მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს
მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

25 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს, იესო ქრის­ტეს შო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ბე­თე­ლის მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მუს­ლი­მი და ქრის­ტი­ა­ნი წი­ნამ­ძღო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, თურ­ქე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და ირა­ნი­დან შე­იკ­რიბ­ნენ. ზე­ი­მი ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევან­გე­ლურ ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სა­ღა­მო ევან­გე­ლურ ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის უკვე გა­დამ­დგარ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, დოქ­ტორ­მა მალ­ხაზ სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა და ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ცე­ცხლა­ძემ გახ­სნეს.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა მი­მარ­თა: "იე­სომ თქვა, სა­დაც ორნი ან სამ­ნი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან ჩემი სა­ხე­ლით, მეც მათ შო­რი­სა ვარო. დღეს ორზე და სამ­ზე მეტ­ნი ვართ იე­სოს სა­ხე­ლით შეკ­რე­ბილ­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, იესო ჩვენ­თან არის". სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­იმს შე­რი­გე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მი­ე­სალ­მა ამ ის­ტო­რი­ულ შეხ­ვედ­რას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მსგავ­სი ერ­თო­ბა ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუს­ლი­მებს შო­რის კი­დევ უფრო მე­ტად გა­ამ­ყა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას.

ზე­ი­მის კულ­მი­ნა­ცია მო­ნა­წი­ლე­თა მიერ სა­ჩუქ­რე­ბის გაც­ვლა იყო: ქრის­ტი­ან­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მუს­ლიმ მე­გობ­რებს სა­ხა­რე­ბის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა (ბიბ­ლი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით) და მუს­ლიმ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ქრის­ტი­ან მე­გობ­რებს ყუ­რა­ნის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი გა­დას­ცეს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ილიჩი
0

ავოეეეეეეე, ირანელებიც რომ მოვიდნენ ესე იგი მართლა აჯაფსანდალი ყოფილა და არა რელიგიური ზეიმი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

25 დეკემბრის საღამოს, იესო ქრისტეს შობის აღსანიშნავად, ბეთელის მოხუცებულთა თავშესაფარში მუსლიმი და ქრისტიანი წინამძღოლები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან შეიკრიბნენ. ზეიმი ქართველ მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული. საღამო ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის უკვე გადამდგარმა მთავარეპისკოპოსმა, დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძემ გახსნეს.

შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა მიმართა: "იესომ თქვა, სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მეც მათ შორისა ვარო. დღეს ორზე და სამზე მეტნი ვართ იესოს სახელით შეკრებილნი და შესაბამისად, იესო ჩვენთან არის". საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეიმს შერიგებისა და მოქალაქეთა თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდა, რომელიც მიესალმა ამ ისტორიულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ერთობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ზეიმის კულმინაცია მონაწილეთა მიერ საჩუქრების გაცვლა იყო: ქრისტიანმა სასულიერო პირებმა მუსლიმ მეგობრებს სახარების ქართული გამოცემა (ბიბლიური საზოგადოების დახმარებით) და მუსლიმმა სასულიერო პირებმა ქრისტიან მეგობრებს ყურანის ქართული თარგმანი გადასცეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”