მთავარი პროკურატურა ძვირადღირებული ავტომანქანების დაზღვევას გეგმავს. შესაბამისი განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსდა. დასაზღვევ ავტომანქანებს შორის მოხვდა Lexus 570, რომელიც უწყებამ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალეს 174 575 ათას ლარად შეუძინა. ავტომანქანის ნარჩენ საბალანსო ღირებულად 155 022 ლარია მითითებული.
როგორც ირკვევა, 2013 წელს პროკურატურას კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER 150 შეუძენია. უცნობია, ამ ავტომანქანაში პროკურატურამ რა თანხა გადაიხადა, თუმცა, 1 წლიანი ცვეთის შემდეგ ის 91 9991 ლარად არის შეფასებული.
2013 წელს მთავარმა პროკურატურამ 8 ერთეული, ამავე წელს გამოშვებული ავტომანქანა შეიძინა. გთავაზობთ დასაზღვევი მანქანების და მათი 2014 წლის ნარჩენი საბალანსო ღირებულების არასრულ ჩამონათვალს:
MERCEDES-BENZ (2006 წ.) – 55198 ლარი
LEXUS LX 570 (2013 წ.) 155 022 ლარი
TOYOTA CAMRY (2013 წ.) 58 174 ლარი
TOYOTA LAND CRUISER 150 ( 2013 წ.) 91 991 ლარი
იხილეთ ვრცლად