23 დეკემბრიდან წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ფრანსუა მორიაკის ნაწარმოების ''გარდასულ დღეთა ყრმა'' ქართული თარგმანი. ამ საჩუქარს წინასაახალწლოდ მკითხველს ''გამომცემლობა პალიტრა L'' სთავაზობს, რომელიც ნამდვილად ანებივრებს წიგნის მოყვარულებს სხვადასხვა საინტერესო მწერლის ახალ-ახალი თარგმანებით.
ფრანგი პროზაიკოსის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ფრანსუა მორიაკის სახელი და გვარი ლიტერატურულ წრეებში კარგად არის ცნობილი. მორიაკი ამ პრემიით ადამიანური სულის განსაკუთრებული წვდომისთვის დააჯილდოვეს. მთელი მისი შემოქმედება სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რითაც მსოფლიო მკითხველის უდიდეს ინტერესს იმსახურებს.
''მორიაკის შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოებში მოქმედება ხდება პირველ მსოფლიო ომამდე, ანუ 1914 წლამდე. თითქოს არ აღიარებდა თანამედროვეობას და უკან, წარსულში ბრუნდებოდა. მისი თხზულებებიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. ''გარდასულ დღეთა ყრმა'' ფრანგი მწერლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ის წერს ბურჟუაზიაზე, რადგან თავადაც მისი წარმომადგენელი გახლდათ და ამ ფენას, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად იცნობდა.
მისი სიუჟეტების ძირითადი ხაზი ყოველთვის პროვინციაში მიმდინარეობს. იქ, თითქოს, დიდ ქალაქებთან შედარებით მშვიდი გარემოა, თუმცა სწორედ ეს იყო კიდევ ერთი კარგი საბაბი იმისთვის, რომ მწერალს, ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა, პერსონაჟების ხასიათი უკეთ გაეხსნა და ადამიანურ ბუნებას უფრო ღრმად ჩასწვდომოდა.
მწერალი, საკუთარ პერსონაჟებს გვერდიდან არ აკვირდებოდა, მორიაკი ძალიან ჰუმანური და ღრმად მორწმუნე ადამიანი გახლდათ. მისი ეს თვისებები ძალიან კარგად აისახა მის ნაწარმოებებში. თითქოს ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს შინაგანი კათარზისისკენ...'' - ამბობს ''გამომცემლობა პალიტრა L''-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.
იხილეთ სტატიის გაგრძელება