პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი
"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი

პარ­ლა­მენ­ტში შე­ტა­ნი­ლი "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფონ­ზე კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა: არის კი და­ცუ­ლი ჩვენ­ში მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი? ფრთი­ა­ნი ფრა­ზი­სა არ იყოს, მარ­თლა "ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი მყიდ­ვე­ლია"? - ამ სა­კი­თხზე მო­საზ­რე­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ლია თო­დუა და დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ კორ­ძა­ხია გა­მოთ­ქვა­მენ.

მი­ხე­ილ კორ­ძა­ხია: - მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა ბიზ­ნესს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. წუნ­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მოც­ვლა მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ არას­წო­რია, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან და­აბ­რუ­ნოს პრო­დუქ­ტი და თან­ხაც მი­ი­ღოს. ეს ხომ მარ­ტო ნა­ყინს ან სა­თა­მა­შოს კი არა, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ძვი­რად ღი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ეხე­ბა, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა მე­წარ­მე­ებს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის; სა­ლი­ზინ­გო მომ­სა­ხუ­რე­ბაც (სა­ქონ­ლის იჯა­რით გა­ცე­მა) მოკ­ვდე­ბა, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა, ყო­ველ 14 დღე­ში ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი ეჭი­როს, ახა­ლი მან­ქა­ნით ია­როს, თან ერთხელ გა­დახ­დი­ლი თან­ხით. მთა­ვა­რია ჩეკი გქონ­დეს და ნა­ყი­დი მან­ქა­ნა 14 დღე­ში არ გა­ა­ფუ­ჭო. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ისიც, რომ წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წინ უს­წრებ­დეს პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას, ანუ როცა ქუ­ჩა­ში ბამ­ბის ნა­ყინს ვყი­დუ­ლობ, წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნდა დავ­დო? რა თქმა უნდა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ზო­გი­ერ­თი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი წუნ­დე­ბულ პრო­დუქტს ყი­დის, მაგ­რამ ამას სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ნორ­მე­ბი არე­გუ­ლი­რებს, სა­ბო­ლო­ოდ კი დავა სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­და­წყვი­ტოს. ამ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა ახა­ლი მა­კონ­ტრო­ლებ­ლის, მათ შო­რის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ომ­ბუდსმე­ნის შე­მოყ­ვა­ნა კი არა, ის არის, თუ რა­ტომ არ მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს მყიდ­ვე­ლი. პრო­დუქ­ცია ორ ნა­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყოს - ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოდ, მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნედ, რის­თვი­საც უფრო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ამის გავ­რცე­ლე­ბა ყვე­ლა პრო­დუქ­ცი­ა­ზე, მა­გა­ლი­თად, რო­ი­ალ­სა და გი­ტა­რა­ზე, მი­უ­ღე­ბე­ლია. მე­წარ­მე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ისე­ვე უნდა იყოს და­ცუ­ლი, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის.

ლია თო­დუა: - კა­ნო­ნი მომ­ხმა­რე­ბელს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან და­ი­ცავს, ეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბისპრაქ­ტი­კა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას გა­რან­ტი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი პრობ­ლე­მაა ის, რომ გა­რან­ტი­ას არ­ქმე­ვენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­ზე­დაც მომ­ხმა­რე­ბელს აწე­რი­ნე­ბენ ხელს და რომ­ლი­თაც მას მხო­ლოდ ხუთი დღე აქვს პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­საც­ვლე­ლად - ლა­პა­რა­კია ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ზე, კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე, საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბულ, ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებ­ზე; ნაკ­ლი თუ ერთ კვი­რა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნე, გა­მო­გიც­ვლი­ან, თუ არა და... შემ­დეგ კი სა­უ­ბა­რია შე­კე­თე­ბა­ზე შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში, ესეც არ არის უფა­სო, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯიც მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გა­და­დის და ა.შ. ეს სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ პრაქ­ტი­კას, იქ ნე­ბის­მი­ერ სა­ქო­ნელ­ზე ორ­წლი­ა­ნი გა­რან­ტია ვრცელ­დე­ბა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბის ნივ­თის ყიდ­ვი­სას კი მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ მას აქვს ხან­მოკ­ლე სარ­გებ­ლო­ბის ვადა და ფა­სიც - შე­სა­ბა­მი­სი. მა­გა­ლი­თად, თუ ტე­ლე­ვი­ზორს ორ­წლი­ა­ნი გა­რან­ტი­ის ნაც­ვლად 5-თვი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბის ვადა აქვს, უფრო ნაკ­ლე­ბი უნდა ღირ­დეს, ანუ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყი­დოს, თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სრუ­ლად და არა შე­ფარ­ვით, მო­ტყუ­ე­ბის პრაქ­ტი­კით - მომ­ხმა­რე­ბელს მო­აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ფას­დაკ­ლე­ბაა, ლიკ­ვი­და­ცი­აა და სა­ქო­ნელს ია­ფად ყი­დუ­ლობს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი მყიდ­ველს უკვე ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, სა­ქო­ნე­ლი უკან და­აბ­რუ­ნოს ან გა­მოც­ვა­ლოს. ევ­რო­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ­ში მომ­ხმა­რებ­ლის ომ­ბუდსმენს არ ექ­ნე­ბა და­ჯა­რი­მე­ბის, სან­ქცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ის უფრო მომ­რი­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­სა და მე­წარ­მეს შო­რის.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი

"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი

პარლამენტში შეტანილი "მომხმარებელთა უფლებების" კანონპროექტის ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა: არის კი დაცული ჩვენში მომხმარებლის უფლებები? ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, მართლა "ყოველთვის მართალი მყიდველია"? - ამ საკითხზე მოსაზრებას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა და დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია გამოთქვამენ.

მიხეილ კორძახია: - მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამოქმედება ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. წუნდებული პროდუქციის გამოცვლა მისაღებია, მაგრამ არასწორია, რომ მომხმარებელს ნებისმიერ საფუძველზე მიეცეს უფლება, 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი და თანხაც მიიღოს. ეს ხომ მარტო ნაყინს ან სათამაშოს კი არა, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ძვირად ღირებულ პროდუქციას ეხება, დღევანდელ სიტუაციაში ამ მუხლის ამოქმედება მეწარმეებს პრობლემებს შეუქმნის; სალიზინგო მომსახურებაც (საქონლის იჯარით გაცემა) მოკვდება, რადგან მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მობილური ეჭიროს, ახალი მანქანით იაროს, თან ერთხელ გადახდილი თანხით. მთავარია ჩეკი გქონდეს და ნაყიდი მანქანა 14 დღეში არ გააფუჭო. სავალდებულო ხდება ისიც, რომ წერილობითი ხელშეკრულება წინ უსწრებდეს პროდუქტის შეძენას, ანუ როცა ქუჩაში ბამბის ნაყინს ვყიდულობ, წერილობითი ხელშეკრულება უნდა დავდო? რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი წუნდებულ პროდუქტს ყიდის, მაგრამ ამას სამოქალაქო კოდექსის ნორმები არეგულირებს, საბოლოოდ კი დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე პრობლემის გადაწყვეტა ახალი მაკონტროლებლის, მათ შორის, მომხმარებელთა ომბუდსმენის შემოყვანა კი არა, ის არის, თუ რატომ არ მიმართავს სასამართლოს მყიდველი. პროდუქცია ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - ჯანმრთელობისთვის საზიანოდ, მაღალი რისკის მქონედ, რისთვისაც უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის გავრცელება ყველა პროდუქციაზე, მაგალითად, როიალსა და გიტარაზე, მიუღებელია. მეწარმეების უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც მომხმარებლის.

ლია თოდუა: - კანონი მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან დაიცავს, ეს ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკაზე დამყარებული კანონპროექტია. საქართველოში პროდუქტის შეძენისას გარანტიებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა ის, რომ გარანტიას არქმევენ ხელშეკრულებას, რომელზედაც მომხმარებელს აწერინებენ ხელს და რომლითაც მას მხოლოდ ხუთი დღე აქვს პროდუქციის გამოსაცვლელად - ლაპარაკია ტელევიზორებზე, კომპიუტერებზე, საკმაოდ ძვირად ღირებულ, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე; ნაკლი თუ ერთ კვირაში აღმოაჩინე, გამოგიცვლიან, თუ არა და... შემდეგ კი საუბარია შეკეთებაზე შეღავათიან ფასში, ესეც არ არის უფასო, ტრანსპორტირების ხარჯიც მომხმარებელზე გადადის და ა.შ. ეს სრულიად არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას, იქ ნებისმიერ საქონელზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება, მოკლევადიანი სარგებლობის ნივთის ყიდვისას კი მითითებული უნდა იყოს, რომ მას აქვს ხანმოკლე სარგებლობის ვადა და ფასიც - შესაბამისი. მაგალითად, თუ ტელევიზორს ორწლიანი გარანტიის ნაცვლად 5-თვიანი მოხმარების ვადა აქვს, უფრო ნაკლები უნდა ღირდეს, ანუ ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება გაიყიდოს, თუ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება სრულად და არა შეფარვით, მოტყუების პრაქტიკით - მომხმარებელს მოაჩვენებენ, რომ ფასდაკლებაა, ლიკვიდაციაა და საქონელს იაფად ყიდულობს, ასეთ შემთხვევაში კი მყიდველს უკვე ექნება უფლება, საქონელი უკან დააბრუნოს ან გამოცვალოს. ევროპისგან განსხვავებით, ჩვენში მომხმარებლის ომბუდსმენს არ ექნება დაჯარიმების, სანქციების გატარების უფლება, ის უფრო მომრიგებელი იქნება მომხმარებელსა და მეწარმეს შორის.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია