პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას
წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას

წლის "და­ჩაგ­რუ­ლი"

სოფო ნი­ჟა­რა­ძე მთე­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ყვე­ლა­ზე არა­და­ჩაგ­რულ მომ­ღერ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. მხო­ლოდ სოფო ნი­ჟა­რა­ძის ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ან­დრეა ბო­ჩე­ლის, ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის, პლა­სი­დო დო­მინ­გო­სა და კრის დე ბურგთან ერ­თად. კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ითხოვ­დნენ სიმ­ღე­რას და სხვი­სი გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­დათ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" ძა­ლი­ან დიდი ხანი ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას ამ ფაქ­ტორ­ზე და ბევ­რი სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნია ამ თე­მის­თვის, თუმ­ცა 2013 წლის მარ­ტის ნო­მერ­ში ჩვენ­თან და­ი­ბეჭ­და სკან­და­ლუ­რი მა­სა­ლა სო­ფოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მომ­ღე­რა­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და კა­მე­რე­ბის წინ თავი ისე და­ჩაგ­რუ­ლად წარ­მო­ად­გი­ნა, რომ საქ­მე­ში გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბელ მა­ყუ­რე­ბელს, ალ­ბათ, ცრემ­ლიც კი მოჰ­გვა­რა.

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" და­უ­კავ­შირ­და წყა­რო, რო­მელ­მაც სო­ფო­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ან­დო. მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა, "რე­ი­ტინ­გის­თვის" ეჩივ­ლა. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ისე, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში არა­ფე­რი და­უ­წე­რია და სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ აქამ­დე სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ხე­ლი უფრო ცუდ კონ­ტექ­სტშიც უხ­სე­ნე­ბი­ათ ქარ­თულ პრე­სა­ში...

წლის გა­წევ-გა­მო­წე­ვა

მარ­თა­ლია, მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ახ­ლა­ხან პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი ჩხუ­ბი ამო­გი­ტივ­ტივ­დე­ბა ადა­მი­ანს, როცა ერ­თმა­ნეთს სოსო ჯაჭვლი­ან­მა და გია ბა­რა­მი­ძემ დას­ცხეს და "ჩმო­რო-ფარ­თი" გა­მარ­თეს, მაგ­რამ თუკი მახ­სოვ­რო­ბას კი­დევ უფრო დავ­ძა­ბავთ, ახ­ლაც "გა­ვი­გო­ნებთ" მა­ის­ში თბი­ლი­სის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ კა­ფე­ში ჭურ­ჭლის ფრე­ნი­სა და ყბე­ბის მტვრე­ვის ხმას... ეს კაფე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, მათ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, ერთ დღეს იქ ან­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც აღ­მო­ჩე­ნი­ლან, შე­ლა­პა­რა­კე­ბას რამ­დე­ნი­მე ნა­ცი­ო­ნალ­სა და არა­ნა­ცი­ო­ნალს შო­რის დიდი დაკა-დაკა მოჰ­ყვა, ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, კბე­ნა, ღრე­ნა და თვა­ლე­ბის და­ქაჩ­ვა. მერე და­ი­წყო პატ­რულ­ში სირ­ბი­ლი, ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა, პრე­სა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოს­ვლე­ბი და ა.შ.

ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე და ნიკა მე­ლია ცოტ­ნე ბა­კუ­რი­ას ძმას, მა­მუ­კა­სა და მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, ისი­ნი კი პი­რი­ქით, ნა­ცი­ო­ნა­ლებს ადებ­დნენ ხელს ჩხუ­ბის წა­მო­წყე­ბა­ში. ბევ­რი ვარ­ჩი­ეთ თუ ცოტა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვერ გა­ვი­გეთ, ვინ ვის და­არ­ტყა პირ­ვე­ლად. სა­წყა­ლი კაფე "ლა ტრუ­ფე" კი შემ­დეგ პე­რი­ოდ­შიც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­გო­ნი. რო­გორც ჩანს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ზედ­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი მავ­ნე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას

წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას

წლის ''დაჩაგრული''

სოფო ნიჟარაძე მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის დროს, ყველაზე არადაჩაგრულ მომღერლად მიიჩნეოდა. მხოლოდ სოფო ნიჟარაძის ადგილი აღმოჩნდა ყველა სამთავრობო ღონისძიებაში ანდრეა ბოჩელის, ხულიო იგლესიასის, პლასიდო დომინგოსა და კრის დე ბურგთან ერთად. კონცერტების ორგანიზატორები გვარწმუნებდნენ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები მაინცდამაინც სოფო ნიჟარაძესთან ითხოვდნენ სიმღერას და სხვისი გაგონებაც კი არ უნდოდათ.

ჟურნალი ''რეიტინგი'' ძალიან დიდი ხანი ამახვილებდა ყურადღებას ამ ფაქტორზე და ბევრი სტატიაც მიუძღვნია ამ თემისთვის, თუმცა 2013 წლის მარტის ნომერში ჩვენთან დაიბეჭდა სკანდალური მასალა სოფოს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელმაც მომღერალი გააღიზიანა და კამერების წინ თავი ისე დაჩაგრულად წარმოადგინა, რომ საქმეში გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს, ალბათ, ცრემლიც კი მოჰგვარა.

ჟურნალ ''რეიტინგს'' დაუკავშირდა წყარო, რომელმაც სოფოსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ საკუთარი ინფორმაცია გაანდო. მომღერალმა გადაწყვიტა, ''რეიტინგისთვის'' ეჩივლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ისე, ჟურნალ ''რეიტინგს'' მტკიცებით ფორმაში არაფერი დაუწერია და საინტერესოა ისიც, რომ აქამდე სოფო ნიჟარაძის სახელი უფრო ცუდ კონტექსტშიც უხსენებიათ ქართულ პრესაში...

წლის გაწევ-გამოწევა

მართალია, მეხსიერებაში ახლახან პარლამენტში გამართული ჩხუბი ამოგიტივტივდება ადამიანს, როცა ერთმანეთს სოსო ჯაჭვლიანმა და გია ბარამიძემ დასცხეს და ''ჩმორო-ფართი'' გამართეს, მაგრამ თუკი მახსოვრობას კიდევ უფრო დავძაბავთ, ახლაც ''გავიგონებთ'' მაისში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში ჭურჭლის ფრენისა და ყბების მტვრევის ხმას... ეს კაფე ნაციონალების საყვარელი ადგილი ყოფილა, მათდა საუბედუროდ, ერთ დღეს იქ ანტინაციონალებიც აღმოჩენილან, შელაპარაკებას რამდენიმე ნაციონალსა და არანაციონალს შორის დიდი დაკა-დაკა მოჰყვა, ატყდა ერთი ამბავი, კბენა, ღრენა და თვალების დაქაჩვა. მერე დაიწყო პატრულში სირბილი, ჩვენებების მიცემა, პრესაში ინტერვიუები, ტელევიზიით გამოსვლები და ა.შ.

ინციდენტის მონაწილე დავით საყვარელიძე და ნიკა მელია ცოტნე ბაკურიას ძმას, მამუკასა და მანანა გიორგობიანს ადანაშაულებდნენ, ისინი კი პირიქით, ნაციონალებს ადებდნენ ხელს ჩხუბის წამოწყებაში. ბევრი ვარჩიეთ თუ ცოტა, საბოლოოდ, მაინც ვერ გავიგეთ, ვინ ვის დაარტყა პირველად. საწყალი კაფე ''ლა ტრუფე'' კი შემდეგ პერიოდშიც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების პოლიგონი. როგორც ჩანს, ნაციონალების ზედმეტი სიყვარული მავნებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება