განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას მეუღლე, ლოლა ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რეჟისორ რობერტ სტურუას პასუხობს.
"რობერტი ამას წერს გიას და ჩემს ფოტოზე. მე მაინტერესებს თქვენ როდის ნახეთ თქვენი ასო ბოლოს, ბატონო რობერტ?...
რაღაც ძაან აინტერესებს, მოვიდეს და ერთხელ ანახებს გია ასოს და ეგეც დაწყნარდება და ჩვენც რაღა", - წერს ლოლა ლომიძე.
ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გია ნოდიასა და მისი მეუღლის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ისინი ილიაუნის საკარნავალო კოსტუმებში - პატიმრების ზოლიან სამოსში არიან გამოწყობილნი. ფოტოების აღწერაში ჟურნალისტი წერს: "მისი მდგომარეობა ყოველთვის მწვავე იყო... მაგრამ განსაკუთრებულად გამწვევდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა...:))) თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ ფოტოზე გამოსახული "ექსპერტი" ადეკვატურია, ყოჩაღ, თქვენ! ფსიქიატრიაში ცნობილია ფაქტები, როცა მწუხარება მძიმე ემოციურ ფონს ქმნის და პაციენტი, უბრალოდ, გადის მომსახურების ზონიდან. გ ა ა ტ ა რ ე თ!".
ფოტოებზე კომენტარი გააკეთა რეჟისორმა რობერტ სტურუამ: "კარისკაცები და კარის ქალები, კარის მხატვრები და კარის პოეტები, კარის რექტორები და ტრაკის ჭიები, კარის ფილოსოფოსები და ჰარამჰანის ურცხვი კაცები, ქალები - მუდამ იყვნენ და მუდამ იქნებიან, ყველაფერი ყლ&&ე ჰკიდიათ, მაშინაც, როცა ასო არც გააჩნიათ!".