სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის, ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს და აცხა­დებს, რომ ეს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს გა­ტა­რე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი შე­დე­გი იყო.

ამ­ჯა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფე ექს-პრე­მი­ერს "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ცი­ხე­ში შე­კი­თხვე­ბი შე­უგ­ზავ­ნა, მან კი რამ­დე­ნი­მე კი­თხვა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

"ისე­თი რა­დი­კა­ლუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რე­ფორ­მა, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, სხვა­ნა­ი­რი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. თქვენ ხართ პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ვინც ახ­სე­ნა, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დროს არ ვი­ყა­ვი მი­ნის­ტრი, მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, გა­ვე­მიჯ­ნო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს, უაზ­რო­ბაა", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ექს-პრე­მი­ერ­მა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"იმ დღეს მეც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ სუფ­რა­ზე და რა­ღაც შემ­თხვე­ვის გამო ვერ მი­ვე­დი... გა­მო­ძი­ე­ბა მე­და­ვე­ბა, თუ რა­ტომ არ გა­და­ე­ცა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას. ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი მუხ­ლი მაქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი და ის, ძი­რი­თა­დად, ჯა­რი­მას ან პი­რო­ბით სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა.

მე­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა შე­კი­თხვა გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის გა­ნა­ჩენ­თან მისი ოჯა­ხის წევრთა კავ­ში­რის შე­სა­ხებ.

- გირ­გვლი­ა­ნი საქ­მე­ში თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რიც ფი­გუ­რი­რებ­და. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­სა­მარ­თლო, მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა, მკაც­რი არ ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე­თა მი­მართ. ხომ არ აღ­მოჩ­ნდა მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე გა­რე­მოც­ვის მსხვერ­პლი, ანუ თუ მკაც­რად და­ის­ჯე­ბოდ­ნენ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მათ შე­იძ­ლე­ბა თითი თქვე­ნი ოჯა­ხის­კე­ნაც გა­მო­ეშ­ვი­რათ. ხომ არ მო­გი­წი­ათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ, რომ ყვე­ლაფ­რის ფა­სად და­გეც­ვათ მე­უღ­ლე?

- ???

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი 2006 წლის 28 იან­ვარს თბი­ლი­სის გა­რეთ, სა­საფ­ლა­ოს მახ­ლობ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს მრა­ვალ­ჯე­რა­დი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ეს "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს გატარებული რადიკალური რეფორმების გარდაუვალი შედეგი იყო.

ამჯამად პატიმრობაში მყოფე ექს-პრემიერს "კვირის პალიტრამ" ციხეში შეკითხვები შეუგზავნა, მან კი რამდენიმე კითხვა უპასუხოდ დატოვა.

"ისეთი რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელმაც ქართველი საზოგადოება სრულიად შეცვალა, შეუძლებელი იყო, სხვანაირი შედეგით დასრულებულიყო. თქვენ ხართ პირველი ჟურნალისტი, ვინც ახსენა, რომ ვაზაგაშვილის დროს არ ვიყავი მინისტრი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი მცდელობა, გავემიჯნო ჩვენი ხელისუფლების დროინდელ მოვლენებს, უაზრობაა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ექს-პრემიერმა გირგვლიანის საქმის გამოძიებაში საკუთარი წვლილის შესახებაც ისაუბრა.

"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი იმ სუფრაზე და რაღაც შემთხვევის გამო ვერ მივედი... გამოძიება მედავება, თუ რატომ არ გადაეცა დაუყოვნებლივ საქმე პროკურატურას. ყველაზე მსუბუქი მუხლი მაქვს წაყენებული და ის, ძირითადად, ჯარიმას ან პირობით სასჯელს ითვალისწინებს", - განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა.

მერაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა გირგვლიანის მკვლელების განაჩენთან მისი ოჯახის წევრთა კავშირის შესახებ.

- გირგვლიანი საქმეში თქვენი ოჯახის წევრიც ფიგურირებდა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, მკაცრი არ ყოფილა დამნაშავეთა მიმართ. ხომ არ აღმოჩნდა მერაბიშვილი თავისივე გარემოცვის მსხვერპლი, ანუ თუ მკაცრად დაისჯებოდნენ მკვლელობის შემსრულებლები, მათ შეიძლება თითი თქვენი ოჯახისკენაც გამოეშვირათ. ხომ არ მოგიწიათ არჩევანის გაკეთებამ, რომ ყველაფრის ფასად დაგეცვათ მეუღლე?

- ???

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ, სასაფლაოს მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ