პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ბორდში პარ­ლა­მენ­ტმა მხო­ლოდ სამი კან­დი­და­ტი და­ამ­ტკი­ცა. ბორდში ცხრი­დან ექ­ვსი ად­გი­ლი ვა­კან­ტუ­რია .

მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში, რო­მე­ლიც ახა­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ცხრა წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით უნდა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი­ყო, პარ­ლა­მენტს მხარ­და­სა­ჭე­რად მხო­ლოდ ექ­ვსი კან­დი­და­ტი წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა ამ ექ­ვსი­დან ხმე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა (კვო­რუ­მი 76 ხმა) მხო­ლოდ სამ­მა: სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ წარ­დგე­ნილ­მა მა­რი­ნე მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა (82-მომ­ხრე, 17-წი­ნა­აღ­მდე­გი), სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მიერ შერ­ჩე­ულ­მა ქე­თე­ვან მსხი­ლა­ძემ (99 მომ­ხრე) და უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა ნა­თე­ლა სა­ხო­კი­ამ (83-მომ­ხრე, 3-წი­ნა­აღ­მდე­გი) მი­ი­ღეს.

პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და "ჩა­აგ­დო" ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის, უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ნი­ნია კა­კა­ბა­ძი­სა და აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი გე­ნა­დი გე­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კენ­ჭისყრას წინ ერ­თგვა­რი დე­ბა­ტე­ბი უძღო­და. კერ­ძოდ, უმ­ცი­რე­სო­ბამ სე­სი­ა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ სა­ჭი­რო იყო ვა­კან­სი­ე­ბის ბო­ლომ­დე შევ­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხრი­დან კან­დი­და­ტე­ბის სრუ­ლად და­სა­ხე­ლე­ბა, სა­კი­თხი გა­და­დე­ბუ­ლი­ყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ გა­ი­ზი­ა­რა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, მსგავ­სი მიდ­გო­მით მი­ი­ღე­ბა შე­დე­გი, როცა სა­კი­თხი ჩიხ­ში იქ­ნე­ბა. რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, თუკი შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ კვო­ტე­ბი სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ არის და ად­გი­ლი რჩე­ბა ვა­კან­ტუ­რი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სი თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ბორდში ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტურია .

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრის შემადგენლობით უნდა დაკომპლექტებულიყო, პარლამენტს მხარდასაჭერად მხოლოდ ექვსი კანდიდატი წარედგინა, თუმცა ამ ექვსიდან ხმების საჭირო რაოდენობა (კვორუმი 76 ხმა) მხოლოდ სამმა: სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა მარინე მუსხელიშვილმა (82-მომხრე, 17-წინააღმდეგი), საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შერჩეულმა ქეთევან მსხილაძემ (99 მომხრე) და უმრავლესობის მიერ შეთავაზებულმა ნათელა სახოკიამ (83-მომხრე, 3-წინააღმდეგი) მიიღეს.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და "ჩააგდო" ასევე სახალხო დამცველის მიერ დასახელებული ლელა გაფრინდაშვილის, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ შერჩეული ნინია კაკაბაძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძის კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრას წინ ერთგვარი დებატები უძღოდა. კერძოდ, უმცირესობამ სესიაზე არასამთავრობო სექტორის პოზიციის გაზიარება მოითხოვა და უმრავლესობას შესთავაზა, რომ თუ საჭირო იყო ვაკანსიების ბოლომდე შევსება და შესაბამისი სუბიექტების მხრიდან კანდიდატების სრულად დასახელება, საკითხი გადადებულიყო.

აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომლის განმარტებითაც, მსგავსი მიდგომით მიიღება შედეგი, როცა საკითხი ჩიხში იქნება. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, თუკი შესაბამისი სუბიექტების მიერ კვოტები სრულად ათვისებული არ არის და ადგილი რჩება ვაკანტური, ასეთ შემთხვევაში პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია