საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ფულს კი არა, ხალხის მოთმინებას ხარჯავენ" - დაჩი გრძელიშვილი ივანიშვილის გასაგონად
"ისინი ფულს კი არა, ხალხის მოთმინებას ხარჯავენ" - დაჩი გრძელიშვილი ივანიშვილის გასაგონად

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" მო­რი­გი პოს­ტით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მისი გუნ­დის წევ­რებს აფრ­თხი­ლებს. მისი თქმით, ბოლო დროს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბი­თა და პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბით მთავ­რო­ბა ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბას ხარ­ჯავს, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძვი­რი და­უჯ­და.

"ისი­ნი ფულს კი არა, იმედს ხარ­ჯა­ვენ, ოც­ნე­ბას და კი­დევ, მოთ­მი­ნე­ბა­საც - ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბას. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი და­უჯ­და. ნუ იქ­ნე­ბით შემ­დე­გი, შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე. პი­რა­დად მე, ამა­ზე გული დამ­წყდე­ბა", - წერს დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი.

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლის პოტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"- პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახ­ლა­ხან 175 ათას ლა­რი­ა­ნი ჯიპი იყი­და, ცოტა ადრე კი 110 ათა­სი­ა­ნი.

- უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ 88 ათა­სი­ა­ნი ჯიპი, 1500-იანი ტე­ლე­ფო­ნი და 350-იანი კომ­პის ჩან­თა

- აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი "ტი­სოს" მარ­კის 20 სა­ა­თი შე­ი­ძი­ნა

- კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ერთ დღე­ში, ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ში 14 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა

- მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი 25 წლის ასაკ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თის გა­უ­სა­მარ­თლე­ბი­ათ. რა­საც 30 წლის პრე­მი­ერ­მა "ბავ­შვო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლი" უწო­და.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი თა­ვის შე­ნა­ძენ­ში უჩ­ვე­უ­ლოს ვე­რა­ფერს ხე­დავს, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ცუდს ვე­რა­ფერს ხე­დავ­და ვი­ა­იპ ბე­რი­ძის მიერ მა­ცივ­რე­ბი­ან-ტე­ლე­ვი­ზო­რი­ა­ნი პრა­დოს შე­ძე­ნა­ში მურ­მან დუმ­ბა­ძეც. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იყო "სახ­ლში კი არ წა­ი­ღებს, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია". ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სი პენ­სი­ის უფრო "ყუ­ა­თი­ა­ნად" გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და (სა­ვა­რა­უ­დოდ, "ყა­ი­რა­თი­ა­ნად" იგუ­ლის­ხმა).

რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და, ჯორჯ ორუ­ე­ლი და მისი "ფერ­მა" ახ­სე­ნა. დღეს, უკვე პო­ლი­ტი­კი­დან წა­სულ ბა­ტონ ბი­ძი­ნას ამა­ვე ფერ­მი­დან ერთ ფრა­ზას გა­ვახ­სე­ნებ იმ იმე­დით, რომ ძა­ლი­ან შორს არ წა­სუ­ლა: "ყვე­ლა ცხო­ვე­ლი თა­ნას­წო­რია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი უფრო თა­ნას­წო­რი" - ასე შეც­ვა­ლეს მა­სე­ბის­თვის ერ­თი­ა­ნო­ბის დე­ვი­ზი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­მა ცხო­ვე­ლებ­მა, თა­ვი­სი გან­ცხრო­მა რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ. მაგ­რამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ცხო­ვე­ლე­ბი, ვერც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას ვირ­წმუ­ნებთ იო­ლად და ეს გან­ცხრო­მი­ა­და სა­ხი­ფა­თო ზღვარს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა. მი­ზე­ზი კი მარ­ტი­ვია: რა თქმა უნდა, თქვენ თავი და ოჯა­ხი და­ა­ყე­ნეთ საფრ­თხის წი­ნა­შე, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს და­უ­პი­რის­პირ­დით. რა თქმა უნდა, თავ­და­დე­ბით იბ­რძო­ლეს თქვენ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მაც - კარ­გად მახ­სოვს, და­უნ­დობ­ლად რომ გა­ლა­ხეს თუნ­დაც, იგი­ვე ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი მურ­მან დუმ­ბა­ძე. მაგ­რამ თქვენ­გან გა­მო­ჩე­ნი­ლი მო­ხერ­ხე­ბი­სა და თავ­და­დე­ბის მუ­ხე­და­ვად, მთა­ვა­რი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი ამ პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბა­ში ხალ­ხი იყო. უბ­რა­ლო, რი­გით ამომ­რჩე­ველ­თა­გან შემ­დგა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი­ყა­ვით. თუმ­ცა პარ­ლა­მე­ტი­სა თუ მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რის ქმე­დე­ბი­სა და ლა­პა­რა­კის შემ­ხედ­ვა­რე, სხვა გან­ცდა ჩნდე­ბა - ძა­ლა­უფ­ლე­ბა მათ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მო­ნა­პო­ვა­რი ჰგო­ნი­ათ და შე­სა­ბა­მი­სა­დაც იქ­ცე­ვი­ან: იგი­ნე­ბი­ან და ჩხუ­ბო­ბენ პარ­ლა­მენ­ტში; თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით ხარ­ჯა­ვენ "ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ზო­გილ" თან­ხებს და შემ­დეგ, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით­ვე ამარ­თლე­ბენ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი ფულს კი არა, იმედს ხარ­ჯა­ვენ, ოც­ნე­ბას და კი­დევ, მოთ­მი­ნე­ბა­საც - ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბას. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი და­უჯ­და. ნუ იქ­ნე­ბით შემ­დე­გი, შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე. პი­რა­დად მე, ამა­ზე გული დამ­წყდე­ბა", - წერს დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ისინი ფულს კი არა, ხალხის მოთმინებას ხარჯავენ" - დაჩი გრძელიშვილი ივანიშვილის გასაგონად

"ისინი ფულს კი არა, ხალხის მოთმინებას ხარჯავენ" - დაჩი გრძელიშვილი ივანიშვილის გასაგონად

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" მორიგი პოსტით ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს აფრთხილებს. მისი თქმით, ბოლო დროს გახმაურებული საბიუჯეტო ხარჯებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით მთავრობა ხალხის მოთმინებას ხარჯავს, რაც წინა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდა.

"ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას. წინა ხელისუფლებას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე. პირადად მე, ამაზე გული დამწყდება", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

დაჩი გრძელიშვილის პოტს უცვლელად გთავაზობთ:

"- პროკურატურამ ახლახან 175 ათას ლარიანი ჯიპი იყიდა, ცოტა ადრე კი 110 ათასიანი.

- უშიშროების საბჭომ 88 ათასიანი ჯიპი, 1500-იანი ტელეფონი და 350-იანი კომპის ჩანთა

- აუდიტის სამსახურმა ძვირადღირებული შვეიცარიული "ტისოს" მარკის 20 საათი შეიძინა

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ დღეში, ალკოჰოლურ სასმელებში 14 ათასი ლარი დახარჯა

- მთავარი პროკურორი 25 წლის ასაკში, გერმანიაში ყაჩაღობისთის გაუსამართლებიათ. რასაც 30 წლის პრემიერმა "ბავშვობაში ჩადენილი საქციელი" უწოდა.

უშიშროების საბჭოს მდივანი თავის შენაძენში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცუდს ვერაფერს ხედავდა ვიაიპ ბერიძის მიერ მაცივრებიან-ტელევიზორიანი პრადოს შეძენაში მურმან დუმბაძეც. მთავარი არგუმენტი, ყველა შემთხვევაში იყო "სახლში კი არ წაიღებს, სახელმწიფო საკუთრებაშია". ამ ყველაფრის ფონზე ერთ-ერთი პოლიტიკოსი პენსიის უფრო "ყუათიანად" გამოყენებაზე საუბრობდა (სავარაუდოდ, "ყაირათიანად" იგულისხმა).

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ჯორჯ ორუელი და მისი "ფერმა" ახსენა. დღეს, უკვე პოლიტიკიდან წასულ ბატონ ბიძინას ამავე ფერმიდან ერთ ფრაზას გავახსენებ იმ იმედით, რომ ძალიან შორს არ წასულა: "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი" - ასე შეცვალეს მასებისთვის ერთიანობის დევიზი პრივილეგირებულმა ცხოველებმა, თავისი განცხრომა რომ გაემართლებინათ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ცხოველები, ვერც სხვა ცხოველების განსაკუთრებულობას ვირწმუნებთ იოლად და ეს განცხრომიადა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდება. მიზეზი კი მარტივია: რა თქმა უნდა, თქვენ თავი და ოჯახი დააყენეთ საფრთხის წინაშე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდით. რა თქმა უნდა, თავდადებით იბრძოლეს თქვენმა თანაგუნდელებმაც - კარგად მახსოვს, დაუნდობლად რომ გალახეს თუნდაც, იგივე ზემოთ ნახსენები მურმან დუმბაძე. მაგრამ თქვენგან გამოჩენილი მოხერხებისა და თავდადების მუხედავად, მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ პოლიტიკურ ცვლილებაში ხალხი იყო. უბრალო, რიგით ამომრჩეველთაგან შემდგარი საზოგადოება, რომელმაც გადაწყვიტა, ხელისუფლებაში მოსულიყავით. თუმცა პარლამეტისა თუ მთავრობის ზოგიერთი წევრის ქმედებისა და ლაპარაკის შემხედვარე, სხვა განცდა ჩნდება - ძალაუფლება მათ მხოლოდ საკუთარი მონაპოვარი ჰგონიათ და შესაბამისადაც იქცევიან: იგინებიან და ჩხუბობენ პარლამენტში; თავისი შეხედულებით ხარჯავენ "ბიუჯეტიდან დაზოგილ" თანხებს და შემდეგ, თავისი შეხედულებითვე ამართლებენ. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას. წინა ხელისუფლებას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე. პირადად მე, ამაზე გული დამწყდება", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს