პარტნიორები:

    გიგა ბოკერია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 წლისაა და შესაბამისად, ეს არ არის ბავშვობის ასაკი

    გიგა ბოკერია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 წლისაა და შესაბამისად, ეს არ არის ბავშვობის ასაკი

    ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.

    როგორც გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადამიანი, რომელსაც არამარტო საკუთარ ბიოგრაფიაში აქვს უმძიმესი ფურცელი, არამედ ნასამართლევიცაა, არ უნდა იკავებდეს ქვეყანაში ერთ-ერთ დიდ თანამდებობას.

    "არის ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა, დიდი ალბათობით, თვითონ დაგეგმა კრიმინალური აქტი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანი ვერ იქნება ეფექტური პროკურორი. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, კომიკურია. თუ მან რაიმე ბავშვობაში ჩაიდინა, ის უნდა ეპატიოს, თქვა პრემიერმა. 25 წლის ადამიანი ბავშვად არ უნდა ჩაითვალოს",-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

    როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 წლისაა და შესაბამისად, ეს არ არის ბავშვობის ასაკი. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში შეკრება გამართეს. შეკრების შემდეგ მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობა იმართება. "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა