პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ფაჩულია პროფესიულსა და პირად ცხოვრებაზე
ზაზა ფაჩულია პროფესიულსა და პირად ცხოვრებაზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზა­ფხულ­ში 3-წლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ა­ფორ­მა "მი­ლუ­ო­კი ბაქ­ს­თან", ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას­თ­ვის 2013 წე­ლი მა­ინც უიღ­ბ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა: აქი­ლევ­სის მყეს­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კა­ლათ­ბურთს შვი­დი თვით ჩა­მო­შორ­და და ნაკ­რებს ვერც "ევ­რო­ბას­კეტ­ზე" და­ეხ­მა­რა. დე­კემ­ბ­რის და­სა­წყის­ში ზა­ზა ისევ და­შავ­და, ვარ­ჯიშს იან­ვ­რის პირ­ველ რიცხ­ვე­ბამ­დე ვერ გა­ნა­ახ­ლებს და წი­ნა წლე­ბის მსგავ­სად, ახალ წელს ვერც ამ­ჯე­რად შეხ­ვ­დე­ბა ოჯახ­თან ერ­თად. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, "რამ­დე­ნი­ა" 700 მატ­ჩი NBA-ში, რა­ტომ მი­იჩ­ნევს თავს შო­უ­მე­ნად და სად "ი­შო­ვა" თა­ვი­სი ზო­მა ჩო­ხა, წა­ი­კი­თხეთ სა­ა­ხალ­წ­ლო ინ­ტერ­ვიუ ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას­თან.

- 2013-ში კარ­გი ამ­ბე­ბიც მოხ­და, მაგ­რამ რა­კი ტრავ­მე­ბი­ცა და ოპე­რა­ცი­აც ამ წელს და­ემ­თხ­ვა, ცუ­დი უფ­რო მახ­სენ­დე­ბა. რას ვი­ზამთ, ტრავ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნის კა­რი­ე­რის ნა­წი­ლია. ცრუ­მორ­წ­მუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ "13" მარ­თ­ლაც ნავ­სი­ა­ნი გა­მოდ­გა ჩემ­თ­ვის. მგო­ნი დროა, ასეთ რა­ღა­ცებ­საც მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა (ი­ცი­ნის).

- სე­ზო­ნი შენც და კლუბ­მაც კარ­გად და­იწყეთ, მაგ­რამ დღეს "მი­ლუ­ო­კი" სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ბო­ლო­შია!

- რო­ცა მთლი­ა­ნად იც­ვ­ლე­ბა სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბი და გუნ­დ­ში 11 ახა­ლი მო­თა­მა­შე მი­დის, ერთ თვე­ში სტა­ბი­ლურ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ტრავ­მე­ბის ისე­თი "ე­პი­დე­მი­ა", რო­გო­რიც "მი­ლუ­ო­კი­ში­ა" აქამ­დე არ­სად მი­ნა­ხავს - თა­მა­შებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, მწვრთნე­ლებ­მა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ერ­თი ვარ­ჯი­შიც კი ვერ ჩა­ა­ტა­რეს, ბო­ლო მატ­ჩი 9 კა­ლათ­ბურ­თე­ლით ვი­თა­მა­შეთ. არც იღ­ბა­ლი გვწყა­ლობს - 28 მატ­ჩი­დან ექ­ვ­სი ოვერ­ტა­იმ­ში წა­ვა­გეთ, თუმ­ცა წინ კი­დევ ბევ­რი მატ­ჩია და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- მარ­თა­ლია თუ არა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი, რომ "მი­ლუ­ო­კის" და "ჰი­უს­ტონს" ზა­ზა ფა­ჩუ­ლია და ომერ აში­კი უნ­და გა­ეც­ვა­ლათ?

- საკ­მა­რი­სია პრობ­ლე­მა გაჩ­ნ­დეს, რომ ყვე­ლას ტრე­ი­დი აკე­რია პირ­ზე, გა­მო­სა­ვალს მო­თა­მა­შე­თა გაც­ვ­ლა­ში ხე­და­ვენ. ხმე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზე ად­ვი­ლი კი რა არის? - ერ­თ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ივა­რა­უ­და, სხვებ­მაც აიტა­ცეს და... არა­და, "მი­ლუ­ო­კის" გარ­და აშიკს "ბოს­ტონ­შიც" ცვლიდ­ნენ, "ფი­ლა­დელ­ფი­ა­შიც", "ატ­ლან­ტა­შიც", მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით, ისევ "ჰი­უს­ტონ­ში­ა" (ი­ცი­ნის). რაც NBA-ში ვარ, ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრე­ი­დი ბევ­რ­ჯერ უხ­სე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ...

- შვიდ­თ­ვი­ა­ნი პა­უ­ზა შენს კა­რი­ე­რა­ში აქამ­დე არას­დ­როს ყო­ფი­ლა... რა გას­წავ­ლა იმ დრომ, რო­ცა არა­თუ თა­მა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი არ შე­გეძ­ლო?

- სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვაა... პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ფა­სი არა­ფე­რია! თა­ვი­დან­ვე ვთქვი - ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უწინ­დელ­ზე ძლი­ე­რი დავ­ბ­რუნ­დე-მეთ­ქი! არა­და, შვი­დი თვე ცო­ტა არ არის. შე­იძ­ლე­ბო­და, ამ­დე­ნი ხნით უქ­მო­ბას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც გა­ვე­ტე­ხე და ფი­ზი­კუ­რა­დაც, მაგ­რამ ის და­მეხ­მა­რა, რომ კა­ლათ­ბურთს წუ­თი­თაც არ მოვ­წყ­ვე­ტი­ვარ, სულ ვა­დევ­ნებ­დი თვალს ტე­ლე­ვი­ზი­ით, ტრი­ბუ­ნი­დან... ცო­ტა რომ მოვ­მ­ჯო­ბინ­დი, ეზო­ში გავ­დი­ო­დი და დამ­ჯ­და­რი ვის­რო­დი ბურთს ფარ­ში, ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც ვა­კე­თებ­დი იმას, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ასე მაკ­ლ­და! სე­ზო­ნიც კარ­გად და­ვი­წყე, პირ­ველ მატ­ჩ­ში ორ­მა­გი დუბ­ლი მქონ­და, ბოს­ტონ­ში ოცი ქუ­ლა ჩა­ვაგ­დე. თუმ­ცა ხან­მოკ­ლე მო­სამ­ზა­დე­ბელ­მა პე­რი­ოდ­მა მა­ლე­ვე იჩი­ნა თა­ვი. ახალ გუნ­დ­ში ჩე­მი ად­გი­ლი უნ­და მო­მე­ძებ­ნა და ამი­ტომ ვარ­ჯი­ში ნა­ად­რე­ვად და­ვი­წყე.

- ნო­ემ­ბერ­ში მე-700 მატ­ჩი ითა­მა­შე NBA-ში. ეს ბევ­რია თუ ცო­ტა?

- პირ­ველ რიგ­ში, ეს არის მო­ე­დან­ზე ნარ­ბე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კი­ლო­მეტ­რი! სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩებ­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, ძა­ლი­ან დი­დი "გარ­ბე­ნი" გა­მო­დის (ი­ცი­ნის). შე­საძ­ლოა, ამის ბრა­ლიც არის, ტრავ­მე­ბი ერ­თ­მა­ნეთს რომ მიჰ­ყ­ვა. სტა­ტი­სტი­კას თუ ვერ­წ­მუ­ნე­ბით, NBA-ს მო­თა­მა­შის სა­შუ­ა­ლო კა­რი­ე­რა 4-5 წე­ლია, მე კი უკ­ვე მე-11 სე­ზო­ნია ვთა­მა­შობ, ანუ სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კა უკ­ვე გა­ვა­ორ­მა­გე და ეს ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. მად­ლო­ბა უფალს ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის.

- მი­ლუ­ო­კი­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რას­თან მიჩ­ვე­ვა გა­გი­ჭირ­დათ?

- ცივ კლი­მატ­თან. ატ­ლან­ტა­ში სით­ბო­თი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­ლი ერ­თხე­ლაც არ გვი­ნა­ხავს, მი­ლუ­ო­კი­ში კი ახ­ლა - 10 გრა­დუ­სია... ბავ­შ­ვებს უხა­რი­ათ თოვ­ლი. თოვ­ლი ჩემ­თ­ვი­საც ახალ წელ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სულ ქარ­თუ­ლი ახა­ლი წე­ლი მახ­სენ­დე­ბა... სხვა მხრივ? ატ­ლან­ტას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს, სხვა რომ არა­ფე­რი, ჩე­მი სა­მი­ვე შვი­ლი ატ­ლან­ტა­ში და­ი­ბა­და! ატ­ლან­ტა ხომ აშშ-ში მე­ო­რე ქა­ლა­ქია ქარ­თ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რიც შე­ვი­ძი­ნეთ. სე­ზო­ნის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­ცა მატ­ჩე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა, მეც და ჩე­მი ოჯა­ხიც მთლი­ა­ნად კა­ლათ­ბურ­თ­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლი და სხვა რა­ღა­ცებ­ზე სა­ფიქ­რა­ლი დრო არც გვრჩე­ბა. მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა ვერ ვთა­მა­შობ და მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, ატ­ლან­ტა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ნატ­რე­ბა. არ მინ­და და­ი­კარ­გოს ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ამი­ტომ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თი­კა და ბავ­შ­ვე­ბი ატ­ლან­ტა­ში გა­ვუშ­ვი მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ...

- ფა­ჩუ­ლი­ე­ბის ოჯა­ხი რო­გორ ხვდე­ბა ახა­ლ წელს?

- ექ­ვ­სი წე­ლია, რაც ოჯა­ხი შევ­ქ­მე­ნი და შინ მხო­ლოდ ორ­ჯერ შევ­ხ­ვ­დი ახალ წელს - ამ დროს ან ჰა­ერ­ში ვართ, ან აერო­პორ­ტ­ში. თა­ვი­დან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ უკ­ვე მი­ვეჩ­ვიე, რომ სხვა გზა არ არის. მხო­ლოდ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი კი არა, შო­უ­მე­ნე­ბიც ვართ - რო­ცა ყვე­ლა ის­ვე­ნებს, ჩვენ ვთა­მა­შობთ და სა­ნა­ხა­ო­ბას ვაჩ­ვე­ნებთ ხალ­ხს: სპორტ + შოუ! ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად, გუნდს თა­მა­შებ­ზე მა­ინც დავ­ყ­ვე­ბი ხოლ­მე. 31 დე­კემ­ბერს "ლე­ი­კერ­ს­თან" გვაქვს გას­ვ­ლი­თი მატ­ჩი. ასე რომ, წელ­საც ვერ ვიქ­ნე­ბი შინ, თუმ­ცა, არა უშავს, კა­რი­ე­რას რომ და­ვას­რუ­ლებ, ამის დრო მე­რე მექ­ნე­ბა (ი­ცი­ნის).

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ახა­ლი წე­ლი გახ­სენ­დე­ბა?

- ბავ­შ­ვო­ბა­ში ახალ წელს სულ შინ, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი. პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, შუ­ა­ღა­მი­სას მაღ­ვი­ძებ­დ­ნენ და ახა­ლი წლის დად­გო­მას მშობ­ლებ­თან ერ­თად აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი. მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რომ ხდე­ბი, ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბა გი­წევს. შარ­შან, 31 დე­კემ­ბერს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვი­ყა­ვით. მატ­ჩის შემ­დეგ მე­უღ­ლე­ებს ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით, მაგ­რამ მძღოლ­მა და­აგ­ვი­ა­ნა და ახა­ლი წლის დად­გო­მას აერო­პორ­ტ­ში შევ­ხ­ვ­დით, რეს­ტორ­ნამ­დე კი მხო­ლოდ პირ­ველ სა­ათ­ზე მი­ვაღ­წი­ეთ...

- ცნო­ბი­ლია, რომ "მი­ლუ­ო­კის" სა­ში­ნაო დარ­ბა­ზის მო­ედ­ნის ძვე­ლი სა­ფა­რის ყიდ­ვას და "მარ­თ­ვეს" აკა­დე­მი­ის­თ­ვის გა­და­ცე­მას აპი­რებ. რა სტა­დი­ა­ზეა ეს საქ­მე?

- მთა­ვა­რია, რომ "და­ჯავ­შ­ნი­ლი" მაქვს (ი­ცი­ნის). მო­ედ­ნის ახალ სა­ფარს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა და კი შე­ა­კე­თეს, მაგ­რამ თა­ვის დაზღ­ვე­ვის მიზ­ნით ძველს ჯერ მა­ინც ინა­ხა­ვენ. ძა­ლი­ან არც მე მეჩ­ქა­რე­ბა.

- თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ თქვა: ან­დ­რეი კი­რი­ლენ­კოს მა­მა­ჩე­მი, კა­ხა შენ­გე­ლია, ჩე­მი ძმა ეგო­ნაო... მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შენც ხომ არ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- პი­რა­დად მე არა, მაგ­რამ ერთ-ერ­თი უცხო­უ­რი შეკ­რე­ბის დროს, მე­ტო­ქე გუნ­დის კა­ლათ­ბურ­თელს ვო­ვა და ანა­ტო­ლი ბო­ი­სე­ბი უცხო­ე­ლე­ბი ეგო­ნა და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გვე­კი­თხე­ბო­და - ნაკ­რებს მხო­ლოდ ერ­თი ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­თა­მა­შის და­მა­ტე­ბის უფ­ლე­ბა აქვს და თქვენ სა­მი რა­ტომ გყავ­თო (ი­ცი­ნის)?!

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ თორ­ნი­კე შენ­გე­ლია შენს დე­ი­დაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. ასე რომ, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი კი არა, უკ­ვე ნა­თე­სა­ვე­ბიც ხართ...

- ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასეთ სი­გი­ჟეს ჩა­ვი­დენ­დი და ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ორი დღით ჩა­მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ... არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს! მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო, რად­გან და­ქორ­წინ­და ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ორი ადა­მი­ა­ნი!

- ჩო­ხა პირ­ვე­ლად თორ­ნი­კეს ქორ­წილ­ში გეც­ვა?

- არა, რო­გორც მახ­სოვს, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ზე­იმ­ზეც (ი­ცი­ნის). ქორ­წი­ლის­თ­ვის კი ჩემს სარ­გოს სად ვი­შოვი­დი და რა თქმა უნ­და, შე­ვა­კე­რი­ნე. "სა­მო­სელ პირ­ველ­ში" შე­ვუკ­ვე­თე და მე­რე ვხუმ­რობ­დი - მე და თორ­ნი­კემ ნა­ჭე­რი და ტყა­ვი აღარ და­ვუ­ტო­ვეთ, სულ და­ვა­ხარ­ჯი­ნეთ-მეთ­ქი. მინ­დო­და, თო­კოს­თ­ვის სი­ურ­პ­რი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოვ­ცხა­დდე­ბო­დი ჯვრის­წე­რა­ზე ჩო­ხით, მაგ­რამ კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­მი­ვარ­და: რო­ცა ჩო­ხა შე­ვუკ­ვე­თე, და­მა­ვიწყ­და გაფ­რ­თხი­ლე­ბა, რომ არა­ვის­თ­ვის ეთ­ქ­ვათ. არა­და, თორ­ნი­კე მა­ინ­ც­და­მა­ინც მე­ო­რე დღეს მი­სუ­ლა ჩო­ხის შეკ­ვე­თის მი­სა­ცე­მად და უკი­თხავთ - რა ხდე­ბა, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ჩო­ხა­ზე გა­დახ­ვე­დი­თო?! სი­ურ­პ­რი­ზი აღარ გა­მო­ვი­და...

- შა­კილ ო,ნილ­მა ბო­ტა­სი რომ გი­სახ­სოვ­რა, ის რო­გორ იყო?

- შა­კი მა­შინ "მა­ი­ა­მი­ში" თა­მა­შობ­და და ვთხო­ვე - იქ­ნებ, მატ­ჩის შემ­დეგ, ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი ბო­ტა­სი გა­მო­მიგ­ზავ­ნო-მეთ­ქი. გა­მო­მიგ­ზავ­ნა კი­დეც და თბი­ლის­ში ვი­ნა­ხავ, მაგ­რამ იმ­ხე­ლაა, სა­დაც უნ­და და­დო, ყველ­გან ჩანს. დი­დი ზო­მის ფეხ­საც­მე­ლი არც მე მიკ­ვირს, მაგ­რამ 60 (!) ზო­მა ფე­ხი მა­ინც ნა­მე­ტა­ნია, ო,ნი­ლის ფეხ­საც­მელ­ში ფეხს ბო­ტა­სი­ა­ნად ვდგამ (ი­ცი­ნის)...

მო­ამ­ზა­და რატი შე­ლე­გი­ამ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ზაზა ფაჩულია პროფესიულსა და პირად ცხოვრებაზე

ზაზა ფაჩულია პროფესიულსა და პირად ცხოვრებაზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზაფხულ­ში 3-წლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ა­ფორ­მა "მი­ლუ­ო­კი ბაქ­ს­თან", ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას­თ­ვის 2013 წე­ლი მა­ინც უიღ­ბ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა: აქი­ლევ­სის მყეს­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კა­ლათ­ბურთს შვი­დი თვით ჩა­მო­შორ­და და ნაკ­რებს ვერც "ევ­რო­ბას­კეტ­ზე" და­ეხ­მა­რა. დე­კემ­ბ­რის და­საწყის­ში ზა­ზა ისევ და­შავ­და, ვარ­ჯიშს იან­ვ­რის პირ­ველ რიცხ­ვე­ბამ­დე ვერ გა­ნა­ახ­ლებს და წი­ნა წლე­ბის მსგავ­სად, ახალ წელს ვერც ამ­ჯე­რად შეხ­ვ­დე­ბა ოჯახ­თან ერ­თად. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, "რამ­დე­ნი­ა" 700 მატ­ჩი NBA-ში, რა­ტომ მი­იჩ­ნევს თავს შო­უ­მე­ნად და სად "ი­შო­ვა" თა­ვი­სი ზო­მა ჩო­ხა, წა­ი­კითხეთ სა­ა­ხალ­წ­ლო ინ­ტერ­ვიუ ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას­თან.

-  2013-ში კარ­გი ამ­ბე­ბიც მოხ­და, მაგ­რამ რა­კი ტრავ­მე­ბი­ცა და ოპე­რა­ცი­აც ამ წელს და­ემ­თხ­ვა, ცუ­დი უფ­რო მახ­სენ­დე­ბა. რას ვი­ზამთ, ტრავ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნის კა­რი­ე­რის ნა­წი­ლია. ცრუ­მორ­წ­მუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ "13" მარ­თ­ლაც ნავ­სი­ა­ნი გა­მოდ­გა ჩემ­თ­ვის. მგო­ნი დროა, ასეთ რა­ღა­ცებ­საც მი­ვაქ­ციო ყუ­რადღე­ბა (ი­ცი­ნის).

-  სე­ზო­ნი შენც და კლუბ­მაც კარ­გად და­იწყეთ, მაგ­რამ დღეს "მი­ლუ­ო­კი" სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ბო­ლო­შია!

-  რო­ცა მთლი­ა­ნად იც­ვ­ლე­ბა სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბი და გუნ­დ­ში 11 ახა­ლი მო­თა­მა­შე მი­დის, ერთ თვე­ში სტა­ბი­ლურ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ტრავ­მე­ბის ისე­თი "ე­პი­დე­მი­ა", რო­გო­რიც "მი­ლუ­ო­კი­ში­ა" აქამ­დე არ­სად მი­ნა­ხავს - თა­მა­შებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, მწვრთნე­ლებ­მა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ერ­თი ვარ­ჯი­შიც კი ვერ ჩა­ა­ტა­რეს, ბო­ლო მატ­ჩი 9 კა­ლათ­ბურ­თე­ლით ვი­თა­მა­შეთ. არც იღ­ბა­ლი გვწყა­ლობს - 28 მატ­ჩი­დან ექ­ვ­სი ოვერ­ტა­იმ­ში წა­ვა­გეთ, თუმ­ცა წინ კი­დევ ბევ­რი მატ­ჩია და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

-  მარ­თა­ლია თუ არა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი, რომ "მი­ლუ­ო­კის" და "ჰი­უს­ტონს" ზა­ზა ფა­ჩუ­ლია და ომერ აში­კი უნ­და გა­ეც­ვა­ლათ?

-  საკ­მა­რი­სია პრობ­ლე­მა გაჩ­ნ­დეს, რომ ყვე­ლას ტრე­ი­დი აკე­რია პირ­ზე, გა­მო­სა­ვალს მო­თა­მა­შე­თა გაც­ვ­ლა­ში ხე­და­ვენ. ხმე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზე ად­ვი­ლი კი რა არის? - ერ­თ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ივა­რა­უ­და, სხვებ­მაც აიტა­ცეს და... არა­და, "მი­ლუ­ო­კის" გარ­და აშიკს "ბოს­ტონ­შიც" ცვლიდ­ნენ, "ფი­ლა­დელ­ფი­ა­შიც", "ატ­ლან­ტა­შიც", მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით, ისევ "ჰი­უს­ტონ­ში­ა" (ი­ცი­ნის). რაც NBA-ში ვარ, ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრე­ი­დი ბევ­რ­ჯერ უხ­სე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ...

-  შვიდ­თ­ვი­ა­ნი პა­უ­ზა შენს კა­რი­ე­რა­ში აქამ­დე არას­დ­როს ყო­ფი­ლა... რა გას­წავ­ლა იმ დრომ, რო­ცა არა­თუ თა­მა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი არ შე­გეძ­ლო?

-  სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვაა... პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ფა­სი არა­ფე­რია! თა­ვი­დან­ვე ვთქვი - ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უწინ­დელ­ზე ძლი­ე­რი დავ­ბ­რუნ­დე-მეთ­ქი! არა­და, შვი­დი თვე ცო­ტა არ არის. შე­იძ­ლე­ბო­და, ამ­დე­ნი ხნით უქ­მო­ბას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც გა­ვე­ტე­ხე და ფი­ზი­კუ­რა­დაც, მაგ­რამ ის და­მეხ­მა­რა, რომ კა­ლათ­ბურთს წუ­თი­თაც არ მოვ­წყ­ვე­ტი­ვარ, სულ ვა­დევ­ნებ­დი თვალს ტე­ლე­ვი­ზი­ით, ტრი­ბუ­ნი­დან... ცო­ტა რომ მოვ­მ­ჯო­ბინ­დი, ეზო­ში გავ­დი­ო­დი და დამ­ჯ­და­რი ვის­რო­დი ბურთს ფარ­ში, ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც ვა­კე­თებ­დი იმას, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ასე მაკ­ლ­და! სე­ზო­ნიც კარ­გად და­ვიწყე, პირ­ველ მატ­ჩ­ში ორ­მა­გი დუბ­ლი მქონ­და, ბოს­ტონ­ში ოცი ქუ­ლა ჩა­ვაგ­დე. თუმ­ცა ხან­მოკ­ლე მო­სამ­ზა­დე­ბელ­მა პე­რი­ოდ­მა მა­ლე­ვე იჩი­ნა თა­ვი. ახალ გუნ­დ­ში ჩე­მი ად­გი­ლი უნ­და მო­მე­ძებ­ნა და ამი­ტომ ვარ­ჯი­ში ნა­ად­რე­ვად და­ვიწყე.

-  ნო­ემ­ბერ­ში მე-700 მატ­ჩი ითა­მა­შე NBA-ში. ეს ბევ­რია თუ ცო­ტა?

-  პირ­ველ რიგ­ში, ეს არის მო­ე­დან­ზე ნარ­ბე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კი­ლო­მეტ­რი! სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩებ­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, ძა­ლი­ან დი­დი "გარ­ბე­ნი" გა­მო­დის (ი­ცი­ნის). შე­საძ­ლოა, ამის ბრა­ლიც არის, ტრავ­მე­ბი ერ­თ­მა­ნეთს რომ მიჰ­ყ­ვა. სტა­ტი­სტი­კას თუ ვერ­წ­მუ­ნე­ბით, NBA-ს მო­თა­მა­შის სა­შუ­ა­ლო კა­რი­ე­რა 4-5 წე­ლია, მე კი უკ­ვე მე-11 სე­ზო­ნია ვთა­მა­შობ, ანუ სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კა უკ­ვე გა­ვა­ორ­მა­გე და ეს ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. მად­ლო­ბა უფალს ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის.

-  მი­ლუ­ო­კი­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რას­თან მიჩ­ვე­ვა გა­გი­ჭირ­დათ?

-  ცივ კლი­მატ­თან. ატ­ლან­ტა­ში სით­ბო­თი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­ლი ერ­თხე­ლაც არ გვი­ნა­ხავს, მი­ლუ­ო­კი­ში კი ახ­ლა - 10 გრა­დუ­სია... ბავ­შ­ვებს უხა­რი­ათ თოვ­ლი. თოვ­ლი ჩემ­თ­ვი­საც ახალ წელ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სულ ქარ­თუ­ლი ახა­ლი წე­ლი მახ­სენ­დე­ბა... სხვა მხრივ? ატ­ლან­ტას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს, სხვა რომ არა­ფე­რი, ჩე­მი სა­მი­ვე შვი­ლი ატ­ლან­ტა­ში და­ი­ბა­და! ატ­ლან­ტა ხომ აშშ-ში მე­ო­რე ქა­ლა­ქია ქარ­თ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რიც შე­ვი­ძი­ნეთ. სე­ზო­ნის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­ცა მატ­ჩე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა, მეც და ჩე­მი ოჯა­ხიც მთლი­ა­ნად კა­ლათ­ბურ­თ­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლი და სხვა რა­ღა­ცებ­ზე სა­ფიქ­რა­ლი დრო არც გვრჩე­ბა. მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა ვერ ვთა­მა­შობ და მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, ატ­ლან­ტა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ნატ­რე­ბა. არ მინ­და და­ი­კარ­გოს ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ამი­ტომ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თი­კა და ბავ­შ­ვე­ბი ატ­ლან­ტა­ში გა­ვუშ­ვი მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ...

-  ფა­ჩუ­ლი­ე­ბის ოჯა­ხი რო­გორ ხვდე­ბა ახა­ლ წელს?

-  ექ­ვ­სი წე­ლია, რაც ოჯა­ხი შევ­ქ­მე­ნი და შინ მხო­ლოდ ორ­ჯერ შევ­ხ­ვ­დი ახალ წელს - ამ დროს ან ჰა­ერ­ში ვართ, ან აერო­პორ­ტ­ში. თა­ვი­დან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ უკ­ვე მი­ვეჩ­ვიე, რომ სხვა გზა არ არის. მხო­ლოდ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი კი არა, შო­უ­მე­ნე­ბიც ვართ - რო­ცა ყვე­ლა ის­ვე­ნებს, ჩვენ ვთა­მა­შობთ და სა­ნა­ხა­ო­ბას ვაჩ­ვე­ნებთ ხალხს: სპორტ + შოუ! ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად, გუნდს თა­მა­შებ­ზე მა­ინც დავ­ყ­ვე­ბი ხოლ­მე. 31 დე­კემ­ბერს "ლე­ი­კერ­ს­თან" გვაქვს გას­ვ­ლი­თი მატ­ჩი. ასე რომ, წელ­საც ვერ ვიქ­ნე­ბი შინ, თუმ­ცა, არა უშავს, კა­რი­ე­რას რომ და­ვას­რუ­ლებ, ამის დრო მე­რე მექ­ნე­ბა (ი­ცი­ნის).

-  გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ახა­ლი წე­ლი გახ­სენ­დე­ბა?

-  ბავ­შ­ვო­ბა­ში ახალ წელს სულ შინ, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი. პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, შუ­ა­ღა­მი­სას მაღ­ვი­ძებ­დ­ნენ და ახა­ლი წლის დად­გო­მას მშობ­ლებ­თან ერ­თად აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი. მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რომ ხდე­ბი, ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბა გი­წევს. შარ­შან, 31 დე­კემ­ბერს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვი­ყა­ვით. მატ­ჩის შემ­დეგ მე­უღ­ლე­ებს ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით, მაგ­რამ მძღოლ­მა და­აგ­ვი­ა­ნა და ახა­ლი წლის დად­გო­მას აერო­პორ­ტ­ში შევ­ხ­ვ­დით, რეს­ტორ­ნამ­დე კი მხო­ლოდ პირ­ველ სა­ათ­ზე მი­ვაღ­წი­ეთ...

-  ცნო­ბი­ლია, რომ "მი­ლუ­ო­კის" სა­ში­ნაო დარ­ბა­ზის მო­ედ­ნის ძვე­ლი სა­ფა­რის ყიდ­ვას და "მარ­თ­ვეს" აკა­დე­მი­ის­თ­ვის გა­და­ცე­მას აპი­რებ. რა სტა­დი­ა­ზეა ეს საქ­მე?

-  მთა­ვა­რია, რომ "და­ჯავ­შ­ნი­ლი" მაქვს (ი­ცი­ნის). მო­ედ­ნის ახალ სა­ფარს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა და კი შე­ა­კე­თეს, მაგ­რამ თა­ვის დაზღ­ვე­ვის მიზ­ნით ძველს ჯერ მა­ინც ინა­ხა­ვენ. ძა­ლი­ან არც მე მეჩ­ქა­რე­ბა.

-  თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ თქვა: ან­დ­რეი კი­რი­ლენ­კოს მა­მა­ჩე­მი, კა­ხა შენ­გე­ლია, ჩე­მი ძმა ეგო­ნაო... მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შენც ხომ არ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

-  პი­რა­დად მე არა, მაგ­რამ ერთ-ერ­თი უცხო­უ­რი შეკ­რე­ბის დროს, მე­ტო­ქე გუნ­დის კა­ლათ­ბურ­თელს ვო­ვა და ანა­ტო­ლი ბო­ი­სე­ბი უცხო­ე­ლე­ბი ეგო­ნა და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გვე­კითხე­ბო­და - ნაკ­რებს მხო­ლოდ ერ­თი ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­თა­მა­შის და­მა­ტე­ბის უფ­ლე­ბა აქვს და თქვენ სა­მი რა­ტომ გყავ­თო (ი­ცი­ნის)?!

-  რამ­დე­ნი­მე თვის წინ თორ­ნი­კე შენ­გე­ლია შენს დე­ი­დაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. ასე რომ, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი კი არა, უკ­ვე ნა­თე­სა­ვე­ბიც ხართ...

-  ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასეთ სი­გი­ჟეს ჩა­ვი­დენ­დი და ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ორი დღით ჩა­მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ... არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს! მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო, რად­გან და­ქორ­წინ­და ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ორი ადა­მი­ა­ნი!

-  ჩო­ხა პირ­ვე­ლად თორ­ნი­კეს ქორ­წილ­ში გეც­ვა?

-  არა, რო­გორც მახ­სოვს, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ზე­იმ­ზეც (ი­ცი­ნის). ქორ­წი­ლის­თ­ვის კი ჩემს სარ­გოს სად ვი­შოვი­დი და რა თქმა უნ­და, შე­ვა­კე­რი­ნე. "სა­მო­სელ პირ­ველ­ში" შე­ვუკ­ვე­თე და მე­რე ვხუმ­რობ­დი - მე და თორ­ნი­კემ ნა­ჭე­რი და ტყა­ვი აღარ და­ვუ­ტო­ვეთ, სულ და­ვა­ხარ­ჯი­ნეთ-მეთ­ქი. მინ­დო­და, თო­კოს­თ­ვის სი­ურ­პ­რი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოვ­ცხა­დდე­ბო­დი ჯვრის­წე­რა­ზე ჩო­ხით, მაგ­რამ კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­მი­ვარ­და: რო­ცა ჩო­ხა შე­ვუკ­ვე­თე, და­მა­ვიწყ­და გაფ­რ­თხი­ლე­ბა, რომ არა­ვის­თ­ვის ეთ­ქ­ვათ. არა­და, თორ­ნი­კე მა­ინ­ც­და­მა­ინც მე­ო­რე დღეს მი­სუ­ლა ჩო­ხის შეკ­ვე­თის მი­სა­ცე­მად და უკითხავთ - რა ხდე­ბა, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ჩო­ხა­ზე გა­დახ­ვე­დი­თო?! სი­ურ­პ­რი­ზი აღარ გა­მო­ვი­და...

-  შა­კილ ო,ნილ­მა ბო­ტა­სი რომ გი­სახ­სოვ­რა, ის რო­გორ იყო?

-  შა­კი მა­შინ "მა­ი­ა­მი­ში" თა­მა­შობ­და და ვთხო­ვე - იქ­ნებ, მატ­ჩის შემ­დეგ, ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი ბო­ტა­სი გა­მო­მიგ­ზავ­ნო-მეთ­ქი. გა­მო­მიგ­ზავ­ნა კი­დეც და თბი­ლის­ში ვი­ნა­ხავ, მაგ­რამ იმ­ხე­ლაა, სა­დაც უნ­და და­დო, ყველ­გან ჩანს. დი­დი ზო­მის ფეხ­საც­მე­ლი არც მე მიკ­ვირს, მაგ­რამ 60 (!) ზო­მა ფე­ხი მა­ინც ნა­მე­ტა­ნია, ო,ნი­ლის ფეხ­საც­მელ­ში ფეხს ბო­ტა­სი­ა­ნად ვდგამ (ი­ცი­ნის)...

მოამზადა რატი შელეგიამ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია