ვოლგოგრადში კიდევ ერთ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ვოლგოგრადში კიდევ ერთ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ვოლგოგრადში კიდევ ერთ ტერაქტს, ამ დროისთვის არსებული მონცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება დღეს დილით, ამჯერად ძერჟინსკის რაიონში, ბაზართან ახლოს, ტროლეიბუსში მოხდა. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

"ეს კიდევ ერთი ტერაქტია, ამჯერად უკვე ტროლეიბუსში",- აცხადებენ ოლქის საგამოძიებო კომიტეტში.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და რეანიმობილები.

ვოლგოგრადში ტერაქტი გუშინაც მოხდა. რკინიგზის სადგურში აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. აფეთქება მოსკოვის დროით 12:45 საათზე მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა