მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?
ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?

კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძემ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და - მე­გობ­რის მა­მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ბან­კში იპო­თე­კით დატ­ვირ­თა და თან­ხას ვერ იხ­დი­და. გურ­გე­ნი­ძემ თავი სა­კუ­თა­რი ია­რა­ღით მო­იკ­ლა. შსს-მ სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა. სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. "ვერ­სია" კომ­პა­ნია "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძე მისი დე­ი­დაშ­ვი­ლია და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ერთ-ერ­თმა მე­ნა­შე­ნემ მი­იყ­ვა­ნა.

- გი­ორ­გი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კი არა, არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბულ ობი­ექტს უძღვე­ბო­და. ეს ტრა­გე­დია ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­ნა­შე­ნის, ნა­თია ყიფ­ში­ძის ბრა­ლია. ღრმა­ღე­ლის ობი­ექ­ტი "აქი­ლევ­სის ქუს­ლად" გვექ­ცა, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ შე­ჩერ­და. ამ პრო­ექ­ტის სა­ძირ­კვე­ლი, მი­წის ყიდ­ვა, მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სპე­ცტექ­ნი­კა 5 000 000 აშშ დო­ლა­რი დაჯ­და, უკვე 4 სარ­თუ­ლი ავა­შე­ნეთ, მაგ­რამ ობი­ექ­ტი­დან კომ­პა­ნი­ა­ში შე­მო­სას­ვლე­ლი თან­ხა 1 700 000 აშშ დო­ლა­რია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 10 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია ასა­შე­ნე­ბე­ლი, აქე­დან 4000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უკვე ავა­შე­ნეთ. 1 700 000 აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც მე­ნა­შე­ნე­ებ­მა უნდა შე­მო­ი­ტა­ნონ, თა­ვი­სუფ­ლად ჰყოფ­ნის ობი­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბას. ღრმა­ღე­ლის ობი­ექ­ტზე ერთ-ერთი მომ­ჩი­ვა­ნი ნა­თია ყიფ­ში­ძეა, რო­მელ­მაც გი­ორ­გის ქო­ნე­ბა და ღრმა­ღე­ლის ობი­ექ­ტი და­ა­ყა­და­ღა. ნა­თია ყიფ­ში­ძის ად­ვო­კატ­მა გა­ყი­და გი­ორ­გის ერთი ნაკ­ვე­თი, არ­მა­ტუ­რა და ბე­ტო­ნიც კი, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტზე გვქონ­და და, იცით, ამას ასე დარ­წმუ­ნე­ბით რა­ტომ გე­უბ­ნე­ბით? - იმი­ტომ, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ოფი­სი მუ­შა­ობ­და, რათა ნა­თია ყიფ­ში­ძე სხვა ობი­ექ­ტზე, თუნ­დაც ბა­თუმ­ში, წყნეთ­ში ან "და­კი­დე­ბულ ბა­ღებ­ში", სა­დაც უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბა, გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვერ მოვ­რიგ­დით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძემ ასეთ ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­ვი­და. გი­ორ­გის რომ ნა­თია ყიფ­ში­ძის ვალი გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა, სა­კუ­თა­რი ბინა იპო­თე­კით დატ­ვირ­თა და, პი­რა­დად მე, ორი ტრან­ზაქ­ცია გა­ვა­კე­თე. სა­ერ­თოდ, ობი­ექ­ტებ­ზე ორი ან სამ­კა­ცი­ა­ნი ჯუ­გ­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც მშე­ნებ­ლო­ბას აფერ­ხე­ბენ. ეს აქ­ტი­უ­რი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხალ­ხის ჯუ­გ­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის ცუ­დად გან­წყო­ბას ახერ­ხე­ბენ და ობი­ექტსაც აჩე­რე­ბენ. გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძე უკვე მეშ­ვი­დე დე­ვე­ლო­პე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც თავი მო­იკ­ლა.

- მას შემ­დეგ, რაც "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი" და­იბ­რუ­ნეთ, მაგ­რამ მე­ნა­შე­ნე­ებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი დაგ­ხვდათ, ღიად აღ­ნიშ­ნეთ, რომ თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ხელს გიშ­ლი­დათ...

- არა, ახლა გიგი უგუ­ლა­ვა არა­ფერ შუ­ა­შია! თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ნელ-ნელა და­ვა­ლა­გეთ.

- რას ფიქ­რობს, მე­ნა­შე­ნე ნა­თია ყიფ­ში­ძის უკან ხომ არა­ვინ დგას?

- ალ­ბათ, უგუ­ნუ­რე­ბა ან ბოღ­მა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დას­რულ­დეს. იცით, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იყო პირ­ველ თვე­ებ­ში, როცა "ცენ­ტრ-პო­ინ­ტში" დავ­ბრუნ­დით? - მო­ვარ­დნე­ბი, გი­სო­სებ­ზე აძ­ვრო­მა, ფან­ჯრე­ბის ლეწ­ვა... არა­და, მე ხომ არ გა­ვურ­ბი­ვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გი­ორ­გიც ხომ არ­სად მი­დი­ო­და? პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, ნე­ბის­მი­ერ სახ­ლში ვაძ­ლევ­დი ნა­თია ყიფ­ში­ძეს ბი­ნას, მაგ­რამ არ წა­მომ­ყვა, ავუხ­სე­ნი, რომ მისი ქმე­დე­ბით, ღრმა­ღე­ლის ობი­ექ­ტის 150 მე­ნა­შე­ნე ზა­რალ­დე­ბო­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ესე იგი, მას ეს მოს­წონ­და.

- კომ­პა­ნი­ა­ში ახლა რა ვი­თა­რე­ბაა?

- ორ­შა­ბათს, 30 დე­კემ­ბერს, ჩემს იუ­რის­ტებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა დე­ვე­ლო­პე­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს, რად­გან ამ პრო­ცე­სის მიშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო დარ­გს პატ­რო­ნი არ ჰყავს და, ამის გამო, სატ­კი­ვარს ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბით. ჩემი პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ ვიცი, რო­გორ შე­ვამ­ცი­რო წე­რი­ლი ისე, რომ რო­მე­ლი­მე უწყე­ბა­ში წა­ი­კი­თხონ! არ ვიც­ნობ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პირ­ველ პირს, რო­მე­ლიც ორგვერ­დი­ან­ზე დიდ წე­რილს წა­ი­კი­თხავს და გა­ი­გებს! ყვე­ლა­ზე დიდი დარ­გი, რო­მე­ლიც წინა წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის ნა­ხე­ვარს ავ­სებ­და, უპატ­რო­ნო­დაა! პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის გარ­და, ტე­ლე­ფონს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთი წევ­რიც არ პა­სუ­ხობს! ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა უი­ო­ლე­სია. უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მუდ­მე­ბით ვუ­რე­კავ­დი, არ მპა­სუ­ხობ­დნენ. 1937 წელი მგო­ნია, რად­გან ვფიქ­რობ, ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხის ეში­ნი­ათ. ასე­თი რამ არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, თუნ­დაც წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან ვის­თა­ნაც უნდა და­მე­რე­კა, ყვე­ლა მპა­სუ­ხობ­და. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი მიშა მა­ჭა­ვა­რი­ან­სა და გიგა ბო­კე­რი­ას, მაგ­რამ არ ვიც­ნობ­დი პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვილს, არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლი­მე მათ­განს ტე­ლე­ფო­ნის ზარ­ზე არ ეპა­სუ­ხა!

- კონ­კრე­ტუ­ლად, ვის ურე­კავ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო მაია, ვინ არ გპა­სუ­ხობ­დათ?

- სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს ვუ­რე­კავ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვცა­დე და­კავ­ში­რე­ბა, რად­გან ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მე­უღ­ლეს ვიც­ნობ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. გი­მე­ო­რებთ, რა­ღა­ცის ეში­ნი­ათ და ეს შიში თუ არ მო­ის­პო, ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე ვერ დად­გე­ბა! პარ­ლა­მენ­ტის წევრთან, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, რა შე­იძ­ლე­ბა მო­მინ­დეს? მარ­თლა ხომ არა­ვის სჯე­რა, რომ თაღ­ლი­თი ვარ? 500 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ავა­შე­ნე და ამის შემ­დეგ გავ­ხდი თაღ­ლი­თი? ეს ხომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო, ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია იყო, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რემ დად­გა. ვრე­კავ, რად­გან საქ­მე მაქვს და მე რომ მე­მა­ლე­ბი­ან, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან? ალ­ბათ, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ერ­თოდ აღარ აქვთ!

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?

ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა, გიორგი გურგენიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა - მეგობრის მამის საცხოვრებელი ბინა ბანკში იპოთეკით დატვირთა და თანხას ვერ იხდიდა. გურგენიძემ თავი საკუთარი იარაღით მოიკლა. შსს-მ სუიციდის ფაქტი დაადასტურა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "ვერსია" კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვლილი გიორგი გურგენიძე მისი დეიდაშვილია და თვითმკვლელობამდე ერთ-ერთმა მენაშენემ მიიყვანა.

- გიორგი კომპანიის დამფუძნებელი კი არა, არქიტექტორი იყო, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და რამდენიმე წარმატებულ ობიექტს უძღვებოდა. ეს ტრაგედია ჩვენი ერთ-ერთი მენაშენის, ნათია ყიფშიძის ბრალია. ღრმაღელის ობიექტი "აქილევსის ქუსლად" გვექცა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა. ამ პროექტის საძირკველი, მიწის ყიდვა, მიწის სამუშაოები და სპეცტექნიკა 5 000 000 აშშ დოლარი დაჯდა, უკვე 4 სართული ავაშენეთ, მაგრამ ობიექტიდან კომპანიაში შემოსასვლელი თანხა 1 700 000 აშშ დოლარია. მთლიანობაში, 10 000 კვადრატული მეტრია ასაშენებელი, აქედან 4000 კვადრატული მეტრი უკვე ავაშენეთ. 1 700 000 აშშ დოლარი, რომელიც მენაშენეებმა უნდა შემოიტანონ, თავისუფლად ჰყოფნის ობიექტის დასრულებას. ღრმაღელის ობიექტზე ერთ-ერთი მომჩივანი ნათია ყიფშიძეა, რომელმაც გიორგის ქონება და ღრმაღელის ობიექტი დააყადაღა. ნათია ყიფშიძის ადვოკატმა გაყიდა გიორგის ერთი ნაკვეთი, არმატურა და ბეტონიც კი, რომელიც ობიექტზე გვქონდა და, იცით, ამას ასე დარწმუნებით რატომ გეუბნებით? - იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ოფისი მუშაობდა, რათა ნათია ყიფშიძე სხვა ობიექტზე, თუნდაც ბათუმში, წყნეთში ან "დაკიდებულ ბაღებში", სადაც უკვე დასრულებულია მშენებლობა, გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოვრიგდით. საბოლოო ჯამში, გიორგი გურგენიძემ ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა. გიორგის რომ ნათია ყიფშიძის ვალი გაესტუმრებინა, საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა და, პირადად მე, ორი ტრანზაქცია გავაკეთე. საერთოდ, ობიექტებზე ორი ან სამკაციანი ჯუგფებია, რომლებიც მშენებლობას აფერხებენ. ეს აქტიური, მაგრამ საკმაოდ გაუნათლებელი ხალხის ჯუგფებია, რომლებიც სხვების ცუდად განწყობას ახერხებენ და ობიექტსაც აჩერებენ. გიორგი გურგენიძე უკვე მეშვიდე დეველოპერია საქართველოში, რომელმაც თავი მოიკლა.

- მას შემდეგ, რაც "ცენტრ-პოინტი" დაიბრუნეთ, მაგრამ მენაშენეებთან სერიოზული პრობლემები დაგხვდათ, ღიად აღნიშნეთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა ხელს გიშლიდათ...

- არა, ახლა გიგი უგულავა არაფერ შუაშია! თბილისის მერიასთან ურთიერთობა ნელ-ნელა დავალაგეთ.

- რას ფიქრობს, მენაშენე ნათია ყიფშიძის უკან ხომ არავინ დგას?

- ალბათ, უგუნურება ან ბოღმა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. იცით, როგორი ვითარება იყო პირველ თვეებში, როცა "ცენტრ-პოინტში" დავბრუნდით? - მოვარდნები, გისოსებზე აძვრომა, ფანჯრების ლეწვა... არადა, მე ხომ არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, გიორგიც ხომ არსად მიდიოდა? პირდაპირ გეუბნებით, ნებისმიერ სახლში ვაძლევდი ნათია ყიფშიძეს ბინას, მაგრამ არ წამომყვა, ავუხსენი, რომ მისი ქმედებით, ღრმაღელის ობიექტის 150 მენაშენე ზარალდებოდა, მაგრამ უშედეგოდ, ესე იგი, მას ეს მოსწონდა.

- კომპანიაში ახლა რა ვითარებაა?

- ორშაბათს, 30 დეკემბერს, ჩემს იურისტებთან ერთად, სხვადასხვა დეველოპერი პრესკონფერენციას გამართავს, რადგან ამ პროცესის მიშვება არ შეიძლება. სამშენებლო დარგს პატრონი არ ჰყავს და, ამის გამო, სატკივარს ვერავის ვეუბნებით. ჩემი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი, როგორ შევამცირო წერილი ისე, რომ რომელიმე უწყებაში წაიკითხონ! არ ვიცნობ საქართველოში არც ერთ ორგანიზაციის პირველ პირს, რომელიც ორგვერდიანზე დიდ წერილს წაიკითხავს და გაიგებს! ყველაზე დიდი დარგი, რომელიც წინა წლებში საქართველოს ბიუჯეტის ნახევარს ავსებდა, უპატრონოდაა! პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის გარდა, ტელეფონს საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წევრიც არ პასუხობს! ზურაბ ტყემალაძე ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც ურთიერთობა უიოლესია. უმრავლესობის დანარჩენი წევრები, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში, გამუდმებით ვურეკავდი, არ მპასუხობდნენ. 1937 წელი მგონია, რადგან ვფიქრობ, ტელეფონზე პასუხის ეშინიათ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, თუნდაც წინა მოწვევის პარლამენტში, რადგან ვისთანაც უნდა დამერეკა, ყველა მპასუხობდა. მაგალითად, ძალიან კარგად ვიცნობდი მიშა მაჭავარიანსა და გიგა ბოკერიას, მაგრამ არ ვიცნობდი პალიკო კუბლაშვილს, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მათგანს ტელეფონის ზარზე არ ეპასუხა!

- კონკრეტულად, ვის ურეკავდით, ქალბატონო მაია, ვინ არ გპასუხობდათ?

- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვურეკავდი. ოჯახის წევრების საშუალებითაც ვცადე დაკავშირება, რადგან ზოგიერთი მათგანის მეუღლეს ვიცნობ, თუმცა უშედეგოდ. გიმეორებთ, რაღაცის ეშინიათ და ეს შიში თუ არ მოისპო, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება! პარლამენტის წევრთან, საქმიანი ურთიერთობის გარდა, რა შეიძლება მომინდეს? მართლა ხომ არავის სჯერა, რომ თაღლითი ვარ? 500 000 კვადრატული მეტრი ავაშენე და ამის შემდეგ გავხდი თაღლითი? ეს ხომ წინასაარჩევნო, ბინძური კამპანია იყო, რომელიც ორივე მხარემ დადგა. ვრეკავ, რადგან საქმე მაქვს და მე რომ მემალებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, რიგით მოქალაქეები რა დღეში იქნებიან? ალბათ, მათთან კომუნიკაცია საერთოდ აღარ აქვთ!

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია