მეც მჯერა შენი...

მეც მჯერა შენი...

ახალი წელი არის ის დღესასწაული, როდესაც ოცნებები სრულდება...

ამ იდეით არსებობს თოვლის ბაბუა, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც დეკემბრის ბოლო ღამეს სანუკვარ საჩუქარს მოგვართმევს. სინამდვილეში კი თოვლის ბაბუის საკმაოდ საპასუხისმგებლო მოვალეობას მშობლები და ახლობლები ასრულებენ. სანტას ძვირფასი საჩუქრებით ბავშვებიცა და დიდებიც ერთნაირად ხალისობენ.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ სადღაც არსებობს ბავშვი, რომელსაც ამ ჯადოსნური ღამის სასწაულის არ სჯერა... ან სჯერა და მოთმინებით ელის, როდის მოიცლის მისთვის ეს მოხუცი. ის კი იგვიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბავშვს არ ჰყავს მზრუნველი.

საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გამოღვიძება Coca-Cola-მ ითავა საინტერესო კამპანიით - ,,მეც მჯერა შენი“. კამპანიის მიზანია, საზოგადოების წევრებს მოუწოდოს, ნუ დაელოდებიან სასწაულს... სანტა კლაუსები თავად გახდნენ და სხვისი ოცნებების ასრულებაში მონაწილეობა მიიღონ. ამჯერად მათ შეუძლიათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აუსრულონ საახალწლო სურვილები.

Coca-Cola-ს „სანტამ“  თბილისის, გორის, ხაშურისა და რუსთავის ბავშვთა სახლები მოიარა. აღმზრდელების დახმარებით ბავშვების საახალწლო წერილები შეაგროვა და ჰიპერმარკეტ „კარფურში“ საახალწლო ნაძვის ხეზე ჩამოკიდა.  ნებისმიერ მსურველს შეეძლო „სანტა“  გამხდარიყო. ამისთვის ნაძვის ხიდან სურვილი უნდა ჩამოეხსნა და ბავშვისთვის სასურველი ნივთი ეყიდა... რომ არა  Coca-Cola-ს ,,სანტა’’, შესაძლოა, ამ პატარებისთვის ეს დეკემბერიც, დანარჩენი თერთმეტი თვის მსგავსად, არაფრით გამორჩეული ყოფილიყო.

მათი სურვილების ჩამონათვალს შორს არ მივყავდით... აქვე, რეალობაში გვტოვებდა: 11 წლის ვლადს თბილი, მწვანე სახლის ჩუსტები უნდოდა; 9 წლის შოთიკოსა და ლუკას სპორტული ჩანთა და პულტიანი მანქანა; გოგონები ფუშფუშა კაბებზე, დეკორატიულ კოსმეტიკასა და ვარდისფერ ჩანთებზე ოცნებობდნენ...

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა კამპანიას, რამდენიმე დღეში სურვილების დიდი ნაწილი ნაძვის ხესთან უკვე საჩუქრის სახით შეფუთული ელაგა. კამპანიაში ცნობილი სახეებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ალბათ,  პატარა ბიჭუნას, რომელმაც საახალწლოდ კალათბურთის ბურთი ინატრა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ,,სანტასგან’’ საჩუქრად საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშის, ანატოლი ბოისას ავტოგრაფით და პერსონალური მილოცვით დამშვენებულ კალათბურთის ბურთს მიიღებდა.

აქციის პირველივე დღეებში ბავშვების ოცნებების ასრულებაში 1000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ სანტას როლი მოირგეს და Coca-Cola-ს  საახალწლო აქციის მოწოდებებიც გამართლდა: „მეც მჯერა შენი“ და „შენც გახდი სანტა“.

24, 25, 26, 27 და 28 დეკემბერს "კოკა-კოლას" წარმომადგენლები - სანტა კლაუსი, ფიფქიები, თეთრი დათვები და ზღაპრის გმირები 17 საბავშვო სახლის აღსაზრდელებისთვის საჩუქრებს საზეიმო ვითარებაში არიგებენ. Coca-Cola-ს „სანტამ“ უკლებლივ ყველა სურვილი აასრულა, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული ყველა სურვილი ,,საჩუქრებად შეფუთა’’ და  ახალი წელი 1000-ზე მეტ ბავშვს გაულამაზა.  

®

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი