მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს
როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სამ­ზა­დი­სი ერ­თდრო­უ­ლად ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გრძნო­ბებს ბა­დებს: ერ­თის მხრივ, ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, ახალ რე­ცეპ­ტებს ეძებთ, გსურთ გა­ა­ო­ცოთ სტუმ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მე­ო­რეს მხრივ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­ღლე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი­ცაა, გი­წევთ პრო­დუქ­ტე­ბის ყიდ­ვა ხალ­ხმრა­ვალ მა­ღა­ზი­ებ­სა და ბაზ­რებ­ში, სა­ფუ­ლე სწრა­ფად ცა­რი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ში­შობთ, რა­ი­მე ხომ არ და­გა­ვი­წყდათ?

დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, მთე­ლი თა­ვი­ან­თი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნიჭი გა­მო­ი­ყე­ნონ, რათა მა­გი­და­ზე და სტუმ­რე­ბის კუჭ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი არ დარ­ჩეს. შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი იღებს ნახ­შირ­წყლე­ბის, ცხი­მე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის გა­და­მე­ტე­ბულ დო­ზას, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის ნამ­დვი­ლი შო­კია და მის გა­დაღ­ლას იწ­ვევს.

თუ სა­ა­ხალ­წლო ვახ­შამს წი­ნას­წარ გო­ნივ­რუ­ლად და­გეგ­მავთ, შეძ­ლებთ და­ზო­გოთ ფული, დრო, ენერ­გია და ამა­ვე დროს არ მი­ა­ყე­ნოთ ზი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბას.

ნა­ბი­ჯი პირ­ვე­ლი:

მო­ი­ფიქ­რეთ ცხე­ლი კერ­ძი - ეს ძი­რი­თა­დი კერ­ძია, რომ­ლის გარ­შე­მოც მთელ მე­ნი­უს აა­წყობთ. მას უნდა შე­უ­ხა­მოთ სა­უზ­მე­უ­ლი. იდე­ა­ლუ­რი კერ­ძია ღუ­მელ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლი, თევ­ზი, ღო­რის ან სა­ქონ­ლის ხორ­ცი - ნოყი­ე­რია, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და მი­ნი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს მომ­ზა­დე­ბი­სას.

რად­გან სა­ა­ხალ­წლო ვახ­შა­მი ხში­რად მთე­ლი ღა­მეც გრძელ­დე­ბა, პრო­დუქ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა ისე და­ით­ვა­ლეთ, რომ თი­თო­ე­ულ სტუ­მარს სა­შუ­ა­ლოდ 300 გრა­მი­ა­ნი ულუ­ფა შეხ­ვდეს.

ნა­ბი­ჯი მე­ო­რე:

შე­არ­ჩი­ეთ სა­უზ­მე­უ­ლი ე.წ. სტარ­ტე­რი. 2 სა­ხე­ო­ბის სა­ლა­თა და 1-2 სა­ხის ბუ­ტერბრო­დი ან კა­ნა­პე სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. ეცა­დეთ, არ გა­ი­მე­ო­როთ სა­ლათ­ში იგი­ვე პრო­დუქ­ტე­ბი, რაც ძი­რი­თად კერ­ძში შე­დის. თუ ცხელ კერ­ძად ქა­თამს, ინ­და­ურს, იხვს ამ­ზა­დებთ, მა­შინ სა­ლათ­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცი და­ა­მა­ტეთ და პი­რი­ქით. კერ­ძე­ბის გემო ასე უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

მე­ო­რე სა­ლა­თა ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლით მო­ამ­ზა­დეთ და ერთ ადა­მი­ან­ზე 500 გრა­მი­ა­ნი ულუ­ფა ივა­რა­უ­დეთ. ხორ­ცი­ან კერ­ძებს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა კომ­ბოს­ტოს, კიტ­რის, პა­მიდვ­რის მსუ­ბუ­ქი სა­ლა­თა. სა­ლა­თე­ბი უშუ­ა­ლოდ სუფ­რა­ზე გა­ტა­ნის წინ შე­ა­ზა­ვეთ სო­უ­სით.

ბუ­ტერბრო­დე­ბის­თვის შე­გიძ­ლი­ათ თევ­ზე­უ­ლი გა­მო­ი­ყე­ნოთ: და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ორა­გუ­ლი, თი­ნუ­სის კონ­სერ­ვი, ასე­ვე პაშ­ტე­ტი, ძეხ­ვე­უ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს

როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს

საახალწლო სუფრის სამზადისი ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს ბადებს: ერთის მხრივ, ეს შემოქმედებითი პროცესია, ახალ რეცეპტებს ეძებთ, გსურთ გააოცოთ სტუმრები და ოჯახის წევრები. მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დამღლელი და მოსაბეზრებელიცაა, გიწევთ პროდუქტების ყიდვა ხალხმრავალ მაღაზიებსა და ბაზრებში, საფულე სწრაფად ცარიელდება, მაგრამ მაინც შიშობთ, რაიმე ხომ არ დაგავიწყდათ?

დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ, მთელი თავიანთი კულინარიული ნიჭი გამოიყენონ, რათა მაგიდაზე და სტუმრების კუჭში თავისუფალი ადგილები არ დარჩეს. შედეგად ადამიანი იღებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ალკოჰოლის გადამეტებულ დოზას, რაც ორგანიზმისთვის ნამდვილი შოკია და მის გადაღლას იწვევს.

თუ საახალწლო ვახშამს წინასწარ გონივრულად დაგეგმავთ, შეძლებთ დაზოგოთ ფული, დრო, ენერგია და ამავე დროს არ მიაყენოთ ზიანი ჯანმრთელობას.

ნაბიჯი პირველი:

მოიფიქრეთ ცხელი კერძი - ეს ძირითადი კერძია, რომლის გარშემოც მთელ მენიუს ააწყობთ. მას უნდა შეუხამოთ საუზმეული. იდეალური კერძია ღუმელში მომზადებული ფრინველი, თევზი, ღორის ან საქონლის ხორცი - ნოყიერია, კარგად გამოიყურება და მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს მომზადებისას.

რადგან საახალწლო ვახშამი ხშირად მთელი ღამეც გრძელდება, პროდუქტის რაოდენობა ისე დაითვალეთ, რომ თითოეულ სტუმარს საშუალოდ 300 გრამიანი ულუფა შეხვდეს.

ნაბიჯი მეორე:

შეარჩიეთ საუზმეული ე.წ. სტარტერი. 2 სახეობის სალათა და 1-2 სახის ბუტერბროდი ან კანაპე სრულიად საკმარისია. ეცადეთ, არ გაიმეოროთ სალათში იგივე პროდუქტები, რაც ძირითად კერძში შედის. თუ ცხელ კერძად ქათამს, ინდაურს, იხვს ამზადებთ, მაშინ სალათში საქონლის ხორცი დაამატეთ და პირიქით. კერძების გემო ასე უფრო მრავალფეროვანი იქნება.

მეორე სალათა ცოცხალი ბოსტნეულით მოამზადეთ და ერთ ადამიანზე 500 გრამიანი ულუფა ივარაუდეთ. ხორციან კერძებს ძალიან უხდება კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრის მსუბუქი სალათა. სალათები უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ შეაზავეთ სოუსით.

ბუტერბროდებისთვის შეგიძლიათ თევზეული გამოიყენოთ: დამარილებული ორაგული, თინუსის კონსერვი, ასევე პაშტეტი, ძეხვეული.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს