გიგი უგულავას სიდედრი, ნინო კილაძე ახალ ხელისუფლებას კონცერტებისა და ლამაზი სანახაობების მოწყობისკენ მოუწოდებს.
"ახალ მთავრობას: ახალი წელი ლამაზი სანახაობებით, კონცერტებით მაინც მიულოცეთ ამ თქვენგან გაბრიყვებულ ხალხს, რამე გახსენით. თქვე, მართლა იმბეცილებო!", - წერს კილაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე უგულავას საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
22 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე კი, ზეპირი მოსმენის გარეშე, იგივე მოსამართლემ დალი მეტრეველმა დედაქალაქის მერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერა.
გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. იგი სააპელაციო საჩივარში უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების გაუქმებას და გირაოს მოხსნას ითხოვს.