მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურუგვაის პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებაზე სანდლებით მივიდა
ურუგვაის პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებაზე სანდლებით მივიდა

ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტი ხოსე მუ­ხი­კა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შიშ­ვე­ლი ფე­ხე­ბი­თა და სან­დლე­ბით მი­ვი­და. სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის ჩაც­მუ­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

იმ დროს, როცა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კოს­ტუ­მე­ბი­თა და ჰალ­სტუ­ხე­ბით მი­ვიდ­ნენ, მუ­ხი­კამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პე­რან­გი­სა და აკე­ცი­ლი შარ­ვლის ჩაც­მა არ­ჩია. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ურუგ­ვა­ის 78 წლის ლი­დე­რის გაყ­ვით­ლე­ბულ­მა გრძელ­მა ფრჩხი­ლებ­მაც მი­ი­პყრო.

მუ­ხი­კას არ გა­ნუ­მარ­ტავს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ასე ჩაც­მა. მაგ­რამ El Comercio-ს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ურუგ­ვა­ი­სა და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა. დღი­სით ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუ­სამ­დე თბე­ბა.

ხოსე მუ­ხი­კა ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტი 2010 წლის მარ­ტი­დან არის. მას მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღა­რიბ პრე­ზი­დენტს ეძა­ხი­ან. ხელ­ფა­სის თით­ქმის 90%-ს მუ­ხი­კა ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის წი­რავს, ხოლო თა­ვად თვე­ში 1200 დო­ლა­რად ცხოვ­რობს. პრე­ზი­დენ­ტი 1987 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით - Volkswagen Beetle-ით და­დის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Europa Press-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ურუგვაის პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებაზე სანდლებით მივიდა

ურუგვაის პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებაზე სანდლებით მივიდა

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ოფიციალურ ღონისძიებაზე შიშველი ფეხებითა და სანდლებით მივიდა. სახელმწიფოს ლიდერის ჩაცმულობას სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ პრესაში აქტიურად განიხილავენ.

იმ დროს, როცა მთავრობის წევრები ოფიციალურ ღონისძიებაზე კოსტუმებითა და ჰალსტუხებით მივიდნენ, მუხიკამ ჩვეულებრივი პერანგისა და აკეცილი შარვლის ჩაცმა არჩია. ფოტოგრაფების ყურადღება ურუგვაის 78 წლის ლიდერის გაყვითლებულმა გრძელმა ფრჩხილებმაც მიიპყრო.

მუხიკას არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა ასე ჩაცმა. მაგრამ El Comercio-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ურუგვაისა და მეზობელ ქვეყნებში ძალიან ცხელა. დღისით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე თბება.

ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტი 2010 წლის მარტიდან არის. მას მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს ეძახიან. ხელფასის თითქმის 90%-ს მუხიკა ქველმოქმედებისთვის წირავს, ხოლო თავად თვეში 1200 დოლარად ცხოვრობს. პრეზიდენტი  1987 წელს გამოშვებული ავტომობილით - Volkswagen Beetle-ით დადის.

მომზადებულია Europa Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს