როგორც გადაცემა ''სხვა შუა დღის'' წამყვანი გვანცა დარასელია ამბობს, 2013 წელი მისთვის კარგი და დაბალანსებული იყო, თავისი უარყოფითი და დადებითი მოვლენებით, მაგრამ 2014-სგან კიდევ უფრო მეტ კარგს ელის. წინასაახალწლოდ ტელევიზიის თანამშრომლებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, გვანცა საოჯახო სამზადისში ნაკლებად ერთვება, თუმცა მის საახალწლო სუფრას, როგორც წესი, არაფერი აკლია, ვინ ზრუნავს ამაზე, ჩვენი რესპონდენტი გაგიმხელთ.
- სხვათა შორის, საახალწლო სამზადისს გვიან, სადღაც 25 დეკემბრიდან ვიწყებ, მანამდე ნაძვის ხესაც კი არ ვრთავ, გვირჩევნია, გვიან მოვრთოთ, რომ 31 დეკემბერს უკვე მობეზრებული არ გვქონდეს.
- ნაძვის ხის აწყობა რაიმე რიტუალს ხომ არ უკავშირდება?
- კი, ოღონდ ეს ხდებოდა ჩემი მშობლების ოჯახში, სადაც მე და მამაჩემი, ჩვენი ინიციატივით, ყოველთვის ერთად ვაკეთებდით ამ საქმეს. ნაძვის ხის აწყობას 30 ან 31 დეკემბერს ვიწყებდით და ძალიან დიდი რუდუნებით ვეკიდებოდით, ყოველ წელს ახალ განათებებს ვამატებდით, ოღონდ ძირითადი პრინციპი გახლდათ ის, რომ ნაძვის ხე უნდა გვქონოდა ხელოვნური და ასეც იყო.
- ამბობენ, ნაძვის ხეს ყოველ წელს ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატოო, როგორც ვხედავ, ამ ტრადიციას ითვალისწინებ.
- კი, თან ახლა ძალიან დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ყოველ წელს ვყიდულობ სათამაშოებს, მაგრამ მაინც არ მყოფნის, რადგან მართლა ძალიან დიდია და ბევრს მოითხოვს. უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ძალიან იმ ყუთის გახსნა მიყვარს, ნაძვის ხის მოსართავები რომ აწყვია, აღარ გახსოვს, რა ლამაზი რაღაცები გქონია და ყოველ წელს თითქოს ახლიდან პოულობ და აღმოაჩენ ამა თუ იმ ნივთს. ახლა ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახში ფუნქციები ასეა განაწილებული, ჩემი ქმარი უშუალოდ ნაძვის ხეს აწყობს, რისი გაკეთებაც, როგორც წესი, გვეზარება ხოლმე, მე კი შემდეგ ვრთავ.
- წლის მიწურულს ასტროლოგები გვირჩევენ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, თუ ითვალისწინებ ამ რჩევებს?
- არა, არასდროს არ ვინტერესდები ამით, იმიტომ კი არა, რომ არ მჯერა და არ მწამს, უბრალოდ, არ მახსენდება. შეიძლება, რაღაცას მოვკრა ყური, სადმე ამოვიკითხო, მაგრამ მერე მავიწყდება გათვალისწინება. ვიცი, ცხენის წელიწადი მოდის, დავაყენებ ამ ჩემს ცხენს ნაძვის ხის ქვეშ, შეიძლება, ნალიც მივარტყათ კარზე, მაგრამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, შევეცდები, ცხენს არ ვაწყენინო.
იხილეთ სტატიის გაგრძელება