საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს მმარ­თვე­ლი ძა­ლის მცდე­ლო­ბა, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მიერ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი 2014 წლის მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის ფაქ­ტი იზო­ლი­რე­ბულ ინ­ცი­დენ­ტად გა­ე­სა­ღე­ბი­ნა. დღე­ი­სათ­ვის უკვე ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან უახ­ლე­სი და ძვი­რი მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნის აშ­კა­რად თვით­მიზ­ნუ­რი კამ­პა­ნი­ით.

მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ჩა­ღო­ბა­სა და ქურ­დო­ბის გამო ნა­სა­მარ­თლე­ო­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­და­ნაც" ეჭვქვეშ აღა­რა­ვინ აყე­ნებს, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლია, რომ ბა­ტონ ფარ­ცხა­ლა­ძეს ამა­ვე დროს არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მისი პი­რა­დი კომ­ფორ­ტი­სათ­ვის 174 ათას ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯიპი შე­ი­ძი­ნა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის ნაც­ვლად მის კომ­ფორტზე ასე­ულ ათა­სო­ბით ლა­რის ხარ­ჯვა უა­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის.

ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს მას­პინ­ძლო­ბის­თვის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ფრი­ა­ლით და­ა­მახ­სოვ­რა, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტით. მან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე შე­ი­ძი­ნა 78 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ტო­ი­ო­ტა პრა­დო". ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი Iphone 5ს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად კი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ თით­ქმის 50 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა.

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი არას­რუ­ლი ფაქ­ტე­ბი ერთი მხრივ აჩ­ვე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. მაგ­რამ, კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა არა წინა წლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პი­რო­ბებ­ში, არა­მედ იმ ფონ­ზე, როცა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გარ­ღვე­ვამ, ანუ და­ნაკ­ლის­მა მი­აღ­წია 800 მი­ლი­ონ ლარს, ეკო­ნო­მი­კას და­აკ­ლდა მი­ლი­არდ-ნა­ხე­ვა­რი ლარი, იზ­რდე­ბა უმუ­შევ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე, ხოლო მო­მა­ვალ წელს მთავ­რო­ბა აპი­რებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­ამ­ძი­მოს მი­ლი­არდ 600 მი­ლი­ო­ნი ახა­ლი ვა­ლით და, ამა­ვე დროს, 2014 წელი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წელი, როცა არ იზ­რდე­ბა პენ­სია. მე­ტიც, ჩი­ნოვ­ნი­კებს, მათ შო­რის - მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რო­მელ­თაც ხელ­ფა­სი ისე­დაც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლარი აქვთ, ანა­ზღა­უ­რე­ბა ეზ­რდე­ბათ 137 მლნ ლა­რით.

კი­დევ ერთხელ გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბას ად­გილ­ზე დახ­ვდა გა­მარ­თუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­პარ­კი, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბის მწვა­ვე აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ გა­ნიც­დის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებას ახსოვს მმართველი ძალის მცდელობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ძვირად ღირებული 2014 წლის მოდელის ავტომობილის შეძენის ფაქტი იზოლირებულ ინციდენტად გაესაღებინა. დღეისათვის უკვე ცხადია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები დაკავებული არიან უახლესი და ძვირი მანქანების შეძენის აშკარად თვითმიზნური კამპანიით.

მაშინ, როცა საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ყაჩაღობასა და ქურდობის გამო ნასამართლეობას "ქართული ოცნებიდანაც" ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, როცა საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ბატონ ფარცხალაძეს ამავე დროს არ გააჩნია შესაბამისი განათლება, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ მისი პირადი კომფორტისათვის 174 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეიძინა. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების ნაცვლად მის კომფორტზე ასეულ ათასობით ლარის ხარჯვა უარესად შეურაცხმყოფელია თითოეული მოქალაქისათვის.

ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მასპინძლობისთვის წინა ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების ფრიალით დაამახსოვრა, ასევე დაკავებულია საკუთარი კომფორტით. მან თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეიძინა 78 ათასი ლარის ღირებულების "ტოიოტა პრადო". ძვირად ღირებული Iphone 5ს მობილური ტელეფონების შესაძენად კი, უშიშროების საბჭომ თითქმის 50 ათასი ლარი დახარჯა.

ზემოჩამოთვლილი არასრული ფაქტები ერთი მხრივ აჩვენებს ხელისუფლების არათანამიმდევრულობას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში. მაგრამ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება არა წინა წლებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, არამედ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევამ, ანუ დანაკლისმა მიაღწია 800 მილიონ ლარს, ეკონომიკას დააკლდა მილიარდ-ნახევარი ლარი, იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო მომავალ წელს მთავრობა აპირებს, ქართველი ხალხი დაამძიმოს მილიარდ 600 მილიონი ახალი ვალით და, ამავე დროს, 2014 წელი იქნება პირველი წელი, როცა არ იზრდება პენსია. მეტიც, ჩინოვნიკებს, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც ხელფასი ისედაც რამდენიმე ათასი ლარი აქვთ, ანაზღაურება ეზრდებათ 137 მლნ ლარით.

კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას ადგილზე დახვდა გამართული და თანამედროვე ავტოპარკი, რომელიც განახლების მწვავე აუცილებლობას არ განიცდის", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა