე­ულ­სა და სა­ჩუქ­რებს იმ ჯი­ბე­ში ვე­ძებ­დით.

- ბა­ბუა რო­გორ გი­ლო­ცავ­დათ?

- ჩვენ­თან ბარ­ბა­რო­ბას, ახ­ლით და ძვე­ლით ახალ წელს მე­ფე­ხუ­რო­ბის ანუ მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას იცავ­დნენ. ბა­ბუ­ამ ფოლკ­ლო­რი­დან ბევ­რი რამ იცო­და. ახა­ლი წლის ღა­მეს შინ ბზის ტოტი შე­მოჰ­ქონ­და, ბუ­ხარ­ში ატ­რი­ა­ლებ­და და ილო­ცე­ბო­და.

- ბზის ტოტს რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- როცა ბზა იწ­ვის, ნა­პერ­წკლებს ყრის. ბა­ბუა ილო­ცე­ბო­და, ღმერ­თმა ოჯახს ბა­რა­ქა მის­ცეს, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, კე­თილ­დღე­ო­ბა არ მო­აკ­ლო­სო!

- წელს სა­კუ­თარ ოჯახ­ში ახალ წელს პირ­ვე­ლად ხვდე­ბი, ალ­ბათ გან­წყო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გაქვთ.

- დიახ. ძა­ლი­ან გვინ­და, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ახა­ლი წლის სა­ღა­მო ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. შარ­შან ამ დღეს ტყი­ბულ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც კონ­ცერ­ტი იყო, მერე დე­დას­თან, ძმას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად შევ­ხვდი. წელს შე­იძ­ლე­ბა, ტყი­ბულ­ში შევ­ხვდეთ და და­თოს მშობ­ლე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ, ან თბი­ლის­ში მათ­თან ჩა­მო­ვი­დეთ და ყვე­ლა­ნი ერ­თად შევ­ხვდეთ. სი­მარ­თლე გი­თხრა, თბი­ლი­სი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­ნატრნენ.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბით?

- ოჯახ­ში, სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში ჩემი ჩა­რე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ჭი­რო არას­დროს იყო, მაგ­რამ მცი­რედ წვლილს მა­ინც შე­ვი­ტან­დი ხოლ­მე. ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა შე­დი­ო­და. ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფუს­ფუ­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ას რას მის­წერთ?

- "საქ­ვეყ­ნო სა­თხოვ­რე­ბი" უფრო მაქვს, ვიდ­რე - პი­რა­დი. შე­იძ­ლე­ბა, პა­თე­ტი­კუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ არც თოვ­ლის ბა­ბუა და არც უფა­ლი პი­რა­დი თხოვ­ნე­ბით არას­დროს შე­მი­წუ­ხე­ბია. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ქრის­ტეს საფ­ლავ­ზე თუ გო­დე­ბის კე­დელ­თან, უფალს პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბას შევ­თხოვ­დი.

"ძვირ­ფა­სო თოვ­ლის ბაბუ"

2014 წლის­გან ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს ვე­ლო­დე­ბი. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იყ­ვნენ უსახ­ლკა­რო, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. შიმ­ში­ლით, ექიმ­თან მი­უს­ვლე­ლო­ბი­თა და ყინ­ვით ამ ქვე­ყა­ნა­ში აღა­რას­დროს არა­ვინ და­ი­ღუ­პოს და ძა­ლი­ან მალე ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წელი დამ­დგა­რი­ყოს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად სა­თხო­ვარს: ვნატ­რობ, ჩემს ოჯახ­ში მა­ტე­ბა იყოს. მინ­და, ამი­თაც გა­მო­ვად­გე სა­ქარ­თვე­ლოს.

გწერ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით

ელი­სო ჩა­ფი­ძე".

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ახალ წელს ტრა­დი­ცუ­ლად, მშობ­ლე­ბის სახ­ლში ხვდე­ბა.

- ეს სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლია. დედა ყვე­ლას ლა­მა­ზად მორ­თულ, გემ­რი­ელ სუფ­რას­თან გვე­პა­ტი­ჟე­ბა. ახალ წელს ერ­თად ვხვდე­ბით და მერე ვიშ­ლე­ბით. მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად ყო­ველ­თვის სა­დღაც მივ­დი­ვარ.

- 2014 წლის შეხ­ვედ­რა­საც ასე აპი­რებ?

- წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიქ­ნე­ბი. ახალ წელს ლონ­დონ­ში ან პა­რიზ­ში ირაკ­ლის­თან ერ­თად შევ­ხვდე­ბი.

- ბავ­შვო­ბა­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ას რას სთხოვ­დი?

- დედა მიყ­ვე­ბა, არას­დროს თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის არ გჯე­რო­და და სულ აპ­რო­ტეს­ტებ­დიო. როცა რამე მინ­დო­და, მა­მას­თან მივ­დი­ო­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ეს და ეს მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი. არა­რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ბავ­შვო­ბა­ში სას­წა­უ­ლე­ბის დი­დად არ მჯე­რო­და. დღე­საც მი­წა­ზე მყა­რად ვდგა­ვარ და მგო­ნია, რომ ჩვენ გვერ­დით თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი არ და­დი­ან. ეს მე მგო­ნია ასე, სი­ნამ­დვი­ლე­ში - რა იცი, რა ხდე­ბა. შანსს ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ და ამ მი­თურ არ­სე­ბას ერთ წე­რილს მეც გა­ვუგ­ზავ­ნი:

"თოვ­ლის ბაბუ!

წე­რილს პირ­ვე­ლად გწერ, შენ­თვის არას­დროს არა­ფე­რი მი­თხო­ვია. თუ მარ­თლა არ­სე­ბობ, 2014 წელს ჩემი სურ­ვი­ლი შე­მის­რუ­ლე: ოპრა უინფრის­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მინ­და. თუ ამ სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლებ, ამ­ბა­ვი ჩემს ჩიტს გა­მო­ა­ტა­ნე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი"

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?

ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?

მსახიობი კოტე თოლორდავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჩემი განზრახვა გავუზიარე. იმედი მაქვს, თოვლის ბაბუ არ გამაწბილებსო, მითხრა და წერილის წერას შეუდგა: 

"ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, სხვადასხვა სახელებად წოდებულო! მიუხედავად უამრავი გაწბილებული ბავშვისა, საბოლოო ჯამში, მაინც კეთილო და მითურო თოვლის ბაბუ! მოგესალმები და პირდაპირ საქმეზე გადავალ. თუ რამე შეგიძლია, გააკეთე, ძალიან გთხოვ და ამ მართლა მძიმე წლის დასასრული უმტკივნეულოდ ჩაიბარე. ჯანმრთელობით სავსე ახალი წელი მოიყვანე, ძალიან გთხოვ.

პატივისცემით, კოტე თოლორდავა.

ვისაც შენი არსებობის სჯერა, თხოვნებით ისინი მოგმართავენ".

წერილის დაწერას რომ მორჩა, გამიმხილა:

- აზრობრივად ყოველთვის ვიცოდი, თოვლის ბაბუისთვის რა უნდა მეთხოვა, მაგრამ ჩემი სურვილები ფურცელზე პირველად გადავიტანე. ახლა, როგორც არასდროს, ისე მინდა, ეს ნატვრები შემისრულოს. თოვლის ბაბუის არსებობის დიდხანს მჯეროდა და დღესაც მჯერა.

- როგორი იყო ის შენს ბავშვურ წარმოდგენაში?

- ცხოვრებაში რეალური ბაბუები არ მყავდა და ჩემი თოვლის ბაბუა ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მამას. მამა გემის ნამდვილი კაპიტანი იყო. წელს ცოტათი დაძაბული პერიოდები მქონდა. იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი 2013 წელს გაჰყვება და ახალი ბედნიერი წელი დაიწყება.

- სიურპრიზების დიდოსტატი ხარ, ამაზე არაერთხელ გისაუბრია, მაგრამ საახალწლო სიურპრიზებზე - არასდროს.

- არც მე და არც განოს ახალი წლის ზეიმი დიდად არ გვხიბლავს. ჩვენ დღესასწაულებისთვის თარიღები არ გვჭირდება. ამ ბოლო დროს, ყოველ ახალ წელს თოვლის ბაბუის როლში ვარ, ჩემი შვილებისთვის, ახლობლების ბავშვებისთვის და ამით, მათზე მეტად ვბედნიერდები.

- ვერ გცნობენ?

- ვერ მცნობენ. ბავშვებს ხომ დაჯერების დიდი ნიჭი აქვთ. მეკვლეობაც მიყვარს, წლის ბოლოს რამეს ცუდს თუ არ მომაძახებენ. განო მეუბნება, დაძაბული წელი იმიტომ გვქონდა, რომ წინა წელი ცუდად გავაცილეთო. 2013 წელს მართლა არეულად, არაორგანიზებულად შევხვდით. წვრილმანებმა და ყოფამ გვშთანთქა. მატერიალურადაც დიდად კარგად ვერ ვიყავით. მაგრამ ჩვენს ოჯახს ერთი დიდი კოზირი აქვს - ნებისმიერი პრობლემის დიდი სიყვარულით დაძლევა.

- როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ ბედნიერება დაგვებედოს?

- ოპტიმიზმი აუცილებელია. სამყაროში რა ენერგეტიკასაც გასცემ, უკანვე გიბრუნდება. განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ოჯახში დადებითი ენერგეტიკა ტრიალებს, იქ პრობლემებიც ადვილად გვარდება.

- სამზარეულოში შენს როლზე რას გვეტყვი?

- ო! ეს საინტერესოა, სამზარეულოში სასწაულებს ვაკეთებ.

- ხუმრობ?

- სიმართლეს გეუბნები, სამზარეულოს მეფე ვარ. მართალია, გოზინაყის გაკეთება არ ვიცი, მაგრამ უგემრიელეს კერძებს ვამზადებ. თავადაც გურმანი ვარ. მომწონს ევროპული კერძები, იმპროვიზაციის დიდ შესაძლებლობას მაძლევს.

- წელს "თოვლის ბაბუობა" ძვირი გიჯდება?

- ბავშვებმა თოვლის ბაბუას ისეთი წერილები მისწერეს, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არითმეტიკაში ძალიან გავიწაფე, რომ დავითვალე, ჩემთვის ასტრონომიულ ციფრს მივუახლოვდი. ეგ არაფერია, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარი - მონდომებაა.

- შენს წერილს თოვლის ბაბუას აუცილებლად გადავცემ.

- მადლობა, რომ არ დამივიწყე.

- წერილებს იმ რესპონდენტებს ვაწერინებ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე კარგად იქცეოდნენ.

- (იცინის) დანარჩენებმა ისწავლონ, რატომ არ უნდა გააბრაზონ ჟურნალისტები. ახალ წელს ვულოცავ ჩემს ქვეყანას! მტერსაც და მოყვარესაც ვუსურვებ, რომ ეს წელი დიდი სიყვარულისა და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს!

მაია ასათიანი, ჟურნალისტი:

- ბავშვობიდან ახალ წელს სასწაულის მოლოდინით ველოდები, არათანამედროვე ბავშვი ვიყავი. თოვლის ბაბუის არსებობის გულწრფელად 10 წლამდე მჯეროდა. როცა გამიმხილეს, თოვლის ბაბუის მოტანილ საჩუქრებს დედა ყიდულობდა, ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს.

- მაშინ თოვლის ბაბუას რას სწერდი?

- არაფერს არ ვწერდი, მეგონა, რასაც ჩავიფიქრებდი, რაზეც ვოცნებობდი, თოვლის ბაბუა ყველაფერს უთქმელად ხვდებოდა და ის საჩუქარი მოჰქონდა, რომელიც გულით მინდოდა.

- ახლა რას მისწერ?

- ეს ჩემი პირველი წერილია.

"ძვირფასო თოვლის ბაბუა!

მაშინ, როცა მჯეროდა იმის, რისიც ახლა აღარ მჯერა, წერილს არასდროს გწერდი...

ეს ჩემი პირველი წერილია, უკვე დაღვინებული...

მინდა, რომ არსებობდე, მეტი არაფერი! მინდა, რომ სადღაც შორს არსებობდეს ვიღაც, ვინც წელიწადში ერთხელ მაინც მიხვდება, რა მინდა...

შეუძლებლად ჟღერს? ალბათ...

შენი მაია ასათიანი

2013 წლის დეკემბერი".

- სულ ეს არის?

- მენატრება ის პერიოდი, როცა არაპრაგმატული ვიყავი და საკუთარ თავს იმის უფლებას ვაძლევდი, რომ ცოტა მეფიქრა და ბევრი მეოცნება.

- შენი თოვლის ბაბუა როგორ გამოიყურებოდა?

- ჯადოსნური იყო, უხილავი, არ ჩანდა, მაგრამ მახარებდა. ხვდებოდა, როდის როგორ ხასიათზე ვიყავი. 12 საათზე, როცა გარეთ ფეიერვერკი იწყებოდა, ბაბუას გარეთ გავყავდი. შინ დაბრუნებულს, საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ მხვდებოდა. ბოლო წლებში (ალბათ ეს ჩემი პროფესიის თანამდევია) მაქვს განცდა, ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ჩემგან რაღაც უნდათ და არავინ არასდროს მეკითხება, მე როგორ ვარ და რა მინდა. ამის დეფიციტი მაქვს. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უკითხავს, - მაია, როგორ ხარ? ჩემი სურვილია, არსებობდეს თოვლის ბაბუა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც დაინტერესდება და გამახარებს.

- ახალი წლის ღამეს რა სურვილს ჩაუთქვამ?

- ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, მეტი არაფერი მინდა.

"კომედი გრუპის" მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ თოვლის ბაბუას გაწბილებული არასდროს დაუტოვებია. ბავშვობაში ყველა სურვილს უსრულებდა. მანქანები და ველოსიპედები სწორედ თოვლის ბაბუის წყალობით ჰქონდა. ახალი წლის წინა დღეებში, ამ მითურ არსებას კიდევ ერთ უცნაურ ნატვრას ანდობდა:

- თოვლის ბაბუს ვთხოვდი, შუქი მოსულიყო და მოჰყავდა. ჩემს შვილთან ერთად თოვლის ბაბუის მოსვლას წელსაც მოუთმენლად დაველოდები, მანამდე კი მივწერ:

"მე ისევ ისე მიყვარხარ, კეთილო სანტა!!! დიდი ხანია, შენთვის არაფერი მითხოვია. გთხოვ, მე აღარ მინდა საჩუქარი და ჩემს ბიჭუნას - ანდრიას მოუტანე ზამთრის სასრიალო ციგა. იმიტომ, რომ კარგად დაისვენოს ბაკურიანში.

ვახო ბიჭიკაშვილი

კომედი შოუ და ღიმილის სმაილიკი".

- ხიფათიანი ადამიანი ვარ. ახალ წელს ხან ფეხი "მიფეთქდებოდა", ხან - ხელი. ბნელ წლებში ჩემი საახალწლო გასართობი "ასაფეთქებლები" იყო. ერთ წელს სროლა მეზობლის ბავშვებთან ერთად, 11 საათზე დავიწყეთ. მე მალე გამომელია, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე, ისინი რომ მომეტყუებინა, აივნიდან ანთებულ ასანთს ვაგდებდი, ვითომ ასაფეთქებელი იყო.

- ახალ წელს სად ხვდები?

- რუსთავში კონცერტი მიმყავს. სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ...

- საახალწლო სამზადისში ერთვები?

- ნაძვის ხის მორთვა ყველაზე მეტად მე მიხარია. ნამდვილად სასიამოვნოა. სახლში ვეებერთელა ნაძვის ხე გვაქვს, ახალ წლამდე 3 კვირით ადრე მოვრთე. სათამაშოებს შორის 2 ვარსკვლავი გვაქვს, ერთს "სოფო" აწერია, მეორეს - "ვახო", ახლა ვეძებთ მესამე ვარსკვლავს, რომელსაც ჩვენი შვილის სახელი - "ანდრია" ეწერება.

- სამზარეულოში რამე გაგეგება?

- რას მელაპარაკები, პროფესიონალი ვარ. სუპერმარკეტში რამდენიმე დღით ადრე მივდივარ და მერე დიდი ამბები იწყება. ხორცეულს თავად ვამუშავებ. სოკოსგან უამრავი სახეობის სალათასა და კერძს ვამზადებ. თეორიულად გოზინაყის გაკეთებაც ვიცი, მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს მომიმზადებია.

- ელისო, თქვენთვის 2013 წელი როგორი იყო?

ელისო ჩაფიძე, პარლამენტის წევრი:

- 2013 კარგი წელი იყო. მართალია, სირთულეებით დაიწყო იმ ოლქში, რომლის წარმომადგენელიც პარლამენტში ვარ, მაგრამ სადაზღვევო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მდგომარეობა ცოტათი შემსუბუქდა. წელს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში 67 შეხვედრა გავმართე. "ქართულმა ოცნებამ" მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და ამაში ქართველი საზოგადოება მალე დარწმუნდება. ეს წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომ დავოჯახდი. 2014 წელს თითოეული ჩვენგანის გულებში, ოჯახებში დიდი სითბო, სიკეთე და სიხარული შემოეტანოს!

- თოვლის ბაბუის არსებობის რა ასაკამდე გჯეროდათ?

- (იცინის) დღესაც მჯერა. ჩემს ბავშვობაში, თოვლის ბაბუა ნამდვილ ბაბუასთან - ალექსანდრე ჩაფიძესთან ასოცირდებოდა. ბაბუა უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ახალი წლის დადგომას ყველას განსაკუთრებულად და თავისებურად გვილოცავდა. მის პიჯაკს იმდენი ჯიბე ჰქონდა, რამდენი შვილიშვილიც ვყავდით. როცა ჩემი ძმა დაიბადა, პიჯაკს კიდევ ერთი ჯიბე დაამატა. ყველამ ვიცოდით, რომელი რომლის ჯიბე იყო და ტკბილეულსა და საჩუქრებს იმ ჯიბეში ვეძებდით.

- ბაბუა როგორ გილოცავდათ?

- ჩვენთან ბარბარობას, ახლით და ძველით ახალ წელს მეფეხურობის ანუ მეკვლეობის ტრადიციას იცავდნენ. ბაბუამ ფოლკლორიდან ბევრი რამ იცოდა. ახალი წლის ღამეს შინ ბზის ტოტი შემოჰქონდა, ბუხარში ატრიალებდა და ილოცებოდა.

- ბზის ტოტს რა დატვირთვა აქვს?

- როცა ბზა იწვის, ნაპერწკლებს ყრის. ბაბუა ილოცებოდა, ღმერთმა ოჯახს ბარაქა მისცეს, სიყვარული, სიკეთე, კეთილდღეობა არ მოაკლოსო!

- წელს საკუთარ ოჯახში ახალ წელს პირველად ხვდები, ალბათ განწყობაც განსხვავებული გაქვთ.

- დიახ. ძალიან გვინდა, ოჯახის წევრებმა ახალი წლის საღამო ერთად გავატაროთ. შარშან ამ დღეს ტყიბულში ვიყავი, სადაც კონცერტი იყო, მერე დედასთან, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად შევხვდი. წელს შეიძლება, ტყიბულში შევხვდეთ და დათოს მშობლები ჩამოვიყვანოთ, ან თბილისში მათთან ჩამოვიდეთ და ყველანი ერთად შევხვდეთ. სიმართლე გითხრა, თბილისი და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მომენატრნენ.

- წინასაახალწლო სამზადისში რამდენად აქტიურად ერთვებით?

- ოჯახში, საახალწლო სამზადისში ჩემი ჩარევის აუცილებლობა საჭირო არასდროს იყო, მაგრამ მცირედ წვლილს მაინც შევიტანდი ხოლმე. ჩემს მოვალეობაში გოზინაყის მომზადება შედიოდა. ეს ტრადიციული ფუსფუსი სიამოვნებას მანიჭებს.

- თოვლის ბაბუას რას მისწერთ?

- "საქვეყნო სათხოვრები" უფრო მაქვს, ვიდრე - პირადი. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ არც თოვლის ბაბუა და არც უფალი პირადი თხოვნებით არასდროს შემიწუხებია. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ქრისტეს საფლავზე თუ გოდების კედელთან, უფალს პირველ რიგში, საქართველოს კეთილდღეობას შევთხოვდი.

"ძვირფასო თოვლის ბაბუ"

2014 წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ველოდები. მინდა, საქართველოში აღარ იყვნენ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ადამიანები. შიმშილით, ექიმთან მიუსვლელობითა და ყინვით ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ დაიღუპოს და ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი დამდგარიყოს. რაც შეეხება ჩემს პირად სათხოვარს: ვნატრობ, ჩემს ოჯახში მატება იყოს. მინდა, ამითაც გამოვადგე საქართველოს.

გწერ დიდი სიყვარულით და პატივისცემით

ელისო ჩაფიძე".

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ წელს ტრადიცულად, მშობლების სახლში ხვდება.

- ეს საოჯახო დღესასწაულია. დედა ყველას ლამაზად მორთულ, გემრიელ სუფრასთან გვეპატიჟება. ახალ წელს ერთად ვხვდებით და მერე ვიშლებით. მეგობრებთან ერთად გასართობად ყოველთვის სადღაც მივდივარ.

- 2014 წლის შეხვედრასაც ასე აპირებ?

- წელს საქართველოში არ ვიქნები. ახალ წელს ლონდონში ან პარიზში ირაკლისთან ერთად შევხვდები.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუას რას სთხოვდი?

- დედა მიყვება, არასდროს თოვლის ბაბუის არსებობის არ გჯეროდა და სულ აპროტესტებდიო. როცა რამე მინდოდა, მამასთან მივდიოდი და ვეუბნებოდი, ეს და ეს მომიტანე-მეთქი. არარომანტიკული ადამიანი ვარ. ბავშვობაში სასწაულების დიდად არ მჯეროდა. დღესაც მიწაზე მყარად ვდგავარ და მგონია, რომ ჩვენ გვერდით თოვლის ბაბუები არ დადიან. ეს მე მგონია ასე, სინამდვილეში - რა იცი, რა ხდება. შანსს ხელიდან არ გავუშვებ და ამ მითურ არსებას ერთ წერილს მეც გავუგზავნი:

"თოვლის ბაბუ!

წერილს პირველად გწერ, შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია. თუ მართლა არსებობ, 2014 წელს ჩემი სურვილი შემისრულე: ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუ მინდა. თუ ამ სურვილის შესრულებას შეძლებ, ამბავი ჩემს ჩიტს გამოატანე.

ნანუკა ჟორჟოლიანი"

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება