ფრანგული და ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავი ვიქტორია რავა 1975 წლის 31 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. უცხოეთში გადაბარგებამდე გლდანში ცხოვრობდა.
წარმოშობით უკრაინელი ვიქტორია, რომლის სიმაღლეს 189 სანტიმეტრია, ფრენბურთმა გაიტაცა. თბილისიდან "ვიკა" ჯერ ბაქოში, ერთ-ერთი იქაური ბანკის მიერ დაფინანსებულ კლუბში ასპარეზობდა, მერე კი თურქული "ვაკიფბანკის" მაისური მოირგო.
კარიერის საუკეთესო ნაწილი რავამ ფრანგულ "კანში" გაატარა. მან ამ გუნდთან ერთად ორჯერ (2002, 2003) ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ორჯერ კი (2006, 2012) ფინალში ითამაშა.